საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოსტდოქტორანტურა და ფინანსური ჯილდო სამეცნიერო სტატიებისთვის - თსუ-ში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა სა­მი ახ­ალი რე­გუ­ლა­ცია აამ­ოქ­მე­და: ძა­ლა­ში შე­ვი­და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი­სა და დოქ­ტო­რან­ტთა კვლე­ვე­ბის ხელ­შეწყო­ბის ორი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო წე­სი და დამ­ტკიც­და პოს­დოქ­ტო­რან­ტუ­რის (პოს­ტდოქ­ტო­რან­ტად და­საქ­მე­ბის) ახ­ალი დე­ბუ­ლე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე წლი­დან, აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს, რო­მელ­მაც სა­მეც­ნი­ერო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა SCOPUS ან Web of Science ბიბ­ლი­ომ­ეტ­რი­ულ ბა­ზებ­ში ინ­დექ­სი­რე­ბულ ჟურ­ნა­ლებ­ში (რომ­ლის CiteScore მე­ტია ან ტო­ლია 1-ის, ხო­ლო Impact factor მე­ტია ან ტო­ლია 0,5-ის), ფი­ნან­სუ­რი ჯილ­დო — 2500 ლა­რი გა­და­ეც­ემა. ან­ალ­ოგი­ური მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მქო­ნე ჟურ­ნა­ლებ­ში სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის დოქ­ტო­რან­ტე­ბი 1000 ლარს მი­იღ­ებ­ენ.

 

რაც შე­ეხ­ება პოს­დოქ­ტო­რან­ტუ­რას, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თი­თოეულ ფა­კულ­ტეტ­ზე 2 კვო­ტა გა­მო­იყო. პოს­ტდოქ­ტო­რან­ტის შერ­ჩე­ვა კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე ფა­კულ­ტე­ტე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 12-დან 24 თვემ­დე ვა­დით ფორ­მდე­ბა. ყო­ველ­თვი­ური ან­აზღა­ურ­ება 800 ლარს შე­ად­გენს. ახ­ალი რე­გუ­ლა­ცი­ები მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­იდ­ან ამ­ოქ­მედ­და.

 

რა პი­რო­ბებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რი იმ­ის­ათ­ვის, რომ თსუ-ის პოს­დო­ქო­რან­ტუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლოს კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობა? რა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს აკ­ად­ემი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა და დოქ­ტო­რან­ტებ­მა წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად გა­ნაცხა­დის წარ­დგე­ნი­სას და კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი? — ამ კითხვებ­ზე თსუ-ის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღვე­დაშ­ვი­ლი გვპა­სუ­ხობს.

 

რა შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა სურს თსუ-ს ახ­ალი რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის ამ­ოქ­მე­დე­ბით?

 

ყო­ველ წელს თსუ-ის სა­ხე­ლით სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­ში 600-მდე სა­მეც­ნი­ერო სტა­ტია ქვეყ­ნდე­ბა, რაც კარ­გია, თუმ­ცა არ­ას­აკ­მა­რი­სი. ჩვენ გვინ­და ეს რიცხვი 1000-1500-მდე გავ­ზარ­დოთ. ამ­ის­ათ­ვის აუც­ილ­ებ­ელია ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა რო­გორც სას­წავ­ლო, ას­ევე კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ზა­ნია აკ­ად­ემი­ური/სა­მეც­ნი­ერო პერ­სო­ნა­ლის­თვის ის­ეთი რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც, ერ­თის მხრივ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის წარ­მო­ებ­ის მოთხოვ­ნებს, მე­ორ­ეს მხრივ კი, შემ­ხვედრ, წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ მე­ქა­ნიზ­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­დე­საც აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე მეტს ას­რუ­ლებს, მი­სი და­ჯილ­დო­ვე­ბა ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლია. ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში ვგუ­ლის­ხმობ ე.წ. მი­ნი­მა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ერო სტან­დარ­ტით გა­წე­რილ მოთხოვ­ნებს.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ფე­სორ­მა სწო­რად და­გეგ­მოს თა­ვი­სი აკ­ად­ემი­ური წე­ლი და იც­ოდ­ეს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ერ­თი სტა­ტია აქ­ვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ ჟურ­ნალ­ში და ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად გა­ნაცხადს წარ­მო­ად­გენს, მა­შინ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტს ვე­ღარ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ დღეს სტან­დარ­ტში გა­წე­რი­ლი მოთხოვ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე წლის წინ და ჩვენ, რა თქმა უნ­და, დრო­ისა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ამ მოთხოვ­ნებს შევ­ცვლით.

 

რა არ­ის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დოქ­ტო­რან­ტე­ბის და­ჯილ­დო­ებ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით

 

დოქ­ტო­რან­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის­ედ­აც არ­სე­ბობს მოთხოვ­ნა — დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის აუც­ილ­ებ­ელი წი­ნა­პი­რო­ბაა ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა SCOPUS — ში ინ­დექ­სი­რე­ბულ ჟურ­ნალ­ში/სა­კონ­ფე­რენ­ციო მა­სა­ლებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს სა­მეც­ნი­ერო სტა­ტია მათ შე­უძ­ლი­ათ ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად წარ­მო­ად­გი­ნონ, თუმ­ცა შეზღუდ­ვა ვრცელ­დე­ბა აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალ­ზე. თუ ის ამ­ავე სტა­ტი­ის თა­ნა­ავ­ტო­რია, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ჯილ­დოს მო­სა­პო­ვებ­ლად იგ­ივე სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ას ვერ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა შე­უძ­ლია მი­ნი­მა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ერო სტან­დარ­ტის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით გა­მო­იყ­ენ­ოს.

 

რაც შე­ეხ­ება და­საქ­მე­ბას, 2 პოს­ტდოქ­ტო­რან­ტის და­ფი­ნან­სე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უჯ­ეტ­იდ­ან. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფა­კულ­ტეტს ან და­მო­უკ­იდ­ებ­ელ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ერ­თე­ულს სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ბი­უჯ­ეტ­ის ფარ­გლებ­ში პოს­დოქ­ტო­რან­ტე­ბის მი­სა­ღე­ბი კვო­ტა გა­ზარ­დონ.

 

თუ თსუ-ის ფა­კულ­ტე­ტებს გა­დავ­ხე­დავთ, ნამ­დვი­ლად ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, თუნ­დაც ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე არა­ერ­თი დე­პარ­ტა­მენ­ტია. ამ­ავე დროს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თი­თოეული სა­მეც­ნი­ერო დარ­გი, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კა ძა­ლი­ან ბევრ საკ­ვლევ სა­კითხს მო­იც­ავს, ამ­იტ­ომ პოს­ტდოქ­ტო­რან­ტუ­რის კონ­კურ­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას პრი­ორ­იტ­ეტი მი­ენ­იჭ­ება წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბის ხა­რის­ხს. კრი­ტე­რი­უმ­ებს თი­თოეული ფა­კულ­ტე­ტი სა­კუ­თა­რი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იმ­უშ­ავ­ებს.

 

შე­საძ­ლოა ვინ­მემ მა­ინც თქვას, რომ თი­თოეულ ფა­კულ­ტეტ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი 2 ად­გი­ლი ცო­ტაა, თუმ­ცა თვით პოს­ტდოქ­ტო­რან­ტუ­რის კარ­გად ამ­ოქ­მე­დე­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შემ­დგომ უნ­და ვიზ­რუ­ნოთ ბი­უჯ­ეტ­ის გაზ­რდა­ზეც. მხო­ლოდ რა­ოდ­ენ­ობ­ას ნუ შევ­ხე­დავთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხი, რად­გან რო­გორც მეც­ნი­ერ­ები, ას­ევე ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბიც გან­სხვავ­დე­ბი­ან კვლე­ვი­თი პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­ით, შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სი სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ვცემს მო­ვი­ზი­დოთ სა­უკ­ეთ­ესო დოქ­ტო­რე­ბი. მთა­ვა­რია, რომ პრო­ცე­სი ჩა­ტარ­დეს ობი­ექ­ტუ­რად და ურ­თი­ერ­თხელ­საყ­რე­ლი იყ­ოს რო­გორც სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­ულ­ის­თვის, ის­ევე პოს­ტდოქ­ტო­რან­ტის­თვის.

 

პოს­ტდოქ­ტო­რან­ტუ­რის ამ­ოქ­მე­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბაა რო­გორც ფა­კულ­ტე­ტის­თვის, ას­ევე ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბის­თვის — ერ­თის მხრივ, ფა­კულ­ტე­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ახ­ალ­გაზ­რდა, ძლი­ერი მეც­ნი­ერ­ის მო­ზიდ­ვით, მე­ორ­ეს მხრივ, პოს­ტდოქ­ტო­რან­ტუ­რის კან­დი­დატს ახ­ალი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქ­ვს ხა­რის­ხი, არ­სად არ უკ­ავია აკ­ად­ემი­ური თა­ნამ­დე­ბო­ბა და სჭირ­დე­ბა პლატ­ფორ­მა, სა­დაც თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ალ­იზ­ებ­ას მო­ახ­დენს, გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს კვლე­ვას და სა­მო­მა­ვა­ლოდ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა — სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლოს.

 

და კი­დევ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ უკ­ვე და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი პოს­დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში და­საქ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ვერ გახ­დე­ბა. დოქ­ტო­რან­ტს შე­უძ­ლია მო­მიჯ­ნა­ვე სა­კითხში მო­ამ­ზა­დოს პრო­ექ­ტი და ის წარ­მო­ად­გი­ნოს კონ­კურ­სზე.

 

რო­დის გა­მოცხად­დე­ბა პოს­ტდოქ­ტო­რან­ტუ­რის კონ­კურ­სე­ბი?

 

კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ფა­კულ­ტეტ­ზე — ეს არ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არა — ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სა­კონ­კურ­სო პრო­ექ­ტე­ბის ხა­რის­ხი და­ეც­ეს. თუმ­ცა, პრო­ცე­სი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­იწყე­ბა.

 

აქ­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ პოს­ტდოქ­ტო­რან­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­დე­გე­ბი სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ის სა­ხით SCOPUS ან Web of Science ბიბ­ლი­ომ­ეტ­რი­ულ ბა­ზებ­ში ინ­დექ­სი­რე­ბულ ჟურ­ნალ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნოს.

 

* * *

თსუ-ის პოს­ტდოქ­ტო­რან­ტუ­რის დე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „პოს­ტდოქ­ტო­რან­ტის მი­ერ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ადი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიღ­წე­ულ სა­მეც­ნი­ერო პრო­დუქ­ტზე ქო­ნებ­რი­ვი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის თა­ნა­მე­სა­კუთ­რეს, ავ­ტორ­თან ერ­თად, წარ­მო­ად­გენს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“ და „პა­ტენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლო­ბა გა­ნი­საზღვრე­ბა შემ­დეგ­ნა­ირ­ად: 50% -უნ­ივ­ერ­სი­ტეტს და 50% — პოს­ტდოქ­ტო­რან­ტს, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მხო­ლოდ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ“. აღ­ნიშ­ნულ­მა მუხ­ლმა ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რებ­ში შე­საძ­ლოა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ობა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ სა­კითხს ასე ეხ­მი­ან­ება გი­ორ­გი ღვე­დაშ­ვი­ლი: „გან­სა­კუთ­რე­ბით ად­რე ხდე­ბო­და, თუმ­ცა ახ­ლაც არ­ის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თსუ-ის პერ­სო­ნა­ლი საქ­პა­ტენ­ტში წა­რად­გენ­დნენ გა­მო­გო­ნე­ბას, რო­გორც მხო­ლოდ მათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ სა­კუთ­რე­ბას. თუმ­ცა ეს არ არ­ის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო აზ­როვ­ნე­ბა, რო­დე­საც კვლე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე, ცხა­დია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი პა­ტენ­ტის თა­ნა­მე­სა­კუთ­რეა. ეს კეთ­დე­ბა თსუ-ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის, გაძ­ლი­ერ­ებ­ის­თვის, რო­მე­ლიც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად სა­ჭი­რო­ებს მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­ნახ­ლე­ბას, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის­თვის სა­თა­ნა­დო სას­წავ­ლო-კვლე­ვი­თი გა­რე­მოს შექ­მნას და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს იმ­ას კი არ ნიშ­ნავს, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მკვლე­ვარს რა­მეს არ­თმევს, ეს ნიშ­ნავს, რომ ის თა­ვად არ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ნა­წი­ლი და ამ­ის გაც­ნო­ბი­ერ­ება მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“.

თარიღი: 31/10/2021