საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პანდემიური რეალობა და თსუ IT დეპარტამენტის მხარდაჭერა

თა­მარ და­დი­ანი

 

კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ამ ახ­ალი რე­ალ­ობ­ის წი­ნა­შე და­აყ­ენა უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე სას­წრა­ფოდ გა­დას­ვლა იყო მო­ულ­ოდ­ნე­ლი პრობ­ლე­მის დრო­ებ­ითი გა­დაწყვე­ტა. რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­აყ­ენა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის IT დე­პარ­ტა­მენ­ტი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე სწრა­ფად გა­დას­ვლამ და რო­გორ შეძ­ლო მან არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა? — ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­ტო ჩუ­ბი­ნი­ძე.

 

— კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ამ უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ახ­ალი რე­ალ­ობ­ის წი­ნა­შე და­აყ­ენა. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ობ­ით სწავ­ლე­ბა არაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე, მი­სი ინ­ტენ­სი­ური გან­ხორ­ცი­ელ­ება სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მხო­ლოდ 2020 წელს, რო­დე­საც კო­ვიდ 19-მა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ და­უტ­ოვა უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და ის აიძ­ულა და­უყ­ოვ­ნებ­ლივ გა­ნე­ხორ­ცი­ელ­ებ­ინა მას­შტა­ბუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი. თსუ-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი რო­გორ შეხ­ვდა ამ გა­მოწ­ვე­ვას?

 

— 2020 წე­ლი ყვე­ლას­თვის რთუ­ლი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე იყო და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც თსუ-ის IT დე­პარ­ტა­მენ­ტი გახ­ლდათ. სი­ნამ­დვი­ლე, რო­მელ­შიც პან­დე­მი­ის გა­მო აღ­მოვ­ჩნდით, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და ჩვე­ული რე­ალ­ობ­ის­გან. სწო­რედ ამ­იტ­ომ, ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის წი­ნა­შე დად­გა მთე­ლი რი­გი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც სწრაფ რე­აგ­ირ­ებ­ას და პრო­ცე­სე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­დაწყო­ბას მო­ითხოვ­და, რა­თა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გა­ნეგ­რძო მუ­შა­ობა, რო­გორც სას­წვლო პრო­ცე­სის, ისე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული საქ­მი­ან­ობ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

— დის­ტან­ცი­ური და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის და­ნერ­გვა სა­ჭი­რო­ებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხით ორ­გა­ნი­ზე­ბას, სწავ­ლე­ბა-სწავ­ლა-შე­ფა­სე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, შე­სა­ბა­მის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რას, რე­სურ­სებ­სა და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მზა­ობ­ას, ის­ევე, რო­გორც სწავ­ლე­ბის ამ ფორ­მე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ამ გა­მოწ­ვე­ვას რო­გორ გა­არ­თვა თა­ვი თსუ-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა?

 

— გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნა გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა სას­წავ­ლო და სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ონ­ლა­ინ/დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დაყ­ვა­ნის თა­ობ­აზე, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ელა მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ებ­ები იმ­ის­თვის, რომ ეს პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში და უმ­ტკივ­ნე­ულ­ოდ წარ­მარ­თუ­ლი­ყო. კერ­ძოდ: მო­ბი­ლიზ­და თსუ-ის IT დე­პარ­ტა­მენ­ტის რო­გორც ად­ამი­ან­ური, ისე მა­ტე­რი­ალ­ური რე­სურ­სი და და­ის­ახა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ერ­თად შე­მუ­შავ­და რე­გუ­ლა­ცი­ები, რო­მე­ლიც წარ­მარ­თავ­და სას­წავ­ლო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრო­ცე­სებს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის შე­სა­ბა­მი­სად IT დე­პარ­ტა­მენ­ტმა უზ­რუნ­ველ­ყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის პლატ­ფორ­მე­ბის e-learning.tsu.ge და lms.tsu.ge მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და გა­აქ­ტი­ურ­ება, ას­ევე, შე­ძე­ნი­ლი იქ­ნა ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის Zoom-ის ლი­ცენ­ზი­ები, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით­აც ხდე­ბა ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­ის ჩა­ტა­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. გა­კეთ­და ონ­ლა­ინ ცხე­ლი ხა­ზი, რო­მე­ლიც 24/7 ზე პა­სუ­ხობ­და სტუნ­დე­ბი­სა და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის შე­კითხვებს და დახ­მა­რე­ბას უწ­ევ­და მათ ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. და­კავ­ში­რე­ბა ცხელ ხაზ­თან შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო რო­გორც ტე­ლე­ფო­ნით, ისე ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფოს­ტით. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ას­ევე, და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ალ­ება გახ­და lms.tsu.ge, სა­დაც ხდე­ბა პრობ­ლე­მის და­ფიქ­სი­რე­ბა წე­რი­ლო­ბით, ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი კი უმ­ოკ­ლეს ვა­და­ში ახ­დენს ამ პრობ­ლე­მა­ზე რე­აგ­ირ­ებ­ას. ას­ევე, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი აკ­ად­ემი­ური და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის­თვის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (Moodle, Zoom, Lms), მომ­ზად­და ვი­დეო და წე­რი­ლო­ბი­თი გზამ­კვლე­ვე­ბი, რო­გორც პე­და­გო­გე­ბის­თვის, ისე სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა მოგ­ვცა სა­შუ­ალ­ება, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­და­ში სა­მუ­შაო სივ­რცე ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­დაგ­ვე­ტა­ნა.

 

— უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს სხვა­დას­ხვა დო­ნის ციფ­რუ­ლი ცოდ­ნა-უნ­არი აქ­ვს. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სათ­ვის აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­აში პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბა და მუდ­მი­ვი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დად­გა ამ მხრივ თქვე­ნი დე­პარ­ტმა­ნე­ტი და რა ღო­ნის­ძი­ებ­ები გა­ტარ­და შეზღუ­დუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის აღ­მო­საფხვრე­ლად?

 

— რო­გორც უკ­ვე აღ­ვნიშ­ნე, თსუ-ის ცენ­ტრა­ლურ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და ფა­კულ­ტე­ტე­ბის დე­კა­ნებ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ობ­ით ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თვის, მომ­ზად­და ვი­დეო და წე­რი­ლო­ბი­თი გზამ­კვლე­ვე­ბი, რო­გორც Moodle-ის, ისე Zoom-ის პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ები. შექ­მნი­ლი იყო სპე­ცი­ალ­ური ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას უწ­ევ­და აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს რო­გორც ფოს­ტის, ისე სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის მეშ­ვე­ობ­ით. გარ­და დის­ტან­ცი­ური, სა­კონ­სულ­ტა­ციო დახ­მა­რე­ბი­სა, ყვე­ლას ჰქონ­და სა­შუ­ალ­ება ტექ­ნი­კის გა­უმ­არ­თა­ობ­ის შემ­თხვე­ვა­ში მო­ემ­არ­თა ჩვენ­თვის და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თი­თოეულ მათ­განს სა­ჭი­რო ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას გა­უწ­ევ­დნენ.

 

— აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნალს, ციფ­რუ­ლი ცოდ­ნა-უნ­არ­ებ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, დის­ტან­ცი­ური და ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვი­სათ­ვის IT დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ტე­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რაც სჭირ­დე­ბა. ამ მხრივ რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა IT დე­პარ­ტა­მენ­ტი არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვას?

 

— რთუ­ლია ბო­ლომ­დე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვდე მსოფ­ლიო პან­დე­მი­ას, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცა ყვე­ლას­თვის. თუმ­ცა უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ უმ­ოკ­ლეს დრო­ში მო­ვა­ხერ­ხეთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ვე­ცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფ­ექ­ტუ­რად გვე­მოქ­მე­და: ჩა­მო­ყა­ლიბ­და 16 კა­ცი­ანი ჯგუ­ფი (ცხე­ლი ხა­ზის 4 ოპ­ერ­ატ­ორი; ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის 6 სპე­ცი­ალ­ის­ტი, ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის 2 და სერ­ვე­რუ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის 1 ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, Moodle სის­ტე­მის 2 ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი). არც ერ­თი დღე სახ­ლში არ ვყო­ფილ­ვართ და ვცი­ლობ­დით ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში დავ­ხმა­რე­ბო­დით ყვე­ლას, ვი­საც რა­იმე სა­ხის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბო­და.

 

— სტუ­დენ­ტე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ური ფორ­მის დროს სხვა­დას­ხვა შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­მო. ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის მიზ­ნით რა ღო­ნის­ძი­ებ­ებს ატ­არ­ებთ?

 

— ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი, რაც სტუ­დენ­ტებს საწყის ეტ­აპ­ზე წარ­მო­ეშ­ვათ, უკ­ავ­შირ­დე­ბო­და, ძი­რი­თა­დად, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას და ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლეეებს, რაც დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლამ მო­იტ­ანა. სწო­რედ ამ­იტ­ომ, შე­იქ­მნა სხვა­დას­ხვა სა­ხის დამ­ხმა­რე ინ­სტრუქ­ცი­ები, რაც გა­უმ­არ­ტი­ვებ­დათ სტუ­დენ­ტებს ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ოპ­ერ­ირ­ებ­ას. ამ­ის გარ­და, და­ინ­ერ­გა სხვა­დას­ხვა სა­ხის ცნო­ბე­ბის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით მოთხოვ­ნა და მი­წო­დე­ბა. ას­ევე, სტუ­დენ­ტებს მი­ეც­ათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა — გან­ცხა­დე­ბა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით წარ­მო­ად­გი­ნონ, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად ხვდე­ბა კან­ცე­ლა­რი­აში და ტარ­დე­ბა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი საქ­მის წარ­მო­ებ­ის სის­ტე­მა­ში edocument, პა­სუ­ხიც ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად უბ­რუნ­დე­ბა მას და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა — მის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია თუ დო­კუ­მე­ნე­ტი უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ვი­ზი­ტის გა­რე­შე მი­იღ­ოს.

 

— სა­მო­მავ­ლოდ რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას გეგ­მავთ ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ათ­ის პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად ხა­რის­ხი­ანი დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის წარ­მარ­თვი­სათ­ვის?

 

— სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლია არ­სე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის lms.tsu.ge-ს გა­ნახ­ლე­ბა და ას­ევე სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სე­ბის და­ნერ­გვა იმ­ის­ათ­ვის, რომ სტუ­დენ­ტს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბა გა­უმ­არ­ტივ­დეს. და არა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტს, ას­ევე, აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს მი­ეც­ეს მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ლექ­ციო კურ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფ­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თოს.

თარიღი: 23/06/2021