საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველი ბიბლიოთეკარი

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი ის­ეთი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება უკ­ავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით­აც სა­მეც­ნი­ერო სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო სექ­ტო­რი მხო­ლოდ წიგ­ნის კითხვა­სა და კვლე­ვა-ძი­ებ­ას­თან აღ­არ ას­ოც­ირ­დე­ბა. უშუ­ალ­ოდ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერ­ოვ­ნულ სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, რაც მე­ნეჯ­მენ­ტს, მომ­სა­ხუ­რე­ბას და უნ­იკ­ალ­ური სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო ფონ­დის გა­დარ­ჩე­ნა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა, ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ას შეს­თა­ვა­ზა ღია სივ­რცე, სა­დაც წიგ­ნის კითხვის, გა­ტა­ნის, სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის და მსოფ­ლი­ოში ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბა­ზე­ბით სარ­გებ­ლო­ბის გარ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლა, კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება და მუ­სი­კო­სე­ბის­თვის რე­პე­ტი­ცი­ებ­იც კი...

 

ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც თსუ ერ­ოვ­ნულ სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ას 2006 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ღიაობის პრინ­ცი­პით და­იწყო მეც­ნი­ერ­ებ­ისა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის და­ახ­ლო­ება.

 

„ძა­ლი­ან იშ­ვი­ათი თვი­სე­ბა ჰქონ­და, ყო­ველ­თვის მო­მავ­ლის­კენ იყ­ურ­ებ­ოდა. ყო­ველ­თვის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტო­რი, თუმ­ცა მი­სი მან­და­ტი საქ­მი­ან­ობ­ის გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო სპექ­ტრს მო­იც­ავ­და: უამ­რა­ვი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო ას­ოცი­აცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში, კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბას­თან ევ­რო­პულ ქსე­ლებ­თან.... ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შაო, ირ­აკ­ლის ჰქონ­და ყვე­ლა­ზე დი­დი ცოდ­ნა იმ­ისა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მაქ­სი­მა­ლუ­რად უმ­ტკივ­ნე­ულ­ოდ წა­მოგ­ვე­ღო სა­მეც­ნი­ერო ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ბა­ზე­ბი, დავ­კავ­ში­რე­ბო­დით ჩვენს პარ­ტნი­ორ­ებს, გაგ­ვე­გო, თუ რა სის­ტე­მე­ბი მუ­შა­ობ­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მა­თი ქარ­თულ რე­ალ­ობ­აზე მორ­გე­ბა“, — იხ­სე­ნებს თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე.

 

„ბევ­რის­თვის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტო­რი მხო­ლოდ წიგ­ნებ­თან და წიგ­ნსა­ცავ­თან ას­ოც­ირ­დე­ბა, მაგ­რამ ირ­აკ­ლის ჰქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო სექ­ტორ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გვას. ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბა­ზე­ბი, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია, სწო­რედ ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით და­ინ­ერ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ის იყო ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ინ­იცი­ატ­ორი. ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, რომ შე­მო­ეტ­ანა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ები და სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო (და არა მხო­ლოდ) სექ­ტო­რი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ძველ დრო­ში“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

 

ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტო­რის­თვის პრი­ორ­იტ­ეტს წარ­მო­ად­გენ­და, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კვლე­ვი­თი პრო­ცე­სის და­ახ­ლო­ება იყო.

 

„ჩვენ და­ვიწყეთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის და, ზო­გა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი — INTEGRITY, რო­მე­ლიც აკ­ად­ემი­ური კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ებ­ის შე­სა­ძებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა იფ­არ­ებ­ოდა — პო­ლი­ტი­კის შექ­მნა, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ებ­ები და ცნო­ბა­დო­ბის ამ­აღ­ლე­ბა... ბა­ტო­ნი ირ­აკ­ლი ყვე­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში აქ­ტი­ურ­ად ჩა­ერ­თო. რო­დე­საც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში აკ­ად­ემი­ური კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კას ვქმნი­დით, ის იყო პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე. ჩვენ ვე­ძებ­დით ად­გილს, სა­დაც სტუ­დენ­ტებს მხარ­დამ­ჭერ ღო­ნის­ძი­ებ­ებს შევ­თა­ვა­ზებ­დით, სა­დაც ტრე­ნინ­გე­ბი, კონ­სულ­ტა­ცი­ები და ა.შ. გა­იმ­არ­თე­ბო­და. ბა­ტონ­მა ირ­აკ­ლიმ მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა და მთე­ლი თა­ვი­სი გუნ­დით ამ პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე გახ­და. დღე­საც ამ პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტო­რით, რომ ერ­ოვ­ნულ სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში აკ­ად­ემი­ური კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ებ­ის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ებ­ები რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირ­მა გრძე­ლი­ძემ.

 

„ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ერ­ოვ­ნულ სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ნა­ვი­თა­რა — შე­იქ­მნა მომ­სა­ხუ­რე­ბის ახ­ალი სის­ტე­მა და სტრა­ტე­გია, ამ­ოქ­მედ­და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბი, რა­მაც სა­შუ­ალ­ება მოგ­ვა პან­დე­მი­ას მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დავ­ხვედ­რო­დით და მკითხველს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოვ­მსა­ხუ­რე­ბო­დით. ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სი­თაც კე­თილ­მო­ეწყო ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი, რა­მაც მკითხველს სა­შუ­ალ­ება მის­ცა, რომ მო­სუ­ლი­ყო არა მხო­ლოდ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში, არ­ამ­ედ და­სას­ვე­ნე­ბელ-შე­მეც­ნე­ბით სო­ცი­ალ­ურ სივ­რცე­ში.

 

მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ის­მენ­და ახ­ალ იდე­ებს და გვეხ­მა­რე­ბო­და მათ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში, რაც მი­სი გუნ­დის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად პი­როვ­ნულ ზრდა­საც გა­ნა­პი­რო­ბებ­და“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნი­ნო პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

 

* * *

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტო­რი ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 1960 წელს თბი­ლის­ში და­იბ­ადა.

 

მოს­კო­ვის ფი­ზი­კა-ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კი­სა და ენ­ერ­გე­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი 1983 წელს და­ამ­თავ­რა. 1983-1986 წლებ­ში იყო მოს­კო­ვის ოლ­ქის კურ­ჩა­ტო­ვის სა­ხე­ლო­ბის ატ­ომ­ური ენ­ერ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ფი­ლი­ალ­ის ინ­ჟი­ნე­რი, 1990–1993 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის უმ­ცრო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი; 1993–2000 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე; 2000–2006 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო წიგ­ნის პა­ლა­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. 2006 წლი­დან იყო ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დი­რექ­ტო­რი. ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ პრო­ექ­ტებს შო­რის არ­ის „ქარ­თულ ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ინ­გლი­სურ-რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­ული ლექ­სი­კო­ნი“ (2001–2004); სა­ქარ­თვე­ლოს ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ებ­ის სტა­ტის­ტი­კა-ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა (2001); ჟურ­ნალ „სა­ქარ­თვე­ლოს ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის“ ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია (2003); სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტი „ქარ­თულ ასო-ნი­შან­თა კლა­ვი­ატ­ურ­აზე გან­ლა­გე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია“ (2003–2004) და სხვა.

 

თარიღი: 31/05/2021