საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნი­ნო ჩი­ქო­ვა­ნი: ბევ­რი რამ გა­და­ფას­დე­ბა და შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა კულ­ტუ­რის ძი­რი­თად მა­ხა­სი­ათ­ებ­ლებს ეს არ შე­ეხ­ება

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის კულ­ტუ­რის კვლე­ვე­ბის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ნი­ნო ჩი­ქო­ვა­ნი:

 

– ვი­რუს­მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს თავს და­ატყდა, სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სი. სულ რომ სადღაც გვეჩ­ქა­რე­ბო­და, ტრან­სპორ­ტის დაგ­ვი­ან­ებ­აზე და სა­ცო­ბებ­ზე ვწუ­წუ­ნებ­დით, მან­ქა­ნე­ბით გა­დატ­ვირ­თულ ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ობ­ის­ათ­ვის ხელ­საყ­რელ დროს ვარ­ჩევ­დით და სუნ­თქვა გვი­ჭირ­და ჰა­ერ­ის და­ბინ­ძუ­რე­ბის გა­მო, ახ­ლა, ძი­რი­თა­დად, შინ ვართ. ვი­საც გაგ­ვი­მარ­თლა და, ჩვე­ნი საქ­მი­ან­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, უქ­მად და უს­ახ­სროდ (ჯერ) არ დავ­რჩით, ვცდი­ლობთ, მო­ვერ­გოთ შეზღუდ­ვებს და ახ­ალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ზო­გი ურ­ჩობს, ზო­გი ში­შობს, ზო­გი სიმ­შვი­დეს ინ­არ­ჩუ­ნებს — გა­რეგ­ნუ­ლად მა­ინც, ნა­წი­ლი საფ­რთხეს სო­ფელ­ში ემ­ალ­ება, სხვე­ბი უცხო ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩნენ და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ. ყვე­ლა ვე­ლო­დე­ბით ახ­ალ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ავ­ად­ებ­ულ­თა და გან­კურ­ნე­ბულ­თა შე­სა­ხებ, მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­დან კი არა — მსოფ­ლი­ოდ­ან. ეჭ­ვით და იმ­ედ­ით გან­ვი­ხი­ლავთ სა­მე­დი­ცი­ნო სი­ახ­ლე­ებს, ვკა­მა­თობთ, ვმსჯე­ლობთ. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­იც­ვა­ლა.

მო­ულ­ოდ­ნელ, სწრაფ, მკვეთრ და წარ­მო­უდ­გე­ნელ ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უეც­რად ატყდე­ბა თავს სა­ზო­გა­დო­ებ­ას და ძი­რე­ულ­ად ცვლის მი­სი ცხოვ­რე­ბის წესს, მეც­ნი­ერ­ები კო­ლექ­ტი­ურ ან კულ­ტუ­რულ ტრავ­მას უწ­ოდ­ებ­ენ. ად­ამი­ან­ები და სა­ზო­გა­დო­ებ­ები ამ­გვა­რი ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის მზად არ არი­ან. ჩნდე­ბა ბევ­რი კითხვა, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ცხოვ­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს შე­ეხ­ება. იწყე­ბა გა­მო­სავ­ლის ძი­ება, რა­საც დრო სჭირ­დე­ბა. რო­გორც წე­სი, ტრავ­მა, ბო­ლოს და ბო­ლოს, და­იძ­ლე­ვა, თუმ­ცა ღრმა კვალს ტო­ვებს ად­ამი­ან­თა ცნო­ბი­ერ­ებ­აში.

ყვე­ლა­ზე პე­სი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბილ­ნიც კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ ეს პან­დე­მი­აც რო­დეს­მე დას­რულ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა არც ძა­ლი­ან გვი­ან, ან იმ­აზე გვი­ან, ვიდ­რე ვი­სურ­ვებ­დით. რა იქ­ნე­ბა მე­რე? რო­გორც ხში­რად წე­რენ, მსოფ­ლიო აღ­არ­ას­ოდ­ეს იქ­ნე­ბა ის­ეთი, რო­გო­რიც აქ­ამ­დე იყო. ძნე­ლია თქმა, რო­გორ სა­ხეს მი­იღ­ებს იგი. ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ ბევ­რი რამ დაგ­ვა­ნა­ხა, მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ტი­კის, ეკ­ონ­ომ­იკ­ის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. მაგ­რამ ეს ჩე­მი კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­რო არ არ­ის. რაც შე­ეხ­ება კულ­ტუ­რას: მკა­ფი­ოდ და­ვი­ნა­ხეთ, რა მჭიდ­როდ ვართ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუთხის ად­ამი­ან­ები, რო­გორ გვი­ჭირს ცალ-ცალ­კე პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და რამ­დე­ნად აუც­ილ­ებ­ელია ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბა — გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­ის თუ ფი­ზი­კუ­რი თა­ნად­გო­მის თვალ­საზ­რი­სით. ჩვენს კულ­ტუ­რა­ში, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­აში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც გა­მოვ­ლინ­და: ის, რომ დიდ დროს ვან­დო­მებთ ვი­თა­რე­ბის სე­რი­ოზ­ულ­ობ­ის გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ას.

სა­ზო­გა­დო­ებ­ის არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­წილს სჯე­რა, რომ არც ვი­რუ­სი და არც მი­სით გა­მოწ­ვე­ული შეზღუდ­ვა მას არ ეხ­ება; რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკ­ის­რია სხვას — ყვე­ლას, მის გარ­და; ან კი­დევ — რომ ყვე­ლა­ფე­რი „სადღაც“ უჩ­ვე­ნოდ წყდე­ბა და მა­ინც ვე­რა­ფერს შევ­ცვლით; ის­იც და­ვი­ნა­ხეთ, რომ სტე­რე­ოტ­იპ­ები ჯერ კი­დევ სე­რი­ოზ­ულ­ად უშ­ლის ხელს ჩვენ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ერ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ამ მხრივ სე­რი­ოზ­ული მუ­შა­ობა გვმარ­თებს ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით (მათ შო­რის, უპ­ირ­ვე­ლე­სად, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს).

ამ­ავე დროს, არ­ან­აკ­ლე­ბად გა­მოჩ­ნდა ის მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც ვა­მა­ყობთ: თა­ნად­გო­მის უნ­არი, სო­ლი­და­რო­ბის გან­ცდა, საქ­მი­სად­მი სე­რი­ოზ­ული და მა­ღალ­პრო­ფე­სი­ული მიდ­გო­მა, მა­თი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი, ვი­საც ძა­ლი­ან უჭ­ირს, უფ­რო სწო­რად — არა მარ­ტო სურ­ვი­ლი, არ­ამ­ედ დახ­მა­რე­ბის ფორ­მი­სა და სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის მო­ძებ­ნა-გა­მო­ყე­ნე­ბაც. ერ­თი მხრივ, სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცი­ის დაც­ვის აუც­ილ­ებ­ლო­ბა, უშუ­ალო კონ­ტაქ­ტებ­ზე უარ­ის თქმა გაგ­ვი­ჭირ­და, მე­ორე მხრივ — ჩვე­ნი ოჯ­ახ­ურ-ნა­თე­სა­ური და მე­გობ­რულ-მე­ზობ­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის სიმ­ტკი­ცე, ახ­ლობ­ლე­ბის იმ­ედი, მათ­თვის შფოთ­ვი­სა და წუ­ხი­ლის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მო­ნატ­რე­ბის გა­ზი­არ­ებ­ის, ერ­თმა­ნე­თის გამ­ხნე­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სე­რი­ოზ­ულ­ად გვეხ­მა­რე­ბა სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში. უჩ­ვე­ულო ვი­თა­რე­ბამ ჩვენს საქ­მე­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც დაგ­ვა­ნა­ხა. მა­გა­ლი­თად, თავ­და­პირ­ვე­ლად ცო­ტა დაგ­ვაფ­რთხო სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის აუც­ილ­ებ­ლო­ბამ, მაგ­რამ რო­ცა და­ვიწყეთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი რამ მო­მა­ვალ­შიც — რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ივ­ლის და ჩვე­ულ­ებ­რივ რე­ჟიმს და­ვუბ­რუნ­დე­ბით — შე­იძ­ლე­ბა მშვე­ნივ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

შე­იც­ვლე­ბა ჩვე­ნი კულ­ტუ­რა? ვფიქ­რობ, არ­სე­ბი­თად არა. რო­გორც კულ­ტუ­რის ერ­თი ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი, გე­ერტ ჰოფ­სტე­დე აღ­ნიშ­ნავ­და, კულ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ზე­და­პირ­ზე ბო­ბოქ­რობს, კულ­ტუ­რის ღრმა შრე­ები კი გა­ცი­ლე­ბით მდგრა­დია. კულ­ტუ­რე­ბი მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის ცვლი­ლე­ბას, მაგ­რამ მი­სი ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სა­კითხებს გან­საზღვრავს და რო­მელ­საც ჰოფ­სტე­დე „სო­ცი­ალ­ური თა­მა­შის კრე­ბულს“ უწ­ოდ­ებს, თა­ობ­იდ­ან თა­ობ­ას გა­და­ეც­ემა და კულ­ტუ­რა­თა შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­თა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ალ­ბათ, ამ­ჯე­რა­დაც, ის­ევე რო­გორც ბევ­რჯერ ად­რე, სხვა­დას­ხვა გან­საც­დე­ლის — ომ­ებ­ის, რე­ვო­ლუ­ცი­ებ­ის, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი თუ ად­ამი­ან­ის მი­ერ გა­მოწ­ვე­ული კა­ტას­ტრო­ფე­ბის — შემ­დეგ ბევ­რი რამ გა­და­ფას­დე­ბა და შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, კულ­ტუ­რის ძი­რი­თად მა­ხა­სი­ათ­ებ­ლებს ეს არ შე­ეხ­ება.

 მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 07/04/2020