საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი - ,,გაიცანი თსუ“ - პანკისელებისთვის

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი პან­კი­სის ხე­ობ­აში დუ­ის­ის სა­ჯა­რო სკო­ლას ეს­ტუმ­რნენ. პრო­ექ­ტი — „გა­იც­ანი თსუ“ — მიზ­ნად ის­ახ­ავ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­აში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ტრე­ნინ­გსა და პან­კი­სე­ლე­ბის კულ­ტუ­რის, ად­ათ-წე­სე­ბის გაც­ნო­ბა-შეს­წავ­ლას. პრო­ექ­ტი თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

 

„ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო თსუ-ის სტრუქ­ტუ­რის, სას­წავ­ლო სის­ტე­მის, ფა­კულ­ტე­ტე­ბი­სა და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გაც­ნო­ბა იქა­ური ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის. შეხ­ვედ­რებს ეს­წრე­ბოდ­ნენ აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი, ვის­თვი­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­როა. ას­ევე, გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის საქ­მი­ან­ობ­აც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ერ­ები იყ­ვნენ ჩვენ­თან შეხ­ვედ­რით, ვი­ნა­იდ­ან სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან არ­ას­დროს ჰქო­ნი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბა და ახ­ლა ჰქონ­დათ შან­სი მათ­ვის სა­სურ­ველ თე­მა­ზე და­ეს­ვათ კითხვა და გა­ეღ­რმა­ვე­ბი­ნათ ცოდ­ნა. პრო­ექ­ტის მე­ორე მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო მა­თი კულ­ტუ­რის და ად­ათ-წე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გა­ვი­გეთ, ბევ­რი ის­ეთი რამ იყო, რომ სი­მარ­თლეს გეტყვით და ძა­ლი­ან გა­მა­კირ­ვა მსგავ­სმა წე­სებ­მა“, — გა­ნაცხა­და პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გრი­შა ხა­ჩა­ტუ­როვ­მა.

 

პან­კი­სე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის თხოვ­ნით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა გას­ვლი­თი-შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ათ­ის შეხ­ვედ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს: „რე­გი­ონ­ებ­ში ხში­რად არ აქ­ვთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, ამ­იტ­ომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ჩა­ტა­რე­ბა და ახ­ალ­გაზ­რდე­ბის კითხვებ­ზე ამ­ომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა აუც­ილ­ებ­ელია“, — აცხა­დე­ბენ პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი.

 

პრო­ექ­ტი- „გა­იც­ანი თსუ“ — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტურ საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად და­ფი­ნან­სდა და გან­ხორ­ცი­ელ­და.

 

თარიღი: 23/06/2021