საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინი დადიანი პროგრესული სოციალური ცვლილებებისთვის

ნი­ნი და­დი­ანი თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სო­ცი­ოლ­ოგი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტია. და­მა­ტე­ბით იტ­აც­ებს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და ფსი­ქო­ლო­გია. მარ­ცხად მი­აჩ­ნია იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და შან­სე­ბის არ გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც ცხოვ­რე­ბა სთა­ვა­ზობს. სწო­რედ ამ­იტ­ომ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ, თსუ-ის პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია გა­ეგო და უშუ­ალ­ოდ მი­ეღო მო­ნა­წი­ლე­ობა პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ობ­ებ­ში.

 

„ჩე­მი პრო­ფე­სი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­წონს სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და შეს­წავ­ლა. სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცოდ­ნა, მი­სი კვლე­ვა და შეს­წავ­ლა კარ­გი ინ­სპი­რა­ციაა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ან­ობ­ის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად, ას­ევე, წე­რის ნი­ჭის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. ვთვლი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არ­ის ის, რო­მელ­საც შე­უძ­ლია პროგ­რე­სუ­ლი სო­ცი­ალ­ური ცვლი­ლე­ბე­ბი“, — ამ­ბობს ნი­ნი. მას მოს­წონს, რომ დღე­ვან­დე­ლი მე­დია გა­რე­მო ოპ­ერ­ატი­ულ­ობ­ითა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა არ მა­ლავს იმ ნაკ­ლს, რაც დღე­ვან­დელ მე­დი­აში აშ­კა­რად ჩანს. „დღე­ვან­დე­ლი მე­დია გა­ნიც­დის ობი­ექ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ნაკ­ლე­ბო­ბას, რო­მე­ლიც უფ­რო პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია და მი­კერ­ძო­ებ­ული, ვიდ­რე ობი­ექ­ტუ­რი. ვფიქ­რობ, რომ ხალ­ხის ნდო­ბა მე­დი­ის მი­მართ შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ას­ევე, სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ტე­რე­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური, სა­მეც­ნი­ერო და შე­მეც­ნე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მართ შემ­ცი­რე­ბუ­ლია და არც მე­დია ზრუ­ნავს ამ სფე­როს გა­აქ­ტუ­ალ­ურ­ებ­აზე“, — ამ­ბობს ნი­ნი, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ კრი­ტი­კა, პირ­ველ რიგ­ში, თვით­კრი­ტი­კით უნ­და იწყე­ბო­დეს. მის­თვის პრო­გე­სი ას­ოც­ირ­დე­ბა რე­ალ­ობ­ის აღ­ქმის, შეც­დო­მის აღი­არ­ებ­ისა და გა­მოს­წო­რე­ბის უნ­არ­ებ­თან.

თარიღი: 31/10/2021