საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის გეგ­მა და ეთ­იკა

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე

 

— ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ოდ­ენ­ობა ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ მა­თი ვი­ნა­ობა — გა­სა­იდ­უმ­ლო­ებ­ული. ეს სა­იდ­უმ­ლო სა­ზო­გა­დო­ებ­აში არა­ერთ კითხვას აღ­ძრავს. მო­სახ­ლე­ობ­ის გარ­კვე­ული ნა­წი­ლი მო­ითხოვს მა­თი ვი­ნა­ობ­ის, მი­სამა­რთის და ას­აკ­ის გამ­ხე­ლას. მსგავ­სი მოთხოვ­ნა მარ­ტი­ვად აიხ­სნე­ბა: ად­ამი­ან­ებს ეშ­ინი­ათ ვი­რუ­სის და უნ­დათ დის­ტან­ცია და­იც­ვან ყვე­ლას­გან, ვინც კი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს უკ­ავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტე­ბის ვი­ნა­ობ­ის სა­იდ­უმ­ლოდ შე­ნახ­ვა პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­ენა­ეს უფ­ლე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბა – პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­იდ­უმ­ლოს. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­ხე­ლე­ბის გამ­ხე­ლა და რა ოქ­როს შუ­ალ­ედი უნ­და მო­იძ­ებ­ნოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის მოთხოვ­ნა­სა და ექ­იმ­ის მხრი­დან ეთ­იკ­ის დაც­ვას შო­რის?

— პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­აში ეპ­იდ­ემი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი, მათ შო­რის, კა­რან­ტი­ნის გა­მოცხა­დე­ბა წარ­მოქ­მნის კონ­ფლიქ­ტს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­ჭი­რო­ებ­ებს შო­რის. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე არ­სე­ბობს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი, მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ები, რომ­ლის თა­ნახ­მად, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის გეგ­მა და გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნ­და ეფ­უძ­ნე­ბო­დეს ეთ­იკ­ურ პრინ­ცი­პებს და სა­ზო­გა­დო­ებ­აში არ­სე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რაც შე­ეხ­ება უშუ­ალ­ოდ თქვენს კითხვას, არა მხო­ლოდ ეთ­იკ­ური პრინ­ცი­პე­ბით, არ­ამ­ედ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ­ის გან­საზღვრუ­ლი პა­ცი­ენ­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ალ­ობა და ხელ­შე­უხ­ებ­ლო­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ალ­ობა არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის სი­ცოცხლე­ში, არ­ამ­ედ მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგო­მაც კი.

— რა შემ­თხვე­ვა­ში არ­ის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი დაინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ვი­ნა­ობ­ის გამ­ხე­ლა?

— კონ­ფი­დენ­ცი­ალ­ური ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის­გან მი­ღე­ბუ­ლია თან­ხმო­ბა ან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­უმ­ჟღავ­ნე­ლო­ბა საფ­რთხეს უქ­მნის მე­სა­მე პი­რის სი­ცოცხლეს ან/და ჯან­მრთე­ლო­ბას. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ობ­ის გამ­ხე­ლის სა­ჭი­რო­ება სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის სხვა ად­ამი­ან­ებ­ის­თვის ზი­ან­ის მი­ყე­ნე­ბის თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ის კუთხით, ქვე­ყა­ნა­ში და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ფონ­ზე, დღეს არ არ­სე­ბობს. კო­რო­ნა­ვი­რუ­სის (COVID-19) პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე მთავ­რო­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, და­ავ­ად­ებ­ათა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, ექ­იმ­ები — თი­თოეული ეს რგო­ლი სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის ფარ­გლებ­ში და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ზრუ­ნავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის, სა­ზო­გა­დო­ებ­ის და თი­თოეული პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

— რას უნ­და გან­საზღვრავ­დეს ეთ­იკ­ის გა­იდ­ლა­ინ­ები ექ­იმ­ებ­ის­თვის?

— ექ­იმ­ის უზ­ენა­ესი მო­ვა­ლე­ობაა პა­ცი­ენ­ტზე და მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა. ექ­იმ­ები თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ული მო­ვა­ლე­ობ­ის შეს­რუ­ლე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ რთულ ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ურ სი­ტუ­აცი­ებ­შიც. სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხრი­და­ნაც გო­ნივ­რუ­ლი და კა­ნო­ნი­ერი მო­ლო­დი­ნია, რომ ექ­იმ­ები იზ­რუ­ნე­ბენ მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. გა­იდ­ლა­ინი და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ავ­ალ­დე­ბუ­ლებს ექ­იმს გა­აგ­რძე­ლოს საქ­მი­ან­ობა სა­კუ­თა­რი სი­ცოცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის საფ­რთხის ქვეშ, მაგ­რამ ას­ეთი გა­რე­მო­ებ­ებ­ის დროს ექ­იმი ხელ­მძღვა­ნე­ლობს მი­სი პი­რა­დი მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბით და აგ­რძე­ლებს პა­ცი­ენ­ტზე ზრუნ­ვას არ­აპ­რო­პორ­ცი­ულ­ად გაზ­რდი­ლი რის­კის ქვეშ, ფსი­ქო­ლო­გი­ური და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე „სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის­თვის’’. სა­ზო­გა­დო­ებ­აში ხომ არ არ­სე­ბობს სხვა სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ეპ­იდ­ემი­ებ­ის აფ­ეთ­ქე­ბის დროს უმ­კურ­ნა­ლოს და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტს ან ჩა­ატ­არ­ოს ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვე­ბი. ეს გა­რე­მო­ება კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს ექ­იმ­ებ­ის, ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგ­ებ­ის, ყვე­ლა სხვა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მო­რა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. ამ პი­რო­ბებ­ში იზ­რდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა — მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რონ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის რის­კე­ბი, სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყონ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა, დაც­ვა, მხარ­და­ჭე­რა, უს­აფ­რთხო სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მნა.

— პან­დე­მი­ის დროს შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვა. რა უნ­და გა­აკ­ეთ­ოს სა­ხელ­მწი­ფომ იმ­ის­თვის, რომ შე­საძ­ლო შეზღუდ­ვებ­მა არ გა­მო­იწ­ვი­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და პრო­ტეს­ტი?

— იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პან­დე­მი­ის დროს პრო­ცე­სე­ბის და­გეგ­მვა და მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ერი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, და მათ შო­რის, პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვა ეფ­უძ­ნე­ბა ეთ­იკ­ურ პრინ­ცი­პებს და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი არ­ის ლე­გი­ტი­მუ­რი და ეფ­ექ­ტუ­რი, რაც, თა­ვის მხრივ, სა­ზო­გა­დო­ებ­ის­გან ნდო­ბის და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნ­და იყ­ოს და არა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ან პრო­ტეს­ტის.

ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თსუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის გამ­გეს, პრო­ფე­სორ პა­ატა იმ­ნა­ძეს და თსუ ინ­ფექ­ცი­ურ და­ავ­ად­ებ­ათა კა­თედ­რის გამ­გეს, პრო­ფე­სორ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს, ას­ევე, მათ არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რივ გუნ­დს სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19 ვი­რუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის საქ­მე­ში აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­თვის და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის­თვის.

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

თარიღი: 10/04/2020