საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი გამარჯვებული ორი პროექტი კავკასიოლოგიაში

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში კავ­კა­სი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა, კერ­ძოდ, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნულ სა­მეც­ნი­ერო ფონ­დში შე­იქ­მნა კავ­კა­სი­ოლ­ოგი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ალ­ური ორი ლო­ტი, ერ­თი — სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის და მე­ორე — სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. მიმ­დი­ნა­რე წელს ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი და გა­მოვ­ლინ­და პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ორი პრო­ექ­ტი, ორ­ივე ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან: „ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური და სუ­ლი­ერი კულ­ტუ­რა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში — მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენ­ებ­ზე (ხელ­მძღვა­ნე­ლი: პრო­ფე­სო­რი ცი­რა ბა­რა­მი­ძე) და 2. „კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბი, კულ­ტუ­რე­ბი, ენ­ები: ავ­ტოქ­ტო­ნი მო­სახ­ლე­ობა (ხელ­მძღვა­ნე­ლი — ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მე­რაბ ჩუ­ხუა). ორ­ივე პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა ძალ­ზე დი­დია.

 

პრო­ფე­სორ ცი­რა ბა­რა­მი­ძის თქით, „პრო­ექ­ტის „ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ერი და მა­ტე­რი­ალ­ური კულ­ტუ­რა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში — მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენ­ებ­ზე“ მი­ზა­ნია სრულ­ყო­ფი­ლად აღ­იწ­ერ­ოს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური და სუ­ლი­ერი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, შეს­წავ­ლილ იქ­ნეს ამ ძეგ­ლე­ბის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ული, პო­ლი­ტი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ალ­ური მი­ზე­ზე­ბი. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში დას­ტურ­დე­ბა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ან­ული კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, არ­ამ­ედ სხვა სა­ხის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­აც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა (ეპ­იგ­რა­ფი­კა, წარ­წე­რე­ბი, ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­ტო­პო­ნი­მი­კა, ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ული მა­სა­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი ფოლ­კლო­რუ­ლი მა­სა­ლა, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფოლ­კლო­რი და სა­გა­ლობ­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური კულ­ტუ­რის ექ­სპო­ნა­ტე­ბი, და­ცუ­ლი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მუ­ზე­უმ­ებ­სა და არ­ქი­ვებ­ში, ას­ევე ღია სივ­რცე­ში).

 

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე მეც­ნი­ერ­ები ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი, კროს­დის­ციპ­ლი­ნუ­რი და მო­ნო­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბით გა­მო­იკ­ვლე­ვენ ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­აში არ­სე­ბულ ძეგ­ლებს შემ­დე­გი დარ­გე­ბი­სა: ლინ­გვის­ტი­კა, ის­ტო­რია, არ­ქე­ოლ­ოგია, ფოლ­კლო­რი, კულ­ტუ­რო­ლო­გია, მუ­სი­კა­ლუ­რი ფოლ­კლო­რი. ის­ტო­რი­ული პე­რი­ოდ­იზ­აცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მეც­ნი­ერ­ები შექ­მნი­ან კა­ტა­ლოგს ვი­ზუ­ალ­ურ მა­სა­ლა­ზე, კერ­ძოდ, ნა­ბეჭდ, ფო­ტო, აუდიო, ვი­დეო, ელ­ექ­ტრო­ნულ პრო­დუქ­ცი­აზე დაყ­რდნო­ბით და გა­ნა­თავ­სე­ბენ სპე­ცი­ალ­ურ­ად პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნილ ვებ­გვერ­დზე სა­ძი­ებ­ლე­ბი­თა და ლინ­კე­ბით. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­იც­ემა სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცი­ები ქარ­თულ, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენ­ებ­ზე. შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა მუ­ზე­უმ­ებ­ში, სა­ცა­ვებ­სა და არ­ქი­ვებ­ში და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური და სუ­ლი­ერი კულ­ტუ­რის ექ­სპო­ნა­ტე­ბი; აგ­რეთ­ვე, ქარ­თუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი და ქრის­ტი­ან­ული კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ები, რო­მელ­თაც გავ­რცე­ლე­ბა ჰპო­ვეს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში; ას­ევე, ქარ­თუ­ლი ეპ­იგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი ქარ­თულ და სხვა კავ­კა­სი­ურ ენ­ებ­ზე; შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა, აგ­რეთ­ვე, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა მი­თოს­ში, ფოლ­კლორ­ში, პრო­ზა­სა და პო­ეზი­აში ქარ­თუ­ლი­დან შე­სუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობა და ამ მემ­კვიდ­რე­ობ­ის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ემ­პი­რი­ული მა­სა­ლა ან­ალ­იზ­ით­ურთ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, აგ­რეთ­ვე, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფოლ­კლო­რის, სიმ­ღე­რე­ბი­სა და სა­გა­ლობ­ლე­ბის შეს­წავ­ლა, სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია თე­მა­ტუ­რად, ან­ალ­იზი და, რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მომ­ზად­დე­ბა გა­მო­სა­ცე­მად პრო­ექ­ტის პუბ­ლი­კა­ცია, რო­მელ­საც მეც­ნი­ერ­ული ან­ალ­იზ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად დარ­თუ­ლი ექ­ნე­ბა CD მუ­სი­კა­ლუ­რი ემ­პი­რი­ული მა­სა­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბით.

 

პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბი კომ­პლექ­სუ­რად წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური და სუ­ლი­ერი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის, ან­ალ­იზ­სა და აუდიო-ვი­ზუ­ალ­ურ მა­სა­ლას სა­მეც­ნი­ერო ან­ალ­იზ­ით (შე­სა­ბა­მი­სი კა­ტა­ლო­გე­ბით მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში).

 

პრო­ექ­ტის შე­დე­გად მომ­ზად­დე­ბა გა­მო­სა­ცე­მად სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცია და გა­მო­იც­ემა თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­ერ. პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ხელს შე­უწყობს მი­სი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტი — მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა და ვებ­გვერ­დი კა­ტა­ლო­გე­ბი­თურთ, რო­მელ­ზეც წვდო­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა.

 

კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ შეს­წავ­ლას წარ­მო­ად­გენს პრო­ექ­ტი — „კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბი, კულ­ტუ­რე­ბი, ენ­ები“, რო­მე­ლიც პირ­ველ ეტ­აპ­ზე სწო­რედ ავ­ტოქ­ტო­ნე­ბის ის­ტო­რი­ასა და კულ­ტუ­რას, ენ­ებს შე­ის­წავ­ლის და წარ­მო­ად­გენს კომ­პლექ­სუ­რად“, — აღ­ნიშ­ნა ცი­რა ბა­რა­მი­ძემ.

 

ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტის „ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ალ­ური და სუ­ლი­ერი კულ­ტუ­რა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აში — მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენ­ებ­ზე“ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებ­ენ კო­ლე­გე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­იდ­ან, რაც ამ­გვა­რი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება უკ­ვე და­იწყო.

 

თარიღი: 30/09/2021