საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნეოგრეცისტიკა საქართველოში

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

18 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ოგ­რე­ცის­ტთა ას­ოცი­აცი­ის მე­ოთხე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია — „ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ — გა­იხ­სნა. კონ­ფე­რენ­ცია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, 1821 წლის სა­ბერ­ძნე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის 200 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და. ონ­ლა­ინ სა­მეც­ნი­ერო ფო­რუმ­ზე მოხ­სე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ბერ­ძნე­თის და თურ­ქე­თის სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სუ­რამ და დოქ­ტო­რან­ტებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს.

 

„სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ოგ­რე­ცის­ტთა ას­ოცი­აცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბერ­ძნე­თი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ ვაწყობთ კონ­ფე­რენ­ცი­ებს, გა­მო­ფე­ნებს, ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კლა­სი­კუ­რი ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­თან. თსუ-ის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის გარ­და, სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ილი­ას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, კა­პო­დის­ტრი­ას­ის სა­ხე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, პი­რე­ოს­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, პატ­რის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, თურ­ქე­თის ბო­ღა­ზი­ჩის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ეს კონ­ფე­რენ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჩვე­ნი დარ­გის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ერო პლატ­ფორ­მაა. კონ­ფე­რენ­ცია ჩვე­ნი კო­ლე­გის, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ოგ­რე­ცის­ტთა ას­ოცი­აცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­კა ქა­მუ­შა­ძის ხსოვ­ნას ეძ­ღვნე­ბა“, — აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ოგ­რე­ცის­ტთა ას­ოცი­აცი­ის გამ­გე­ობ­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ანა ჩი­ქო­ვა­ნი.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ოგ­რე­ცის­ტთა ას­ოცი­აცია ევ­რო­პის ნე­ოგ­რე­ცის­ტთა ას­ოცი­აცი­ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ანი წვე­რია. სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის ხელ­შეწყო­ბის გარ­და, ას­ოცი­აცი­ის საქ­მი­ან­ობ­ის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო წარ­მო­ად­გენს. ამ მიზ­ნით ტარ­დე­ბა სინ­ქრო­ნუ­ლი თარ­გმა­ნის კურ­სე­ბი, სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ები... თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწ­ევს პრო­ექ­ტს „ბერ­ძნუ­ლი ენა სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში“. ნე­ოგ­რე­ცის­ტთა ას­ოცი­აცია თსუ-სთან ერ­თად ამ პრო­ექ­ტის­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კურ­სდამ­თა­რე­ბუ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ოგ­რე­ცის­ტთა ას­ოცი­აცი­ის მე­ოთხე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია — „ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ – 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ახ­ალი კვლე­ვე­ბი კრე­ბუ­ლის სა­ხით გა­მო­იც­ემა.

თარიღი: 21/11/2021