საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკო ბურის ცხოვრების უცნობი საარქივო მასალები

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

მე-19/მე-20 სა­უკ­უნ­ის დამ­დე­გის ერთ-ერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წის ნი­კო ბაგ­რა­ტი­ონ­ის (ნი­კო ბუ­რის) სა­ინ­ტე­რე­სო და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბი­თა და მოღ­ვა­წე­ობ­ით თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტი ირ­აკ­ლი ნო­დია და­ინ­ტე­რეს­და და მის პი­რად არ­ქივ­ზე მუ­შა­ობ­ის­ას დღემ­დე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბელ მა­სა­ლებს მო­უყ­არა თა­ვი, რო­მე­ლიც მა­ლე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვი­საც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

 

ცნო­ბის­თვის:

 

ნი­კო ბუ­რი ქარ­თლის ბაგ­რა­ტი­ონ­თა მუხ­რან­ბა­ტო­ნე­ბის შტოს ეკ­უთ­ვნო­და და იყო არ­ჩილ II შთა­მო­მა­ვა­ლი. ნი­კო ბაგ­რა­ტი­ონი 1899 წელს გა­ემ­გზავ­რა პე­ტერ­ბურ­გს, იქ­იდ­ან პა­რიზ­ში, შემ­დეგ მარ­სე­ლის გავ­ლით ალ­ექ­სან­დრი­აში ეგ­ვიპ­ტე­ში. მი­სი ჩას­ვლა და­ემ­თხვა ინ­გლი­სე­ლე­ბი­სა და ბუ­რებს შო­რის ომს. ნი­კო ბაგ­რა­ტი­ონი, რო­გორც მო­ხა­ლი­სე, ტრან­სვა­ალ­ში გა­ემ­გზავ­რა და ინ­გლი­სე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. იგი ახ­ლოს გა­ეც­ნო ტრან­სვა­ალ­ის პრე­ზი­დენ­ტს პა­ულ­უს კრი­უგ­ერს, გა­მო­ჩე­ნილ სარ­დლებს — პეტ­რუს ჟე­ბერ­სა და ლუ­ის ბო­ტას. სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ებ­ის შემ­დეგ ნი­კო ბაგ­რა­ტი­ონ­მა ღი­ად გა­ილ­აშ­ქრა ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ. მან და­კარ­გა მთე­ლი ქო­ნე­ბა, თუმ­ცა სას­წა­ულ­ით გა­და­ურ­ჩა ბოლ­შე­ვი­კურ „წმენ­დას“, რო­მელ­მაც, ფაქ­რობ­რი­ვად, მოს­პო ქარ­თვე­ლი თა­ვად-აზ­ნა­ურ­ობა. ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი — ირ­ინა და ნა­ტა­ლია საფ­რან­გეთ­ში გაგ­ზავ­ნა, თვი­თონ კი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ბო­ლო წლე­ბი სამ­შობ­ლო­ში უკ­იდ­ურ­ეს სი­ღა­რი­ბე­ში გა­ატ­არა. ნი­კო ბურ­მა და­წე­რა წიგ­ნი — "ბუ­რებ­თან", სა­დაც აღ­წე­რა თავ­გა­და­სავ­ლე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა.

 

ნი­კო ბუ­რი გარ­და­იც­ვა­ლა თბი­ლის­ში 1933 წელს.

 

* * *

„ბო­ლო რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ნი­კო ბუ­რის პი­რად არ­ქივ­ზე ვმუ­შა­ობ. კვლე­ვის პრო­ცეს­ში სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტებს წა­ვაწყდი, რომ­ლებ­შიც ნი­კო ბუ­რის მე­უღ­ლე ანა-ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი (ბუჭყი­აშ­ვი­ლი) სტა­ლინ­სა და ხრუშ­ჩოვს წერს მი­სი ის­ტო­რი­ული წე­რი­ლე­ბი­სა და ნი­კო ბუ­რის დღი­ურ­ებ­ის გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ. ნი­კო ბუ­რის პი­როვ­ნე­ბით და მი­სი მოღ­ვა­წე­ობა ჩემ­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი იყო, რო­დე­საც 2018 წელს შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მა­გის­ტრან­ტთა სას­წავ­ლო-კვლე­ვი­თი გრან­ტი მო­ვი­პო­ვე და და­ვიწყე მუ­შა­ობა სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე, სა­შუ­ალ­ება მო­მე­ცა უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მო­მე­ძი­ებ­ინა მის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მი­ზა­ნია ნი­კო ბუ­რის შე­სა­ხებ ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში შე­მო­ვი­ტა­ნოთ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი და შე­უს­წავ­ლე­ლი სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი. ას­ევე, ქარ­თულ წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ით ბა­ზას გვინ­და და­ვა­მა­ტოთ უცხო­ური პრე­სის მა­სა­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც სა­ინ­ტე­რე­სოდ არ­ის გა­შუ­ქე­ბუ­ლი ეპ­იზ­ოდ­ები ნი­კო ბუ­რის ცხოვ­რე­ბი­დან. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი მო­ვუ­ყა­როთ და ჩვე­ნი მცი­რე წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის გა­შუ­ქე­ბა­ში“, — ამ­ბობს ირ­აკ­ლი ნო­დია.

თარიღი: 31/10/2021