საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამა ,,ლოგოსი" თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

თა­მარ და­დი­ანი

 

თსუ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის პროგ­რა­მა „ლო­გო­სი" მო­ნა­წი­ლე­ობ­ას მი­იღ­ებს თბი­ლი­სის წიგ­ნის 24-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ას­ოცი­აცია.

 

„ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ში მი­სი და­არ­სე­ბის დღი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. ფარ­თო აუდ­იტ­ორი­ას ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას — თუ რა კეთ­დე­ბა წლი­დან წლამ­დე ჩვენს გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში.

 

სა­ერ­თოდ, ინ­სტი­ტუ­ტის აკ­ად­ემი­ური სექ­ტო­რი წა­მოდ­გე­ნი­ლია სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით: კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გია, ბი­ზან­ტი­ური ფი­ლო­ლო­გია და ახ­ალი ბერ­ძნუ­ლი ფი­ლო­ლო­გია. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვიქ­ნე­ბით ფარ­თო თე­მა­ტი­კით: სა­მეც­ნი­ერო-პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ნაშ­რო­მე­ბი, თარ­გმა­ნე­ბი ახ­ალ­ბერ­ძნუ­ლი, ძველ­ბერ­ძნუ­ლი და ლა­თი­ნუ­რი ენ­ებ­იდ­ან, ენ­ციკ­ლო­პე­დია, ლექ­სი­კო­ნე­ბი და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები.

 

იმ­ედი მაქ­ვს, ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მკითხვე­ლი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნს აღ­მო­აჩ­ენს ჩვენ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ გა­მო­ცე­მებ­ში“, — აღ­ნიშ­ნა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ლო­გო­სის“ მთა­ვარ­მა სპე­ცი­ალ­ის­ტმა გო­ჩა კევ­ლიშ­ვილ­მა.

ფეს­ტი­ვა­ლი ოფ­იცი­ალ­ურ­ად 26 მა­ისს 12:00-ზე გა­იხ­სნე­ბა.

 

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რია ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია. ფეს­ტი­ვა­ლის მე­გო­ბა­რია თი ბი სი. ფეს­ტი­ვალს მხარს უჭ­ერს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა — ვე­ლი.

თარიღი: 23/05/2022