საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნატა ასათიანი: მინდა მოვუწოდო სტუდენტებს, დროულად დაუბრუნდნენ სტუდენტურ ცხოვრებას

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნა­ტა ას­ათი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ეთ­ერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტის კითხვებს უპ­ას­უხა და გა­მო­ეხ­მა­ურა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს.

 

— შემ­თხვე­ვა, რომ ას­ეთი ფორ­მით და­ეკ­ავ­ებ­ინ­ოთ რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტი, მე არ მახ­სენ­დე­ბა, მეც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მაქ­ვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. რა­ტომ მი­ვიდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ამ­დე? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?

 

ნა­ტა ას­ათი­ანი: სა­ნამ კითხვას გავ­ცემ პა­სუხს, პა­ტა­რა კო­მენ­ტა­რი მინ­და გა­ვა­კე­თო. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხრა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­მაც გმი­რუ­ლად აიტ­ან­ეს ის, რაც მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ, სამ­წუ­ხა­როდ, იხ­ილა. აქ­ვე ვე­უბ­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­ას­აც დიდ მად­ლო­ბას, რომ ღი­ად გა­მო­ხა­ტეს თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია. მინ­და მო­ვუ­წო­დო სტუ­დენ­ტე­ბის იმ მცი­რე ჯგუფს, რომ­ლე­ბიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კორ­პუს­ში ათ­ევ­ენ ღა­მე­ებს, და­უბ­რუნ­დნენ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის­თვის შე­სა­ფე­რის ქმე­დე­ბებს, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბას და მო­ემ­ზა­დონ გა­მოც­დე­ბის­თვის. გა­მოც­დე­ბი ერთ კვი­რა­ში იწყე­ბა. მას კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ უხ­დე­ბა მღელ­ვა­რე­ბა.

 

— და მა­ინც, რა­ტომ მი­ვიდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ამ­დე?

 

ნა­ტა ას­ათი­ანი: სტუ­დენ­ტე­ბის ერთ-ერ­თი მოთხოვ­ნა გახ­ლდათ გა­მოც­დე­ბის ონ­ლა­ინ ჩა­ბა­რე­ბა და ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ითხოვ­დნენ რექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რას. დღეს ვრცელ­დე­ბა, და მეც გა­და­ვაწყდი სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მათ არ მო­უს­მი­ნა, არ აუხ­სნა, არ შეს­თა­ვა­ზა გა­მო­სავ­ლის ერ­თად ძი­ება... ეს არ­ის ტყუ­ილი, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბის ეს ჯგუ­ფი ავ­რცე­ლებს. შეხ­ვედ­რის და მათ­თან დი­ალ­ოგ­ის პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა. ამ ჯგუფს, და­ახ­ლო­ებ­ით, ოც­ჯერ შეხ­ვდნენ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი, შე­იძ­ლე­ბა მეტ­ჯე­რაც, უბ­რა­ლოდ, ჩვენ არ დაგ­ვით­ვლია. ორ­ჯერ შეხ­ვდა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი. ის­იც ით­ქვა, რომ რექ­ტო­რი მათ არ ხვდე­ბო­და და უკ­ანა კა­რე­ბი­დან გა­დი­ოდა. არც ერ­თხელ რექ­ტო­რი უკ­ანა კა­რი­დან არ გა­სუ­ლა და, მით უფ­რო, არ გა­ვა არ­ას­დროს, რო­ცა საქ­მე ეხ­ება სტუ­დენ­ტს. ბო­ლო შეხ­ვედ­რა ისე დას­რულ­და, სამ­წუ­ხა­როდ, რომ თა­ვად სტუ­დენ­ტებ­მა უთხრეს რექ­ტორს: „ჩვენ და­ვამ­თავ­რეთ თქვენ­თან სა­უბ­არიო“. ამ რე­ჟიმ­ში კი, რა­საც ახ­ლა ვუ­ყუ­რებთ კად­რებ­ში, სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლია. დი­ალ­ოგი არ არ­ის მხო­ლოდ ერ­თი მხრი­დან ყვი­რი­ლი, მხო­ლოდ შე­ურ­აცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა პრო­ფე­სუ­რი­სათ­ვის, დე­კა­ნის­თვის და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ავ­ად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ იმ სა­ღა­მოს, რად­გან ცუ­დად გახ­დნენ. ამ რე­ჟიმ­ში სა­უბ­არი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

 

— სტუ­დენ­ტებ­მა ბო­დი­ში მო­იხ­ად­ეს იმ მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო, რაც გან­ვი­თარ­და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, თუმ­ცა, მა­თი აზ­რით, პრობ­ლე­მა მა­ინც დგას და აწ­უხ­ებთ რა­ღაც, რი­სი გა­დაჭ­რაც ვერ ხერ­ხდე­ბა..

 

ნა­ტა ას­ათი­ანი: ბო­დიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ შე­იძ­ლე­ბა, და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს პო­ზი­ცი­ას. მეც მო­ვის­მი­ნე მა­თი გან­ცხა­დე­ბა, რომ მათ არ უნ­დო­დათ ას­ეთი რამ და შემ­თხვე­ვით მოხ­და, რომ შეჭ­რის ეს ფორ­მა მი­უღ­ებ­ელია მათ­თვი­საც. მე, ამ შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას წარ­მო­ვად­გენ, არ ვარ გა­რე ექ­სპერ­ტი, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ში სრუ­ლად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი და უნ­და ვთქვათ, რომ ეს არ იყო ერ­თჯე­რა­დი შემ­თხვე­ვი­თი იერ­იში. ამ შეჭ­რას წინ უძ­ღო­და კან­ცე­ლა­რი­აში შეჭ­რა, შემ­დეგ რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ოთ­ახ­ში შეჭ­რა, და­ბო­ლოს, პა­რას­კე­ვის მოვ­ლე­ნე­ბი... ჩვენ გვაქ­ვს კად­რე­ბი, რო­გორ ესა­უბ­რე­ბი­ან ას­აკ­ოვ­ან ად­ამი­ან­ებს, გვაქ­ვს კად­რე­ბი, გვაქ­ვს რა ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი სხვა­დას­ხვა რაიონიდან ჩა­მო­სუ­ლი პი­რე­ბი, რო­მელ­თა იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც მო­ვახ­დი­ნეთ. მათ მი­მართ იყო მო­წო­დე­ბე­ბი — მო­დით, დღეს, პა­რას­კევს, უნ­და ვი­ყოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შემ­ტევ­ნი, რომ ავ­იღ­ოთ რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტი.

 

— სტუ­დენ­ტებს ოთხი მოთხოვ­ნა აქ­ვთ: 1. სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, 2 რექ­ტო­რის გა­დად­გო­მა 3. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბი­უჯ­ეტ­ის აუდ­იტი 4. გა­მოც­დის ონ­ლა­ინ ჩა­ტა­რე­ბა...

 

ნა­ტა ას­ათი­ანი: და­ვიწყოთ სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლით, ერ­თი თუ ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც აქ­ვს სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი. მე ხში­რად მე­კითხე­ბი­ან, შენს შვილს აცხოვ­რებ­დი თუ არა ას­ეთ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­შიო და ვპა­სუ­ხობ — კი, ვაცხოვ­რებ­დი. მეც მიცხოვ­რია გა­ცი­ლე­ბით ცუდ პი­რო­ბებ­ში, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, ლი­სის სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლია. არ­ცერ­თი ქვეყ­ნის არ­ცერ­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ მო­იძ­ებ­ნე­ბა დე­და­მი­წა­ზე, რომ ჰქონ­დეს იმ­დე­ნი ად­გი­ლი სტუ­დენ­ტურ საცხოვ­რებ­ლებ­ში, რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი და რამ­დე­ნი მოთხოვ­ნაც არ­ის. ეს არ­ის სტუ­დენ­ტო­ბის თან­მდე­ვი პრობ­ლე­მა.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს აქ­ვს ორი სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბე­ლი. მათ­გან ბა­გე­ბის სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ობაა და ამ­ას­აც თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქ­ვს. ეს შე­ნო­ბე­ბი 2018 წელს გად­მო­ეცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. ამ­ის თა­ობ­აზე სამ­ხა­რა­ულ­ის დას­კვნაც გვაქ­ვს. იქ რე­მონ­ტი ან გა­მაგ­რე­ბა ვერ გა­ვა­კე­თეთ იმ­იტ­ომ, რომ აზ­რს კარ­გავ­და თან­ხობ­რი­ვად და მა­შინ გა­დაწყდა ახ­ალი, 3500 სტუ­დენ­ტზე გათ­ვლი­ლი საცხოვ­რებ­ლის აშ­ენ­ება. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა, რო­გორც ბევრ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, აქ­აც გა­მო­იჩ­ინა პო­ზი­ცია და თქვა, რომ თა­ვის მი­წა­ზე ააშ­ენ­ებ­და სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელს, რო­მელ­საც სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბიც გა­მო­იყ­ენ­ებ­დნენ. 2012 წელს, პრე­მი­ერ­ის ინ­იცი­ატ­ივ­ით, და­იწყო და დას­რულ­და ლის­ზე სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. ის დღე­საც ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს და თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი დღე­საც არ­ის. სხვა­თა შო­რის, სამ­ჯერ გა­მო­ვაცხა­დეთ რე­გის­ტრა­ცია ამ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ზე და ათე­ულ­ობ­ით ად­გი­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი.

 

— მა­შინ რო­გორ ხსნით სტუ­დენ­ტე­ბის ას­ეთ რე­აქ­ცი­ას?

 

ნა­ტა ას­ათი­ანი: მო­დით, ასე ვთქვათ — ჩვენ ვსა­უბ­რობთ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქ­ვს, ეს არ არ­ის ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი, ეს არ­ის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე, რო­მელ­საც თა­ვი­სი წე­სე­ბი აქ­ვს. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ნათ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბის კომ­პო­ნენ­ტი არ­ის გა­მოც­და და ამ­აზე არ­ავ­ინ ვდა­ვობთ. დღეს ერ­თი-ორ­ჯერ გაკ­ვრით მო­ვის­მი­ნე: — რა მოხ­და, იყ­ოს ონ­ლა­ინ გა­მოც­და, ას­ეც შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ან­ად შე­ფას­დეს ცოდ­ნაო. მე მეს­მის, რომ არ მოგ­ვწონს შე­და­რე­ბებს რომ ვა­კე­თებთ, მაგ­რამ გვი­წევს, გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ, თუ ჩვენ გა­ნათ­ლე­ბა­სა და მეც­ნი­ერ­ებ­აზე ვლა­პა­რა­კობთ, ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­აც იქ­ვეა, რი­თაც ვა­მა­ყობთ. ჩვენ ერ­თი­ანი ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის ნა­წი­ლი ვართ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის და კვლე­ვის თვალ­საზ­რი­სით და რაც ხდე­ბა იქ, ეს ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, რაც კი გა­გი­გი­ათ, ოქ­სფორ­დი, კემ­ბრი­ჯი, ტარ­ტუ და სხვა, თან­ხმდე­ბა იმ­აზე, რომ ონ­ლა­ინ გა­მოც­და არ არ­ის ეფ­ექ­ტუ­რი.

 

— სტუ­დენ­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას გა­ვახ­მო­ვა­ნებ — მა­თი აზ­რით, შუა სას­წავ­ლო წელ­ში, რო­დე­საც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ონ­ლა­ინ სწავ­ლა, ძნე­ლია უც­ებ გად­მოს­ვლა სააუდიტორიო მე­ცა­დი­ნე­ობ­ებ­ზე. გარ­და ამ­ისა, რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ინ­იდ­ან ჩა­მო­სულ­თა რა­ოდ­ენ­ობ­ამ­აც შეც­ვა­ლა და­ქი­რა­ვე­ბის ბა­ზარ­ზე მდგო­მა­რე­ობა...

 

ნა­ტა ას­ათი­ანი: მო­გახ­სე­ნებთ, მეც ამ ქვეყ­ნის შვი­ლი ვარ, მეც ამ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ და ჩემ­თვი­საც არ არ­ის უცხო ის სო­ცი­ალ­ური ფო­ნი, რა­ზეც სტუ­დენ­ტე­ბი აპ­ელ­ირ­ებ­ენ. რო­გორც კი მოგ­ვცა სა­შუ­ალ­ება რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა, ჩვენ დათ­ქმით ვა­და მი­ვე­ცით რაიონიდან ჩა­მო­სულ სტუ­დენ­ტებს, რომ ეს­არ­გებ­ლათ ამ ვა­დით და ექ­ირ­ავ­ებ­ინ­ათ ბი­ნე­ბი. ჩა­მო­ვიდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი და ეს­წრე­ბი­ან ლექ­ცი­ებს. რას ვპა­სუ­ხობთ ამ ათი­ათ­ას­ობ­ით სტუ­დენ­ტს, რომ­ლებ­საც უნ­დათ სააუდიტორიო სწავ­ლე­ბა და გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა?

 

— რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტი და­კა­ვე­ბუ­ლია. რას აპ­ირ­ებს ად­მი­ნის­ტრა­ცია?

 

ნა­ტა ას­ათი­ანი: ად­მი­ნის­ტრა­ცია, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აპ­ირ­ებს გა­მოც­დე­ბის წყნარ, მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბას. სა­გა­მოც­დო ცხრი­ლე­ბი იდ­ება. პრო­ცე­სი მი­დის შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა ელ­ექ­ტრო­ნულ საქ­მის წარ­მო­ებ­აზეა გა­და­სუ­ლი. ამ­იტ­ომ­აც ერ­თი წუ­თით არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება და მუ­შა­ობა. გარ­და ამ­ისა, მინ­და მო­ვუ­წო­დო სტუ­დენ­ტებს, დრო­ულ­ად და­უბ­რუნ­დნენ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას.

 

— გა­რე ჩა­რე­ვა არ იქ­ნე­ბა?

 

ნა­ტა ას­ათი­ანი: გა­რე ჩა­რე­ვას რას ეძ­ახ­ით, არ ვი­ცი. არ­სე­ბობს ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი და ამ ქმე­დე­ბებ­ზე რე­აგ­ირ­ება იქ­ნე­ბა ფა­კულ­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე. გა­მო­კითხვა­ზე იყ­ვნენ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ზი­ან­დნენ იმ სა­მარ­ცხვი­ნო მოვ­ლე­ნე­ბის დროს. და­ნარ­ჩენ დე­ტა­ლებ­ზე მე არ ვი­სა­უბ­რებ. ყვე­ლა­ფერს გა­დაწყვე­ტენ ფა­კულ­ტე­ტე­ბი.

თარიღი: 13/06/2022