საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მულტილინგვური განათლება – გამოსავალი?

მაია ტო­რა­ძე

 

რო­გორ უნ­და მი­აწ­ოდო ქარ­თუ­ლი ენ­ის სირ­თუ­ლე არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებს? რა პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს მულ­ტი­ლინ­გვუ­რი სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით? რა გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვთ უცხო­ელ პრაქ­ტი­კოს პე­და­გო­გებს და რო­გო­რია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კლა­სის მარ­თვის სპქცი­ფი­კა? — ეს იყო სა­კითხე­ბი, რო­მელ­ზეც ისა­უბ­რეს მე­ოთხე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აზე: „მე­ორე ენ­ის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბა მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში“, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­იხ­სნა.

 

„მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობს, ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თუ­ლის, რო­გორც სწავ­ლე­ბის ენ­ად შე­ტა­ნას სკო­ლებ­ში და სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის აკ­ად­ემი­ური ფუნ­ქცი­ის არე­ალ­ის გაზ­რდას. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 30 სკო­ლა­ში უკ­ვე და­იწყეს მულ­ტი­ლინ­გვუ­რი სწავ­ლე­ბა. ეს ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა იმ უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ონ­ებ­ში არ­სე­ბობს. ეს პრობ­ლე­მა არ­ის სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის არ­ცოდ­ნა ან და­ბალ დო­ნე­ზე ცოდ­ნა.

 

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში თუ უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ენ­ად გა­მო­იყ­ენ­ება მე­ორე, ანუ მშობ­ლი­ური ენა. მა­გა­ლი­თად, სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მთლი­ან­ად სომ­ხუ­რად სწავ­ლო­ბენ და ქარ­თუ­ლი ის­წავ­ლე­ბა, რო­გორც მე­ორე ენა. მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ქარ­თულს კვი­რა­ში 5–5 სა­ათი ეთ­მო­ბა, მაგ­რამ ენა ის­წავ­ლე­ბა ისე, რო­გორც, ჩვე­ულ­ებ­რივ, სა­გა­ნი – ანუ ქარ­თულ ენ­აზე კი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლე­ბა, არ­ამ­ედ იმ ენ­აზე, რო­მელ­ზეც ზო­გა­დად სწავ­ლო­ბენ. ჩვენ კი ვი­ცით, რომ ას­ეთი ტი­პის სწავ­ლე­ბით ენ­ის ცოდ­ნა და აქ­ტი­ური გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბით ინ­გლი­სურ ენ­ას ხომ ვერ სწავ­ლობ? – ვერ ნა­ხავთ ად­ამი­ანს, რო­მე­ლიც ამ ცოდ­ნით ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კობს, ამ­იტ­ომ უცხო­ეთ­ის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩვენ­თა­ნაც და­იწყო მულ­ტი­ლინ­გვუ­რი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გვა, რა­შიც ამ კონ­ფე­რენ­ცებ­საც აქ­ვს შე­ტა­ნი­ლი თა­ვი­სი წვლი­ლი – 2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკ­ვე მე­ოთხედ ვი­ხი­ლავთ ამ თე­მა­ტი­კას და გარ­კვე­ული ძვრე­ბი უკ­ვე არ­ის.

 

ეს იყო ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის ძი­რი­თა­დი თე­მა­ტი­კა და მი­ხა­რია, რომ მას დი­დი გა­მოხ­მა­ურ­ება ჰქონ­და სერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხრი­დან, აქ ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა პრე­აქ­ტკო­სებ­მა სწავ­ლე­ბის თა­ვი­ან­თი მე­თო­დო­ლო­გია გა­აც­ნეს კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, ას­ევე გა­იზი­არ­ეს უცხო­ელი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა“, – გვითხრა თსუ–ის პრო­ფე­სორ­მა კა­ხა გა­ბუ­ნი­ამ.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო გა­ნე­ხი­ლა და ერ­თი­ან კონ­ცეფ­ცი­ად ჩა­მო­ეყ­ალ­იბ­ებ­ინა ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ სპე­ცი­ალ­ის­ტთა ნა­აზ­რე­ვი მე­ორე ენ­ის სწავ­ლე­ბის, მიდ­გო­მე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ებ­ის თა­ობ­აზე მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში, 17 ქვეყ­ნის მეც­ნი­ერ­ებ­თან და პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ქარ­თვე­ლი პრაქ­ტი­კო­სე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მათ ერ­თმა­ნეთს გა­უზი­არ­ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რა მე­თო­დო­ლო­გი­ით სჯობს ენ­ის სწავ­ლე­ბა და რო­გორ უნ­და და­ინ­ერ­გოს მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ან­ად ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ეს უკ­ვე და­ნერ­გი­ლია ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის ცოდ­ნის პრობ­ლე­მა აღ­არ დგას.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ: თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ვილ­ნი­უს­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (ლიტ­ვა) და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ისა და ერ­ოვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტრი. კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მუ­შაო თე­მე­ბი იყ­ოს: მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის თე­ორია და პრაქ­ტი­კა; ენ­ისა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა (CLIL); ენ­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვა და მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მე­ორე ენ­ის სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით; მე­ორე/უცხო ენ­ის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი და სტრა­ტე­გი­ები; ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი/დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ას­პექ­ტე­ბი და მულ­ტი­მე­დია მე­ორე ენ­ის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში; ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი/მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ას­პექ­ტე­ბი; მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კლა­სის მარ­თვა და ენ­ის სწავ­ლე­ბა; ენ­ის სწავ­ლე­ბის სო­ცი­ოკ­ულ­ტუ­რუ­ლი და პრაგ­მა­ტუ­ლი ას­პექ­ტე­ბი.

 

თარიღი: 17/10/2021