საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველკურსელებს თეატრი ,,სხვენი” დასში იწვევს კონკურსის წესით

 

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

ვი­საც თე­ატ­რა­ლუ­რი ნი­ჭი აქ­ვს, მას შე­უძ­ლია თსუ-ის თე­ატ­რის „სხვე­ნი“-ს დას­ში მოხ­ვდეს და მსა­ხი­ობი გახ­დეს. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რი პირ­ველ­კურ­სე­ლებ­საც მის­ცემს თე­ატ­რა­ლუ­რი და­ოს­ტა­ტე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას. „სხვე­ნი“-ს დას­ში მოხ­ვედ­რა ყვე­ლა სტუ­დენ­ტს კონ­კურ­სის გზით შე­უძ­ლია. ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი და შემ­დეგ უპ­ირ­ატ­ეს­ობა ეძ­ლე­ვა სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მსა­ხი­ობ­ის­ათ­ვის სა­ჭი­რო უნ­არ­ებ­ით: (მეტყვე­ლე­ბა, სმე­ნა, ინ­სტრუ­მენ­ტზე დაკ­ვრა, ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა და ა.შ.). მი­ღე­ბა ხდე­ბა ყო­ვე­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე.

 

თე­ატ­რი „სხვე­ნი“ ახ­ალ­გაზ­რდუ­ლია, და­სი ძი­რი­თა­დად სტუ­დენ­ტე­ბით არ­ის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. იწ­ვე­ვენ პრო­ფე­სი­ონ­ალ მსა­ხი­ობ­ებ­საც. ახ­ალ­გაზ­რდა და დამ­წყე­ბი მსა­ხი­ობ­ებ­ის­ათ­ვის მათ გვერ­დით მუ­შა­ობა პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მს ზრდის და აყ­ალ­იბ­ებს დის­ციპ­ლი­ნას.

 

თე­ატ­რი „სხვე­ნი“ ხში­რად იღ­ებს მო­ნა­წი­ლე­ობ­ას სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია პრი­ზე­ბით და დიპ­ლო­მე­ბით.

 

და­სი შე­იკ­რი­ბა 15 სექ­ტემ­ბერს და და­სა­ხეს 2021 – 2022 წლე­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი სე­ზო­ნის გეგ­მე­ბი — თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ობა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში.

 

„პირ­ველ წლებ­ში ჩვენ ვმუ­შა­ობ­დით რო­გორც პლას­ტი­კის თე­ატ­რი, ხო­ლო მოგ­ვი­ან­ებ­ით კი რო­გორც დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი. გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ სა­რე­პე­ტი­ციო სივ­რცე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სხვენ­ში გვაქ­ვს, სპექ­ტაკ­ლე­ბიც იქ იდ­გმე­ბა, შემ­დგომ კი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რებ­ლის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მოგ­ვაქ­ვს. დას­ში სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა რა­ოდ­ენ­ობ­ის სტუ­დენ­ტი-მსა­ხი­ობ­ები მოღ­ვა­წე­ობ­ენ, რო­გორც პირ­ვე­ლი კურ­სის, ას­ევე კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც, მა­გის­ტრან­ტე­ბი. ამ­ჟა­მად დას­ში 15 სტუ­დენ­ტი მსა­ხი­ობი ირ­იცხე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ალ­ება — დად­გან სპექ­ტაკ­ლი. მა­გა­ლი­თად, გი­გა გო­გი­ჩა­ძე გახ­ლავთ რე­ჟი­სო­რი სპექ­ტაკ­ლი­სა „რექ­ვი­ემი მო­ნაზ­ვნი­სათ­ვის“, ას­ევე ქე­თე­ვან ოქუ­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ ქო­რე­ოგ­რა­ფი სპექ­ტაკ­ლე­ბი­სა — „მე­რი პო­პინ­სი“, „ძა­ლად ექ­იმი“ „ბერ­ნარ­და ალ­ბას სახ­ლი“. აქ­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო ჩვე­ნი თე­ატ­რის მხატ­ვრის ზუ­რა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის მი­ერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის შე­სა­ხებ: „სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი“, „პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი“ „გან­კითხვის დღე“, „ბერ­ნარ­და ალ­ბას სახ­ლი“, „დო­დოს მო­ლო­დინ­ში“. ჩვე­ნი ორი სტუ­დენ­ტი აგ­რძე­ლებს სწავ­ლას თე­ატ­რა­ლურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. გვყვავს არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მსა­ხი­ობი, რომ­ლებ­საც გა­და­ეც­ათ პრი­ზი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უკ­ეთ­ესო შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის. თე­ატ­რში მი­ღე­ბა ხდე­ბა ის­ევე, რო­გორც თე­ატ­რა­ლურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში“, — აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში თე­ატ­რის — „სხვე­ნის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა გო­გი გო­მუ­რაშ­ვილ­მა.

თარიღი: 30/09/2021