საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოსტ-პანდემიური საზოგადოების კონტურები პროფესორის თვალით

თა­მარ და­დი­ანი

 

„პოს­ტპან­დე­მი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის მმარ­თვე­ლო­ბა­ში ნი­ჭი­ერი ად­ამი­ან­ები მოვ­ლენ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­აში თან­და­თან მოხ­დეს მას­შტა­ბუ­რი ტრან­სფორ­მა­ცია. წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა დიქ­ტა­ტუ­რა და ტო­ტა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბი. ად­ამი­ან­ებ­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი და მას­ზე ზრუნ­ვა. წინ წა­მო­იწ­ევს ეკ­ოლ­ოგი­ური სა­კითხე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის გა­ნათ­ლე­ბა. წი­ნა პლან­ზე წა­მო­იწ­ევს თე­ორი­ული ცოდ­ნის, რო­გორც სი­ახ­ლის და­ნერ­გვი­სა და პო­ლი­ტი­კის ფორ­მუ­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ვლის წამ­ყვა­ნი რო­ლი. სა­ზო­გა­დო­ებ­ას მარ­თავს მე­რი­ტოკ­რა­ტია. მე­რი­ტოკ­რა­ტია გუ­ლის­ხმობს სა­ზო­გა­დო­ებ­ის მარ­თვას ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ­ებ­ის მი­ერ“, — ასე გა­მოკ­ვე­თა პოსტ-პან­დე­მი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის კონ­ტუ­რე­ბი თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვილ­მა მო­რიგ საზღვარ­გა­რე­თულ პუბ­ლი­კა­ცი­აში „The Contours of a post-pandemic Society"„ (პოსტ-პან­დე­მი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის კონ­ტუ­რე­ბი), რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ ჟურ­ნალ­ში „THE SEPIKE“ (Journal L’ Associacion 1901 „SEPIKE“, Ausgabe 30, Poitiers (France), Frankfurt (Germany), Los Angeles (USA), ევ­რო­პე­ლი და ამ­ერ­იკ­ელი ექ­სპერ­ტე­ბის და­დე­ბი­თი დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

 

ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი 2016 წლი­დან არ­ჩე­ულია ევ­რო-ამ­ერ­იკ­ული ას­ოცი­აცია SEPIKE 1901-ის წევ­რად. ამ­ავე წელს პრო­ფე­სორ­მა ჟურ­ნალ­ში „THE SEPIKE“ პირ­ვე­ლი სტა­ტია „Liberalism or Regulation“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ­ავე ჟურ­ნალ­ში მან კი­დევ რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცია და­ბეჭ­და, რო­მელ­მაც უცხო­ელი კო­ლე­გე­ბის დი­დი ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა.

 

გვე­სა­უბ­რე­ბა ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი

 

„მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ ლურ­ჯი დე­და­მი­წა ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­აყ­ენა. კო­რო­ნა­ვი­რუს­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ მის წი­ნა­შე ყვე­ლა ერ­თია. მან არ იც­ის მდი­და­რი და ღა­რი­ბი, სუს­ტი და ძალ­გუ­ლო­ვა­ნი. მსოფ­ლი­ოში ყა­ლიბ­დე­ბა აზ­რი, რომ შე­იქ­მნას ახ­ალი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ერთ სივ­რცე­ში და­აყ­ენ­ებს და იქ­ნე­ბა ჰუ­მა­ნუ­რი.

 

პან­დე­მი­აზე სა­უბ­რი­სას რო­მის პაპ­მა ფრან­სის­კო პირ­ველ­მა აღ­ნიშ­ნა: „ეს ის მო­მენ­ტია, რო­ცა ღა­რი­ბე­ბი უნ­და და­ვი­ნა­ხოთ. ვინც ღა­რი­ბებს მუ­დამ და­ეხ­მა­რე­ბა, ის მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა. ის­ინი ჩვე­ნი რე­ალ­ობ­ის ნა­წი­ლი არი­ან და ამ­ას ვერ უარ­ვყოფთ. მაგ­რამ ღა­რი­ბი იმ­ალ­ება, რად­გან სი­ღა­რი­ბე მკაც­რია... ღა­რიბ­თა „და­ნახ­ვა" ნიშ­ნავს, რომ მა­თი ად­ამი­ან­ური ცხოვ­რე­ბა აღ­ად­გი­ნო. ის­ინი ნივ­თე­ბი არ არი­ან, ის­ინი ად­ამი­ან­ები არი­ან... არ შე­იძ­ლე­ბა მარ­ტო ნა­წი­ლობ­რი­ვი კე­თილ­დღე­ობ­ის პო­ლი­ტი­კა გვქონ­დეს“. პა­პი აცხა­დებს, რომ: „ჩვენ უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ერ­ოთ უფ­რო დი­დი ვი­რუ­სი — სო­ცი­ალ­ური უს­ამ­არ­თლო­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უთ­ან­ას­წო­რო­ბა, მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია და ყვე­ლა­ზე სუს­ტე­ბის დაც­ვის ნაკ­ლე­ბო­ბა“. გა­ერ­თი­ან­ებ­ული ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­შის თქმით, „მსოფ­ლი­ოს 7.8 მი­ლი­არ­დი მო­სახ­ლე­ობ­ის გა­მო­საკ­ვე­ბად საკ­მა­რის­ზე მე­ტი საკ­ვე­ბი არ­სე­ბობს. ამ დროს 820 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ად­ამი­ანი შიმ­ში­ლობს. პრობ­ლე­მა შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მის არ­ას­ათ­ან­ად­ოდ მუ­შა­ობაა“. აშშ-ს 46-ე პრე­ზი­დენ­ტის ჯო­ზეფ ბა­იდ­ენ­ის სა­ინა­უგ­ურ­აციო სიტყვი­დან კო­მენ­ტა­ტო­რებ­მა ის აზ­რი გა­მო­იტ­ან­ეს, რომ მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბა "ქვეყ­ნის სა­შუ­ალო ფე­ნა­ზე"; ამ­ერ­იკ­ელ­თა ოჯ­ახ­ებ­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლი ზრუნ­ვა და არა მხო­ლოდ კრი­ზი­სის დროს. სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ორ­ემ აღ­ნიშ­ნა: „ერ­თი მხრივ, და­ცუ­ლი უნ­და იყ­ოს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბი, ამ­ას­თან უნ­და მოხ­დეს ტრა­დი­ცი­ული ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, სუ­ლი­ერ-კულ­ტუ­რუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური პო­ტენ­ცი­ალ­ის გან­ვი­თა­რე­ბა“. ყვე­ლა ამ აქ­ცენ­ტს ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ,“ — აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვილ­მა.

 

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ის მი­ერ და­ნა­ხუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფო­ები ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­აყ­ენა, ახ­ალი პრი­ორ­იტ­ეტ­ები და სტრა­ტე­გი­ები გან­საზღვრა.

 

„პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა თვი­თუზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ჭი­რო­ება და­ინ­ახ­ეს და სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ობა წამ­გე­ბი­ანი გახ­და. ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პირ­ვე­ლი რი­გის ამ­ოც­ან­ად იქ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ებ­ის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის აღ­ორ­ძი­ნე­ბა.

 

სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და შეძ­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად წარ­მარ­თოს თა­ვი­სი სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ იყ­ოს სხვის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სიძ­ლი­ერ­ეზე. მას უნ­და ჰქონ­დეს თა­ვი­სი წარ­მო­ება. ამ­ით სა­ხელ­მწი­ფო უნ­და გახ­დეს ეკ­ონ­ომ­იკ­ის სუ­ბი­ექ­ტი.

 

მსოფ­ლი­ოში პირ­ვე­ლი ჰარ­ვარ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე გრე­გო­რი მენ­ქიუ მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ ფაქ­ტო­რად მო­სახ­ლე­ობ­ის რა­ოდ­ენ­ობ­ას მი­იჩ­ნევს. ბევ­რი ად­ამი­ანი ნიშ­ნავს ბევრ მეც­ნი­ერს, ინ­ჟი­ნერს და ბევრ მუ­შა­ხელს. მა­თი სა­თა­ნა­დოდ ამ­ოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჭარ­ბწარ­მო­ებ­ის მიღ­წე­ვაც კი შე­იძ­ლე­ბა.

 

ნამ­დვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ არ­ის, სა­დაც არ არ­ის უმ­უშ­ევ­რო­ბა და საკ­ვე­ბის და­კარ­გვის ში­შით არ კან­კა­ლებს ად­ამი­ანი. თა­ნა­მედ­რო­ვე ამ­ერ­იკ­ელი ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი კემ­პბელ რ. მაკ­კო­ნე­ლი და სტენ­ლი ლ. ბრიუ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­მუ­შა­ოს და­კარ­გვის სტრე­სი შე­იძ­ლე­ბა შე­ედ­არ­ოს ოჯ­ახ­ის წევ­რის და­პა­ტიმ­რე­ბით ან გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სტრესს.

 

დე­და­მი­წის სა­ერ­თო შე­მო­სავ­ლის და­ახ­ლო­ებ­ით 97% მი­ლი­არ­დე­რე­ბის ხელ­შია (Facebook).

 

თ. მალ­თუს­სა და მის მიმ­დევ­რებს დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ობა ებ­ევ­რე­ბათ და იმ­უქ­რე­ბი­ან უფ­რო უარ­ესი ვი­რუ­სე­ბი გავ­რცელ­დე­ბაო. არ­ავ­ის არ აქ­ვს უფ­ლე­ბა პე­სი­მიზ­მში ჩა­აგ­დოს სა­ზო­გა­დო­ება“, — აღ­ნიშ­ნავს პრო­ფე­სო­რი ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი.

 

ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი თა­ვის პუბ­ლი­კა­ცი­აში ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბა მალ­თუ­სის მო­საზ­რე­ბას, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ობ­ის ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რავ წი­ნას­წარ­მეტყვე­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა: „მალ­თუ­სი ფიქ­რობ­და, რომ მო­სახ­ლე­ობ­ის მუდ­მი­ვი ზრდა შე­ას­უს­ტებ­და სა­ზო­გა­დო­ებ­ის უნ­არს — შე­ენ­ახა სა­კუ­თა­რი თა­ვი, რის გა­მოც კა­ცობ­რი­ობა სა­მუ­და­მო სი­ღა­ტა­კის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი. მალ­თუ­სის თა­ნახ­მად, „კა­ცობ­რი­ობ­ის ზრდა მწუ­ხა­რე­ბი­თა და ტან­ჯვით დას­რულ­დე­ბო­და. ხე­ლი­სუ­ფალ­თა და ქველ­მოქ­მედ­თა ყვე­ლა მცდე­ლო­ბა სი­ღა­რი­ბის და­საძ­ლე­ვად უშ­ედ­ეგო იქ­ნე­ბო­და, რად­გან ღა­რი­ბე­ბი კი­დევ უფ­რო მეტ შვილს გა­აჩ­ენ­დნენ, რაც უფ­რო დიდ ტვირ­თად და­აწ­ვე­ბო­და ის­ედ­აც გა­დატ­ვირ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას“. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, მალ­თუ­სის წი­ნას­წარ­მეტყვე­ლე­ბა რე­ალ­ობ­ის­გან შორს აღ­მოჩ­ნდა. „მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ბო­ლო ორ­ასი წლის მან­ძილ­ზე კა­ცობ­რი­ობა 6-ჯერ გა­იზ­არ­და, მსოფ­ლი­ოში ცხოვ­რე­ბის დო­ნე ბევ­რად მა­ღა­ლია. ეკ­ონ­ომ­იკ­ის ზრდის გა­მო ქრო­ნი­კუ­ლი სი­ღა­რი­ბე გა­ცი­ლე­ბით იშ­ვი­ათია, ვიდ­რე მალ­თუ­სის დროს იყო. დრო­დად­რო შიმ­ში­ლო­ბას აქ­ვს ად­გი­ლი, მაგ­რამ ეს უფ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ან შე­მო­სავ­ლის არ­ათ­ან­აბ­არი გა­და­ნა­წი­ლე­ბის ბრა­ლია, ვიდ­რე არ­ას­აკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბის წარ­მო­ებ­ისა“, — აცხდა­ებს პრო­ფე­სო­რი ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის პუბ­ლი­კა­ცი­აში გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ერ­ებ­ის დი­დი როლ­ზე სა­უბ­რობს პან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში.

 

„გა­ნათ­ლე­ბამ ად­ამი­ან­ებს უნ­და ას­წავ­ლოს გამ­ძლე­ობა, ად­აპ­ტი­რე­ბა. ეს უნ­არ­ები საკ­ვან­ძო გახ­დე­ბა პოს­ტპან­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­აში. „კრი­ზი­სის გა­რე­შე გა­მოწ­ვე­ვა არ არ­სე­ბობს. სწო­რედ კრი­ზის­ში შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ჩვე­ნი თა­ვი. მთა­ვა­რია სა­ღად აზ­როვ­ნე­ბა და მონ­დო­მე­ბა. პლა­ტო­ნი ამ­ბობს: „ყვე­ლა ად­ამი­ან­ში არ­ის მზე, იღ­ონდ მი­ეცი სა­შუ­ალ­ება — ან­ათ­ოსო". ეს უნ­და მოხ­დეს მა­ღა­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რა­მე­თუ გა­ნათ­ლე­ბულ­თა ენ­ერ­გე­ტი­კაა ჰუ­მა­ნიზ­მი. ოც­ნე­ბით ქვე­ყა­ნა არ აშ­ენ­დე­ბა — გო­ნი უნ­და“, — აღ­ნიშ­ნავს ეკ­ონ­ომ­იკ­ის დოქ­ტო­რი ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მთა­ვა­რი მა­ინც ად­ამი­ანია, თი­თოეული მო­ქა­ლა­ქე! აკი აცხა­დებს კი­დეც: „პოს­ტმან­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­აში ყვე­ლას უნ­და ჰქონ­დეს თა­ვი­სი სივ­რცე — მდი­დარ­საც და ღა­რიბ­საც. ბო­ლო პლუ­რა­ლიზ­მია. ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის სი­კე­თე­ები თი­თოეულ მო­ქა­ლა­ქეს უნ­და შე­ეხ­ოს და არა ერ­თე­ულ­ებს“.

 

თარიღი: 30/09/2021