საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკა კრაწაშვილი: უმნიშვნელო აქტივობასაც კი ახალ შესაძლებლობებზე გავყავარ...

თა­მარ და­დი­ანი

 

„ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობა სწრა­ფად, მაგ­რამ გა­აზ­რე­ბუ­ლად ავ­ირ­ჩიე. სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც მტკი­ცე ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი აქ­ვს, ის­ეთ კად­რებს სა­ჭი­რო­ებს, რომ­ლებ­საც ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ფუძ­ვლი­ანი ცოდ­ნა და უნ­არ­ები გა­აჩ­ნი­ათ. ჯერ კი­დევ 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბას მო­აწ­ერა ხე­ლი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას­აც კომ­პლექ­სუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ამ დარ­გის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ურ დო­ნე­ზე ცოდ­ნა და შე­სა­ბა­მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის ხელ­შემ­წყო­ბი იქ­ნე­ბა. მჯე­რა, რომ პრინ­ცი­პი — „მე­ტი სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში და მე­ტი ევ­რო­პა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს აღ­მშე­ნებ­ლო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წი­ნა­პი­რო­ბაა და ჩე­მი თავ­და­პირ­ვე­ლი იდე­აც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვი­სას ის იყო, რომ ამ პრო­ცეს­ში გა­მორ­ჩე­ული წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა“, — ას­ეთი თა­მა­მი გა­ნაცხა­დი აქ­ვს თსუ-ის ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის მა­გის­ტრან­ტს ნი­კა კრა­წაშ­ვილს, რო­მე­ლიც ღრმა ბავ­შვო­ბა­ში ბან­კი­რო­ბას გეგ­მავ­და, მე-8 კლას­ში — ფი­ზი­კო­სო­ბას, მე-11 კლას­ში იურ­ის­ტო­ბას, მაგ­რამ მე-12 კლას­ში სა­ბო­ლო­ოდ ირ­წმუ­ნა, რომ მო­მა­ვალ­ში საქ­მი­ან­ობ­ად სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო უნ­და აერ­ჩია.

 

„უმ­ნიშ­ვნე­ლო აქ­ტი­ვო­ბა­საც კი ახ­ალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე გავ­ყა­ვარ, ახ­ალ ად­ამი­ან­ებს მაც­ნობს, კონ­კრე­ტულ უნ­არს მიძ­ლი­ერ­ებს, ახ­ალ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ტო­ვებს და სხვა თუ არ­აფ­ერი, გო­ნებ­რივ დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­აში მეხ­მა­რე­ბა,“ — ამ­ბობს თსუ-ის ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობ­ის მა­გის­ტრან­ტი ნი­კა კრა­წაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტო­ბის და­საწყი­სი­დან­ვე ერ­თვე­ბა ის­ეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა: თბი­ლი­სის ამ­ერ­იკ­ული კუთხი­სა და SKYE კლუ­ბე­ბი; ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი­სა და თსუ-ის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი; სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ისა თუ ექ­სპერ­ტის ლექ­ცი­ათა ციკ­ლე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი; მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლსა და სხვა­დას­ხვა არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში; ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი: სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა მონ­ტე­ნეგ­რო­ში; გლო­ბა­ლუ­რი უს­აფ­რთხო­ებ­ის (GLOBSEC) ბრა­ტის­ლა­ვას ფო­რუ­მი სლო­ვა­კეთ­ში; Erasmus + პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს­ტო­ნეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში; GIP-ის მო­მა­ვალ ლი­დერ­თა სკო­ლა (ELS); ესე­ებ­ის კონ­კურ­სე­ბი და ბევ­რი სხვა.

 

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ნი­კა კრა­წაშ­ვი­ლი, პრი­ორ­იტ­ეტს სწავ­ლის მა­ღალ ხა­რის­ხს ან­იჭ­ებს. „ბა­კა­ლავ­რი­ატი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვას­რუ­ლე. უშუ­ალ­ოდ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ურ­ობა ჩემს სკო­ლა­ში თსუ-ის დეს­პა­ნო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მატ­თა კლუ­ბის საქ­მი­ან­ობ­აში ჩარ­თუ­ლო­ბას, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის კურ­სზე ლექ­ტო­რის ას­ის­ტენ­ტო­ბას, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მოს­ვლა­სა და აკ­ად­ემი­ური ნაშ­რო­მე­ბის გა­მო­ცე­მას უკ­ავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი გა­მო­ვარ­ჩევ­დი გრძელ­ვა­დი­ან Erasmus+ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას გერ­მა­ნი­აში, ვი­ად­რი­ნას ევ­რო­პულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, შემ­დეგ კი საფ­რან­გეთ­ში, ლუ­მი­ერ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ ლი­ონ 2-ში. ამ ორ­მა პროგ­რა­მამ ყვე­ლა­ზე გარ­დამ­ტე­ხი რო­ლი ით­ამ­აშა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და 5-5 თვი­ან პე­რი­ოდ­ებ­ში სამ­ყა­რო 180 გრა­დუ­სით ამ­ობ­რუ­ნე­ბუ­ლი და­მა­ნა­ხა“, — აცხა­დებს ნი­კა, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბო­ლო კურ­სზე პოს­ტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კის ლექ­ტორ­მა რონ­დე­ლის ფონ­დის გრძელ­ვა­დი­ან კვლე­ვით პრო­ექ­ტში — „კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის გზამ­კვლე­ვი აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში“ ჩარ­თო, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ყო­ველ­დღი­ური სი­ახ­ლე­ებ­ისა და სტა­ტი­ებ­ის წე­რა და­იწყო.

 

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნი­კა კონ­რად ად­ენაუერის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე შე­არ­ჩი­ეს ერ­თი წლის ვა­დით. ამ­ჟა­მად დრო­ის ძი­რი­თად ნა­წილს სწო­რედ სტა­ჟი­რე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­ვა­ლე­ობ­ებ­სა და მა­გის­ტრა­ტუ­რას უთ­მობს, თუმ­ცა სხვა კონ­კურ­სებ­სა და პრო­ექ­ტებ­შიც ცდი­ლობს მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბას.

 

სა­მო­მავ­ლოდ ნი­კა ფიქ­რობს, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ით და­ინ­ტე­რეს­დეს, მი­სი ყუ­რადღე­ბის სფე­რო­ში მუდ­მი­ვად ექ­ცე­ვა უშუ­ალ­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­პას­თან და სურს — ამ ჭრილ­ში გა­აგ­რძე­ლოს საქ­მი­ან­ობ­აც. „ვგეგ­მავ, რომ სწავ­ლა მა­გის­ტრა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დგო­მაც გა­ვაგ­რძე­ლო. რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტს გან­ვი­ხი­ლავ, მათ შო­რის, უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. ცხოვ­რე­ბა სი­ურ­პრი­ზე­ბი­თაა სავ­სე და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის გახ­სნი­ლი ვი­ყო! ეს ბევრ რა­მეს აად­ვი­ლებს...“- ამ­ბობს ნი­კა, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია „ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ობა“ დიდ ას­პა­რეზ­ზე გა­იყ­ვანს და წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლებს მი­სი­ას ქვეყ­ნის ევ­რო­პე­იზ­აცი­ის პრო­ცეს­ში.

თარიღი: 06/12/2021