საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლიტოლოგი, რომელიც კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაზე მუშაობს

თა­მარ და­დი­ანი

 

პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ება იმ­იტ­ომ აირ­ჩია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­ის შეს­წავ­ლა აინ­ტე­რე­სებ­და. პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე დი­დი რო­ლი ოჯ­ახ­მა იქ­ონია, ყო­ველ­თვის ქონ­და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა, რა­მაც მო­მა­ვალ­ში არა­ერ­თხელ გა­უწია დი­დი სამ­სა­ხუ­რი. ჩვენ ვსა­უბ­რობთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სორ­ზე, ქალ­ბა­ტონ თა­მარ ქა­რაიაზე, რო­მელ­თან დი­ალ­ოგ­მაც გვაჩ­ვე­ნა — ერ­თმა­ნე­თი­სა­გან რო­გორ უნ­და გა­ნას­ხვა­ვო პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა და პო­ლი­ტი­კის შეს­წავ­ლა?

 

გვე­სა­უბ­რე­ბა ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი თა­მარ ქა­რაია

 

— რო­დის გა­დაწყვი­ტეთ საქ­მი­ან­ობა სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ სა­ზო­გა­დო­ებ­აში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შეს­წავ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, რო­მელ­მაც პრო­ფე­სი­ული არ­ჩე­ვა­ნი გა­გა­კე­თე­ბი­ნათ — დღეს თქვენ პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი ბრძან­დე­ბით. მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად გა­იგ­ონ­ებთ სიტყვებს: „პო­ლი­ტი­კა ბინ­ძუ­რი საქ­მეა“, „პო­ლი­ტი­კა ქა­ლის საქ­მე არ არ­ის“ და ა.შ., თქვენ ას­ეთ მსჯე­ლო­ბას საქ­მით და­უპ­ირ­ის­პირ­დით. გვი­პა­სუ­ხეთ მთა­ვარ კითხვა­ზე — რა­ტომ?

 

— მა­გის­ტრა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი — სწავ­ლა პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­დოქ­ტო­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ამ­ას ორი მი­ზე­ზი ჰქონ­და: პირ­ვე­ლი — უფ­რო ღრმად მეკ­ვლია ის, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და, ამ­ავე დროს, მომ­ცე­მო­და სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ას­ევე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბად წარ­მო­მედ­გი­ნა. მო­დით, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­ვას­ხვა­ვოთ პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა და პო­ლი­ტი­კის შეს­წავ­ლა. ქა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არი­ან, თუმ­ცა უფ­რო მე­ტად შემ­სრუ­ლე­ბელ პო­ზი­ცი­ებ­ზე, ნაკ­ლე­ბად გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ­ლე­ბად, ამ­ას ბევ­რი მი­ზე­ზი აქ­ვს და მა­თი დი­დი ნა­წი­ლის დაძ­ლე­ვა გა­ნათ­ლე­ბით არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ­იტ­ომ­აცაა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა.

 

რაც შე­ეხ­ება პო­ლი­ტი­კის შეს­წავ­ლას, ჩვე­ნი პროგ­რა­მა გო­გო­ნა­თა სიმ­ცი­რეს არ გა­ნიც­დის, მაგ­რამ ეს ზღვა­ში წვე­თია. ზო­გა­დად, ქალ­თა გაძ­ლი­ერ­ება მი­მაჩ­ნია ქვეყ­ნის უმ­თავ­რეს გა­მოწ­ვე­ვად, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ში მა­თი გა­ნათ­ლე­ბით და უნ­არ­ებ­ით აღ­ჭურ­ვა დგას. გა­ნათ­ლე­ბა და რე­ალ­იზ­აცია მის­ცემს ქა­ლებს სა­შუ­ალ­ებს წინ აღ­უდ­გნენ ნე­ბის­მი­ერ ჩაგ­ვრას ან ძა­ლა­დო­ბას, და­იც­ვან შვი­ლე­ბი რო­გორც ძა­ლა­დო­ბის­გან, ას­ევე აღ­ზარ­დონ ჯან­სა­ღი მო­მა­ვა­ლი თა­ობა.

 

— პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ერ­ება არ­ის დის­ციპ­ლი­ნა, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის და აან­ალ­იზ­ებს პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს, ხო­ლო მი­სი მკვლევ­რე­ბი სა­ყუ­რადღე­ბო ცოდ­ნას ქმნი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. თქვე­ნი აზ­რით, რა მოგ­ცათ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მეც­ნი­ერ­ულ­ად შეს­წავ­ლამ და მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­აზ­რე­ბამ?

 

— პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ება არ არ­ის სპე­ცი­ალ­ობა, ის ე.წ. „ქოლ­გა“ მეც­ნი­ერ­ებაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ ას­პექ­ტს მო­იც­ავს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი პრინ­ცი­პე­ბის ცოდ­ნა სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს ვი­ცო­დეთ — რა არ­ის სწო­რი ან არ­ას­წო­რი, კარ­გი ან ცუ­დი და ჩვე­ნი ქცე­ვა ამ­ის შე­სა­ბა­მი­სად დავ­გეგ­მოთ.

 

— რა რო­ლი უკ­ავია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და სტუ­დენ­ტებს?

 

— უდ­იდ­ესი რო­ლი! უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა და სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. ყვე­ლა ჩე­მი საქ­მი­ან­ობ­ის სფე­რო სწო­რედ სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ეხ­ება. სწავ­ლე­ბა — ეს არ­ის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­ის პრო­ცე­სი, რომ­ლის დრო­საც ორ­ივე მხა­რე ხდე­ბა უფ­რო გა­მოც­დი­ლი, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ ტრე­ნინ­გზე სტუ­დენ­ტებს მო­ვუ­ყე­ვი სტუ­დენ­ტთა ერ­თი ჯგუ­ფის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩე­მი სა­ლექ­ციო კურ­სის — „დე­მოკ­რა­ტია და მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის“ ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ეს. ას­ევე კურ­სის ფარ­გლებ­ში მო­ვამ­ზა­დეთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს აუდიო ვერ­სია უს­ინ­ათ­ლო­თათ­ვის, რო­მე­ლიც ბრა­ილ­ის შრიფ­ტის წი­ნა­სიტყა­ობ­ითა და შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით აუდიო წიგ­ნად გა­მო­იცა. მი­ვი­ღეთ ფონდ „ღია სა­ზო­გა­დო­ებ­ის“ და­ფი­ნან­სე­ბაც — და­ახ­ლო­ებ­ით 19 000 $, რო­მე­ლიც მთლი­ან­ად უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლო­თე­კის უს­ინ­ათ­ლო სტუ­დენ­ტთათ­ვის ად­აპ­ტი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნას მოხ­მარ­და. ეს მოხ­და 2012-2014 წლებ­ში, მე მა­შინ დამ­წყე­ბი ლექ­ტო­რი ვი­ყა­ვი და ამ სტუ­დენ­ტებს რო­ცა ვუ­ყუ­რებ­დი, მივ­ხვდი, რომ არ იყო საკ­მა­რი­სი მხო­ლოდ აუდ­იტ­ორი­აში სწავ­ლე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მათ­თვის მთე­ლი რი­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა ვე­ლის შექ­მნა, სა­დაც ის­ინი გა­ნი­ვი­თა­რებ­დნენ რო­გორც პრაქ­ტი­კულ უნ­არ­ებს, ას­ევე თა­ვად იქ­ნე­ბოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ებ­აში ცვლი­ლე­ბა­თა მომ­ტან­ნი. სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი არ­ის დი­დი მო­ტი­ვა­ტო­რი, რა­თა გან­ვი­თარ­დე, მო­ემ­ზა­დო, იკ­ვლიო.

 

— რამ­დე­ნად დი­დია დღეს ახ­ალ­გაზ­რდებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბა და რა პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ას­ეთ არ­ჩე­ვანს?

 

— და­ინ­ტე­რე­სე­ბა ნამ­დვი­ლად დი­დია. ფა­კულ­ტეტ­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე არ­ჩე­ვად სპე­ცი­ალ­ობ­ას წარ­მო­ად­გენს. ამ­ას ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი არ­ჩე­ვა­ნის იმ ფარ­თო ველს, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ება აძ­ლევს ახ­ალ­გაზ­რდებს. მათ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ალ­ება აქ­ვთ. ეს დარ­გი მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა სიმ­წი­რეს ნამ­დვი­ლად არ გა­ნიც­დის.

 

— თქვე­ნი, რო­გორც მეც­ნი­ერ­ის, კვლე­ვის სა­გა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მეხ­სი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კაა. რო­გორ მი­დის მეხ­სი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს პო­ლი­ტი­კის დღის წეს­რი­გი მეხ­სი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბა­ზე?

 

— კო­ლექ­ტი­ური მეხ­სი­ერ­ებ­ის ფორ­მი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა ერ­ის ის­ტო­რი­აში, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენ­ნა­ირი ერ­ის­ათ­ვის, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა გან­ვლი­ლი გზის გა­აზ­რე­ბა. კო­ლექ­ტი­ური მეხ­სი­ერ­ება მიზ­ნის და­სახ­ვის სა­შუ­ალ­ებ­ას­აც წარ­მო­ად­გენს, ამ­ით ქვე­ყა­ნა იაზ­რებს — სად არ უნ­და დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ით უნ­და სვლა. ეს სა­კითხი „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შემ­დეგ ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და, თუმ­ცა მას ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი და არ­ათ­ან­მიმ­დევ­რუ­ლი სა­ხე ჰქონ­და. არ­ადა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ზო­გა­დო­ებ­ის ჩარ­თვა ამ პრო­ცეს­ში. სა­ზო­გა­დო­ებ­ამ უნ­და გა­იგ­ოს არა მხო­ლოდ ის, რაა ცუ­დი და რაა კარ­გი, არ­ამ­ედ თა­ვად უნ­და მი­ვი­დეს ამ დას­კვნამ­დე — თუ რა­ტომ არ­ის ეს კარ­გი ან ცუ­დი.

 

— სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ის ის­ტო­რია გაქ­ვთ, მეხ­სი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის გარ­და თქვე­ნი მეც­ნი­ერ­ული ნაშ­რო­მე­ბი­დან რო­მელს გა­მოჰ­ყოფ­დით?

 

— ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მუ­შა­ობა სო­ცი­ალ­ურ მოძ­რა­ობ­ებ­ზე, კერ­ძოდ ჰუ­დო­ნის ჰიდ­რო­ელ­ექ­ტრო­სად­გუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აქ­ტი­ვიზ­მის ან­ალ­იზი, რო­მე­ლიც მე­ოცე სა­უკ­უნ­ის 80-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცოცხლობს და პე­რი­ოდ­ულ­ად აქ­ტი­ურ­დე­ბა.

 

— სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად თქვენ ჩარ­თუ­ლი ბრძან­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის პრო­ცეს­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახ­ლა რა აქ­ტი­ვო­ბებ­სა და პრო­ექ­ტებს ახ­ორ­ცი­ელ­ებთ და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ერ­ებ­ისა და ჩარ­თუ­ლო­ბის დო­ნის გაზ­რდა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში?

 

— და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას სწო­რედ მო­ქა­ლა­ქე­თა ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს. თუ დე­მოკ­რა­ტი­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფორ­მი­რე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბა, მათ უნ­და იტ­ვირ­თონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ის­წავ­ლონ ის თა­მა­შის წე­სი, რა თა­მა­შის წე­სებ­საც ამ სის­ტე­მა­ში ცხოვ­რე­ბა მო­ითხოვს. ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია, მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ პროგ­რესს ვხე­დავთ. ამ ეტ­აპ­ზე ორ პრო­ექ­ტს ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ, ორ­ივე მიზ­ნად სტუ­დენ­ტე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბას და მა­თი პრაქ­ტი­კუ­ლი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ერ­თი „სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის სკო­ლაა“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ახ­ალ­გაზ­რდე­ბი თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, ზუგ­დიდ­სა და გორ­ში მცი­რე პრო­ექ­ტებს ახ­ორ­ცი­ელ­ებ­ენ, რა­თა გააუმჯობესონ თა­ვი­ანთ თემ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­აცია. ხო­ლო მე­ორე პრო­ექ­ტი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა კო­ლა­ბო­რა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ვის­თან ერ­თა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­აში არ­სე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ისა და ექ­სტრე­მიზ­მის პრე­ვენ­ცი­აზე მუ­შა­ობ­ენ თბი­ლის­ში, ში­და ქარ­თლში, აჭ­არ­ასა და გუ­რი­აში. ორ­ივე პრო­ექ­ტი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის­თვის არ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ის­წავ­ლონ რო­გო­რია აქ­ტი­ური მო­ქა­ლა­ქე­ობა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ობა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ზი­არ­ება და, რაც მთა­ვა­რია, თვი­თონ აკ­ეთ­ონ საქ­მე და და­ეხ­მა­რონ სა­ხელ­მწი­ფოს.

 

— და­ბო­ლოს, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, თქვე­ნი ნაშ­რო­მე­ბის სა­მეც­ნი­ერო თე­მა­ტი­კა მეხ­სი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კას, იდ­ენ­ტო­ბის ტრან­სფორ­მა­ცი­ას, სო­ცი­ალ­ურ მოძ­რა­ობ­ებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა. რა სი­ახ­ლე­ებს უნ­და ვე­ლო­დოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— ამ ეტ­აპ­ზე ჩემს კო­ლე­გას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბის ან­ალ­იზ­ზე, რაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სტა­ტი­ის სა­ხით უნ­და გა­მო­იც­ეს.

 

* * *

თა­მარ ქა­რაია 2009 წლი­დან ას­ევე მუ­შა­ობს ილი­ას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში მკვლევ­რად. თა­მარ ქა­რაიას კვლე­ვის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა: მეხ­სი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კა, იდ­ენ­ტო­ბის ტრან­სფორ­მა­ცია, სო­ცი­ალ­ური მოძ­რა­ობ­ები და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა. არ­ის უცხო­ეთ­ის რე­ცენ­ზი­რე­ბულ გა­მო­ცე­მებ­ში და­ბეჭ­დი­ლი ნაშ­რო­მე­ბის ავ­ტო­რი. ას­ევე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სიმ­პო­ზი­უმ­ებ­ში, მათ შო­რის, კო­ლუმ­ბი­ის (აშშ), მან­ჩეს­ტე­რის (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), კო­პენ­ჰა­გე­ნის (და­ნია), ბელ­გრა­დის (სერ­ბე­თი), სო­ფი­ის (ბულ­გა­რე­თი) და სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში. არ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ნა­ავ­ტო­რი. 2014 წლი­დან არ­ის „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ლექ­ტორ­თა ას­ოცი­აცი­ის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი. თა­მარ ქა­რაია მუ­შა­ობს რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ კვლე­ვით პრო­ექ­ტზე: „სო­ცი­ალ­ური მოძ­რა­ობ­ები სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და, ას­ევე, უძ­ღვე­ბა ფრიდ­რიხ ებ­ერ­ტის ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნა­სე­ბულ პრო­ექ­ტს — „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გზით“.

თარიღი: 18/04/2021