საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი ,,თსუ დესპანი" ჰიბრიდული მეთოდით განხორციელდება

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი პრო­ექ­ტი — „თსუ დეს­პა­ნი“ ყო­ველ­წლი­ურ­ად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. „თსუ დეს­პა­ნი" სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც უკ­ვე 9 წე­ლია, რაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ის­ათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას გას­ცემს, რაც მათ მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის გა­აზ­რე­ბულ არ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

 

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი მშობ­ლი­ური სკო­ლის უფ­როს­კლა­სელ მოს­წავ­ლე­ებს აც­ნო­ბენ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­სა და აქ­ტი­ვო­ბებს.

 

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობა ხელს უწყობს სტუ­დენ­ტებ­ში მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი პრაქ­ტი­კის და­ნერ­გვას და არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც რექ­ტო­რა­ტი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს.

 

პან­დე­მი­ის ფონ­ზე პრო­ექ­ტი „თსუ დეს­პა­ნი“ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე მო­ხა­ლი­სე სტუ­დენ­ტე­ბი დის­ტან­ცი­ურ­ად გა­უზი­არ­ებ­ენ აბ­იტ­ური­ენ­ტებ­სა და უფ­როს­კლა­სე­ლებს მათ­თვის სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ რა მე­თო­დე­ბით აპ­ირ­ებ­ენ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ები სკო­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი დე­მეტ­რე მო­დე­ბა­ძე.

 

— პრო­ექ­ტი „თსუ დეს­პა­ნი" უკ­ვე 9 წე­ლია, რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს, ის­ტო­რი­აში პირ­ვე­ლად, პრო­ექ­ტი ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რას გუ­ლის­ხმობს ეს მე­თო­დი და რა სი­ახ­ლე­ებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებთ?

 

— არ­სე­ბუ­ლი რე­ალ­ობ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გუნ­დმა, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, იპ­ოვა სა­უკ­ეთ­ესო გა­მო­სა­ვა­ლი. პრო­ექ­ტი კვლავ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტთა მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ პრაქ­ტი­კა­სა და აბ­იტ­ური­ენ­ტთა დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­ზე. შერ­ჩე­ული ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დის მი­ხედ­ვით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება და­იწყე­ბა დის­ტან­ცი­ურ­ად. სტუ­დენ­ტებს ჩა­უტ­არ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი zoom-პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ობ­ით, ხო­ლო დეს­პა­ნე­ბი Microsoft Teams პროგ­რა­მის სა­შუ­ალ­ებ­ით გა­აც­ნო­ბენ აბ­იტ­ური­ენ­ტებს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას. გა­ზაფხულ­ზე კი, ეპ­იდ­ემი­ური სი­ტუ­აცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვი­ტო­ვებთ იმ­ედს, რომ სას­კო­ლო გა­რე­მოს ჩვე­ული სა­ხით და­ვუბ­რუნ­დე­ბით. თუ ეს ასე მოხ­დე­ბა, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის პრო­ცე­სი სას­კო­ლო ოთ­ახ­ებ­ში გა­და­ინ­აც­ვლებს.

 

— დღეს არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის ფონ­ზე რო­გორ მოხ­დე­ბა სტუ­დენ­ტთა მო­ბი­ლი­ზე­ბა და პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა?

 

— ტრა­დი­ცი­ულ­ად, პრო­ექ­ტი სტუ­დენ­ტთა დი­დი ჩარ­თუ­ლო­ბით და აქ­ტი­ურ­ობ­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­დე­საც მშობ­ლი­ურ სკო­ლას უბ­რუნ­დე­ბი­ან და მად­ლი­ერ­ებ­ას ამ გზით გა­მო­ხა­ტა­ვენ. გა­სულ სე­მეს­ტრში ჩვენ სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში გა­ვუშ­ვით პრო­ექ­ტი „online envoy“, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოხ­მა­ურ­ება ჰქონ­და. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მსურ­ველ­თა რე­გის­ტრა­ცია სულ რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც გა­მოცხად­და და ამ­ის ფონ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ­თა რა­ოდ­ენ­ობა 300-ზე მე­ტია, რაც საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია. ეს ყო­ვე­ლი­ვე გვიქ­მნის სა­სი­ამ­ოვ­ნო გან­ცდას, რომ პრო­ექ­ტს პან­დე­მი­ამ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო და ის კვლავ აქ­ტუ­ალ­ურია ჩვენს სტუ­დენ­ტებ­ში. უკ­ვე მე­ორე წე­ლია, პრო­ექ­ტი „თსუ დეს­პა­ნი" სტუ­დენ­ტთა კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით „სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან“ ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნ­არ­ებ­ის ტრე­ნინ­გთან ერ­თად, დეს­პა­ნებს წვდო­მა ექ­ნე­ბათ კა­რი­ერ­ულ კურ­სზე, რო­მე­ლიც მო­იც­ავს CV-ის და სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის შედ­გე­ნას, გა­სა­უბ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვას და სხვ. ამ­ას გარ­და, აქ­ტი­ურ­ობ­ით გა­მორ­ჩე­ული დეს­პა­ნე­ბი ჩარ­თულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ჩვენს მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ სხვა პრო­ექ­ტებ­შიც. ტექ­ნი­კუ­რი კუთხით პრო­ექ­ტს დაბ­რკო­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა, რად­გან ის, რო­გორც გა­სულ წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით წა­რი­მარ­თე­ბა.

 

— რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი იგ­ეგ­მე­ბა პრო­ექ­ტის მეცხრე ნა­კა­დის მო­ნა­წი­ლე­ებ­ის­ათ­ვის?

 

— მეცხრე ნა­კა­დის მო­ნა­წი­ლე­ები გა­მორ­ჩე­ული სე­ზო­ნის დეს­პა­ნე­ბი გახ­დნენ. მათ არა­ორ­დი­ნა­რულ ვი­თა­რე­ბა­ში უწ­ევთ მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნა­ური ეს პირ­ველ­სე­მეს­ტრე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის იქ­ნე­ბა, რომ­ლებ­საც ჯერ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან შე­ხე­ბა მხო­ლოდ ვირ­ტუ­ალ­ურ­ად აქ­ვთ. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ეს სტუ­დენ­ტე­ბი მე­ტად და­ვა­ახ­ლო­ოთ იმ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან მა­ლე მო­უწ­ევთ ად­აპ­ტა­ცია. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ მათ მე­ტი სა­ჭი­რო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ და გარ­და ტრე­ნინ­გე­ბი­სა თა­ვი­სუ­ფალ შეხ­ვედ­რებ­საც გა­ვუ­კე­თოთ ორ­გა­ნი­ზე­ბა.

 

რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, ტრე­ნინ­გე­ბის და კურ­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­მა მათ­თვის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ის­ინი პრო­ექ­ტის­გან მი­იღ­ებ­ენ იმ სა­ჭი­რო და აუც­ილ­ებ­ელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რჩე­ვებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს. სა­სი­ამ­ოვ­ნოა მა­თი აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბა და, ამ­ის სა­პა­სუ­ხოდ, ჩვე­ნი გუნ­დი მაქ­სი­მუმს გა­იღ­ებს თი­თოეული დეს­პა­ნი­სათ­ვის.

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

თარიღი: 23/12/2020