საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნი­ნო და თა­მარ ჯორ­ბე­ნა­ძე­ებ­ის პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­ში

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს, 1 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს — თა­ნამ­შრო­მელ პრო­ფე­სორ­თა შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს თა­ვი და­ამ­ახ­სოვ­როს იმ­ით, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში მათ შე­სა­ხებ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი — და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ბავ­შვო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ამ­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. „პრე­სა­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ“ — ეტყვის დე­და, მა­მა, ბა­ბუა ან ბე­ბია პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს და „ამ პო­პუ­ლა­რო­ბის“ ხიბ­ლით, ვინ იც­ის, რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი დად­გნენ... ასე რომ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს ჩვენ მათ უფ­ლე­ბას შე­ვე­ხე­ბით — წარ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

 

რე­ზო ჯორ­ბე­ნა­ძე გვიყ­ვე­ბა: „მყავს ორი შვი­ლი: ნი­ნო და თა­მარ ჯორ­ბე­ნა­ძე­ები. ნი­ნო 9 წლის ხდე­ბა აგ­ვის­ტო­ში, თა­მა­რი 7 წლის გახ­და. და­ბა­დე­ბის დღე ოჯ­ახ­ურ წრე­ში გა­და­ვი­ხა­დეთ. მარ­თა­ლია, ეწყი­ნა, რომ მე­გობ­რე­ბი ვერ და­პა­ტი­ჟა, მაგ­რამ ინ­ტერ­ნე­ტით ბევ­რი მო­ლოც­ვა მი­იღო. თა­კო პირ­ველ­კლა­სე­ლია, სწავ­ლობს გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში, ჰყავს კარ­გი დამ­რი­გე­ბე­ლი და, სა­ერ­თოდ, უყ­ვარს და მოს­წონს სკო­ლის სი­ტუ­აცია. თა­კო კარ­გად ხა­ტავს. მი­სი თქმით, სურს — მხატ­ვა­რი გა­მო­ვი­დეს.

 

ნი­ნოს რაც შე­ეხ­ება, იგ­ივე სკო­ლა­ში სწავ­ლობს მე­სა­მე კლას­ში. ჰყავს ბევ­რი მე­გო­ბა­რი, რომ­ლებ­თა­ნაც კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პი­რო­ბებ­ში ურ­თი­ერ­თო­ბას ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით ახ­ერ­ხე­ბა. ამ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, მა­ინც ენ­ატ­რე­ბა მათ­თან შეხ­ვედ­რა და თა­მა­ში. ერ­თხელ ქუ­ჩა­ში ვსე­ირ­ნობ­დით ოჯ­ახი და მო­ითხო­ვა მის კლა­სელს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით. სამ­წუ­ხა­როდ, კლა­სე­ლი სახ­ლში არ იყო. გუ­ლი დაწყდა. ნი­ნო და­მა­ტე­ბით და­დის მსა­ხი­ობ მა­რი­ამ ჯო­ლო­გუ­ას თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­აში „ET CETERA“. შე­მოდ­გო­მა­ზე პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი დად­გეს და თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ით­ამ­აშ­ეს. სი­მარ­თლე უნ­და ით­ქვას, რომ ბავ­შვებ­მა დაძ­ლი­ეს კა­რან­ტი­ნით გა­მოწ­ვე­ული დაბ­რკო­ლე­ბა და ელ­ექ­ტრო­ნულ სწავ­ლე­ბას წარ­მა­ტე­ბით არ­თმე­ვენ თავს. ეს მა­თი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო კომ­პი­უტ­ერ­თან ას­ეთი სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბის. მე და ჩე­მი მე­უღ­ლე – ნა­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი ყო­ველ დღე ვცდი­ლობთ, ბავ­შვებს შე­ვუქ­მნათ ბედ­ნი­ერი და სა­ხა­ლი­სო გა­რე­მო, რა­თა დაძ­ლი­ონ კა­რან­ტი­ნით გა­მოწ­ვე­ული იზ­ოლ­აცი­ის სირ­თუ­ლე“.

თარიღი: 31/05/2020