საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მსოფლიოს 500 გამოჩენილ მეცნიერთა შორის მისი სახელიცაა

ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძის ხსოვ­ნას

 

სულ ცო­ტა ხნის წინ ჟურ­ნალ ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­აში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბის შე­დე­გე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­თვის, თსუ-ის ემ­ერ­იტ­უსი პრო­ფე­სო­რის, ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძის სა­ხე­ლიც ჩარ­თეს იმ მეც­ნი­ერ­თა სი­აში, რო­მე­ლიც 2020 წელს მარ­სზე გა­იგ­ზავ­ნა. დღეს კი ამ დიდ მეც­ნი­ერ­სა და პი­როვ­ნე­ბა­ზე წარ­სულ დრო­ში გვი­წევს სა­უბ­არი.

 

ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძე იმ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტელ­თა რი­გებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და, რომ­ლებ­მაც ამ კედ­ლებ­ში ფე­ხის შე­მოდ­გმი­დან უკ­ან­ას­კნელ ამ­ოს­უნ­თქვამ­დე უერ­თგუ­ლეს მეც­ნი­ერ­ებ­ას, სტუ­დენ­ტს და უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. სულ ბო­ლო ხან­საც ნა­ხავ­დით მას დე­რე­ფან­ში ენ­ერ­გი­ულ­ად მი­მა­ვალს, ბო­ლომ­დე აქ­ტი­ური იყო, რო­გორც მეც­ნი­ერი და პე­და­გო­გი და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც აკ­ვირ­დე­ბო­და ად­ამი­ან­ის შე­უც­ნო­ბელ ორ­გა­ნიზ­მს და თა­ვი­სი წვლი­ლი შეჰ­ქონ­და თა­ვის ტვი­ნის თუ მეხ­სი­ერ­ებ­ის ბი­ოქ­იმი­ური მე­ქა­ნიზ­მე­ბის შეს­წავ­ლა­ში. მი­სი უკ­ან­ას­კნე­ლი სა­მეც­ნი­ერო ინ­ტე­რე­სი ას­ტრო­ბი­ოლ­ოგია იყო. მან მარ­სის გრუნ­ტის კვლე­ვებ­შიც შე­იტ­ანა მცი­რე წვლი­ლი.

 

ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძემ თბი­ლი­სის სახ­ლმწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბი­ოლ­ოგი­ის ფა­კულ­ტე­ტი 1959 წელს და­ამ­თავ­რა. 1973 წლი­დან და­იწყო პე­და­გო­გი­ური საქ­მი­ან­ობა და მთე­ლი სი­ცოცხლე მო­მა­ვა­ლი ბი­ოლ­ოგ­ებ­ისა და ბი­ოქ­იმ­იკ­ოს­ებ­ის აღ­ზრდას შე­ალია. 1978 წელს და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე: "თა­ვის ტვი­ნის ინ­ტეგ­რა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის მო­ლე­კუ­ლუ­რი და უჯ­რე­დუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი". 1973-2007 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბი­ოქ­იმი­ისა და ბი­ოტ­ექ­ნო­ლო­გი­ის კა­თედ­რის გამ­გე; 2000 წლი­დან – თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნი­სა და ბი­ოლ­ოგი­ის სპე­ცი­ალ­ობ­ებ­ის სა­მეც­ნი­ერო და სას­წავ­ლო საქ­მი­ან­ობ­ებ­ის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის კონ­სულ­ტან­ტი; 1999 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის ბი­ოლ­ოგი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის აკ­ად­ემ­იკ­ოს-მდივ­ნის მო­ად­გი­ლე;

 

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს 300-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი, მათ შო­რის, 8 სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, 4 მე­თო­დუ­რი მი­თი­თე­ბა და მო­ნოგ­რა­ფია. არ­ის 18 გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რი. შეყ­ვა­ნი­ლია მსოფ­ლი­ოს 500 გა­მო­ჩე­ნილ მეც­ნი­ერ­თა სი­აში. 1988 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტად აირ­ჩი­ეს.

 

ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძეს იც­ნობ­და მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ება. იყო ევ­რო­პის მეც­ნი­ერ­ებ­ათა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ოცი­აცი­ის, ევ­რო­პის ნე­ირო ქი­მი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ის და თა­ვის ტვი­ნის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი.

 

მას არა­ერ­თხელ წა­რუდ­გე­ნია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ღირ­სე­ულ­ად სა­მეც­ნი­ერო ას­პა­რეზ­ზე, რის­თვი­საც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი აღი­არ­ება მო­უპ­ოვ­ებია რო­გორც სამ­შობ­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ჯილ­დო­ებ­სა და პრე­მი­ებს შო­რის, რომ­ლებ­საც ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დას­ცემ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კემ­ბრი­ჯის ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ური ბი­ოგ­რა­ფი­ული ცენ­ტრის მი­ერ სა­უკ­უნ­ის ად­ამი­ან­ის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბა (1999); თსუ-ის სა­ხელ­მწი­ფო სა­მეც­ნი­ერო პრე­მია (1997); ABI-ის მი­ერ წლის ად­ამი­ან­ად აღი­არ­ება (1997); ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი (1996); ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­და­ლი (1995) და ბევ­რი სხვა.

 

86 წლის ას­აკ­ში დას­რულ­და ამ დი­დი მეც­ნი­ერ­ის ამ­ქვეყ­ნი­ური ცხოვ­რე­ბა. სა­მეც­ნი­ერო ღვაწ­ლთან ერ­თად, ხსოვ­ნას შე­მორ­ჩე­ბა ღირ­სე­ული, თავ­მდა­ბა­ლი, სი­კე­თით სავ­სე ად­ამი­ან­ის სა­ხე­ლი. მი­სი ამ­ქვეყ­ნი­ური ცხოვ­რე­ბა ად­ამი­ან­ად ყოფ­ნის სევ­დას ამ­სუ­ბუ­ქებ­და... ახ­ლა ის დრო მო­ვი­და, რო­ცა ად­ამი­ან­ად არ­ყოფ­ნის სევ­დაც გააადვილოს....

 

მაია ტო­რა­ძე

თარიღი: 04/05/2021