საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მსოფ­ლიო „ეკ­ონ­ომ­იკ­ური პან­დე­მია“ და გა­მო­სა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

ინტერვიუ ჩაწერილია მარტში

„კო­ვიდ-19“-ის გლო­ბა­ლუ­რი გავ­რცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა საფ­რთხე­ებ­მა მსოფ­ლი­ოში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სის მო­ლო­დი­ნე­ბი გა­აჩ­ინა. რო­გორც ეკ­ონ­ომ­ის­ტი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ლა­დო პა­პა­ვა აცხა­დებს, „კო­რო­ნა­ვი­რუ­სი მა­ლე „ეკ­ონ­ომ­იკ­ურ პან­დე­მი­ად“ გარ­და­იქ­მნე­ბა. არ­ავ­ინ იც­ის, ეს კრი­ზი­სი რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან ეკ­ონ­ომ­იკა მე­დი­ცი­ნის მძე­ვა­ლი გახ­და“. რა ეკ­ონ­ომ­იკ­ური ღო­ნის­ძი­ებ­ები უნ­და გა­ტარ­დეს? რა ახ­ალი სტრა­ტე­გიაა მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ას და­მან­გრე­ვე­ლი ზი­ანი არ მი­ად­გეს. ამ სა­კითხებ­ზე თა­ვის ხედ­ვა­სა და მო­საზ­რე­ბებს გვი­ზი­არ­ებს თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, ეკ­ონ­ომ­ის­ტი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე.

- რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს და სად არ­ის გა­მო­სა­ვა­ლი?

- საქ­მე იმ­აში გახ­ლავთ, რომ მსოფ­ლი­ოს არ ჰქო­ნია ას­ეთი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­დე­საც ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ზი­სი და­იწყო ვი­რუ­სის პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩვენ გვქონ­და ღო­რის გრი­პის, ქათ­მის გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ ის არ გა­დაზ­რდი­ლა მსგავ­სი ტი­პის კრი­ზი­სებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში კითხვა ასე უნ­და დავ­სვათ — სად და­იწყო კრი­ზი­სი? ეს არ­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ის და­იწყო ჩი­ნეთ­ში და მსოფ­ლიო ფაბ­რი­კად წო­დე­ბულ­მა ჩი­ნეთ­მა და­იწყო სა­წარ­მო­ებ­ის და­ხურ­ვა. შემ­დეგ, იმ­ის ში­შით, რომ ვი­რუ­სი არ გავ­რცელ­დეს და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, და­იწყეს გარ­კვე­ული სა­კა­რან­ტი­ნე ზო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­მაც, თა­ვის მხრივ, შე­ამ­ცი­რა მოთხოვ­ნა სა­მომ­ხმა­რებ­ლო პრო­დუქ­ცი­აზე. იგ­ივე გან­მე­ორ­და აშშ-ში. მი­ვი­ღეთ კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა მი­წო­დე­ბის მხრი­დან. ად­რე კრი­ზი­სე­ბი წარ­მო­იშ­ვე­ბო­და ხოლ­მე მოთხოვ­ნის მხრი­დან, ანუ მოთხოვ­ნის სიმ­ცი­რის გა­მო მცირ­დე­ბო­და მი­წო­დე­ბა. ახ­ლა მი­წო­დე­ბა აღ­არ ხდე­ბა, რა­მაც წარ­მოშ­ვა კრი­ზი­სი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ­ის შეს­წავ­ლა მოხ­დე­ბა. ახ­ლა რა უნ­და ვქნათ? ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ება, სამ­წუ­ხა­როდ, მოკ­ლე­ბუ­ლია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

2008 წლის კრი­ზი­სის დროს გა­ნი­საზღვრა ე.წ. სპე­ცი­ალ­ური გა­დარ­ჩე­ნის გეგ­მე­ბი, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო­ები უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ით ფუ­ლა­დი რე­სურ­სის აკ­უმ­ულ­ირ­ებ­ას და ამ ფუ­ლა­დი რე­სურ­სე­ბის მი­მარ­თვას ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფი­ნან­სურ და რე­ალ­ურ სექ­ტო­რებ­ში. ეს გახ­ლავთ ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვაქ­ვს. შემ­დეგ იყო 2014 წლის კრი­ზი­სი. ეს კრი­ზი­სი, ძი­რი­თა­დად, ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბელ ქვეყ­ნებს შე­ეხო, რად­გან ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის გარ­კვე­ული ვარ­დნა და­ფიქ­სირ­და. მა­ში­ნაც კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტა­ვად იგ­ივე მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­იყ­ენ­ეს. დღე­საც, რა­საც ვუ­ყუ­რებთ, გა­მოც­დი­ლე­ბა მე­ორ­დე­ბა. აშშ-ს კონ­გრეს­მა და­ამ­ტკი­ცა ორ ტრი­ლი­ონი­ანი გეგ­მა — ეს რა­ღაც ას­ტრო­ნო­მი­ული ციფ­რია. ერთ მოზ­რდილ­ზე 1200 დო­ლა­რი და ბავ­შვზე 500 დო­ლა­რი გა­მოყ­ვეს პირ­და­პი­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო ზო­მე­ბია, რა­საც იღ­ებ­ენ და ამ ღო­ნის­ძი­ებ­ებს მი­მარ­თა­ვენ იმ ვარ­დნის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რო­მე­ლიც მთელს მსოფ­ლი­ოში და­ფიქ­სირ­დე­ბა.

მარ­ტი­ვად რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, მუ­შა­ობ­ის პრინ­ცი­პი გახ­ლდათ შემ­დე­გი: ყვე­ლას ჰქონ­და აღ­ებ­ული გარ­კვე­ული კრე­დი­ტი, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და გარ­კვე­ული პრო­დუქ­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის შექ­მნა, ეს პრო­დუქ­ცია, მომ­სა­ხუ­რე­ბა „იყ­იდ­ებ­ოდა“ და, შე­სა­ბა­მი­სად, კრე­დი­ტი იფ­არ­ებ­ოდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და, თქვენ აღ­არ გაქ­ვთ წყა­რო, რომ წი­ნა კრე­დი­ტე­ბი და­ფა­როთ. ეს მხო­ლოდ თქვენს ბან­კრო­ტო­ბას კი არ ნიშ­ნავს — ეს ნიშ­ნავს, რომ ბან­კე­ბი ვე­ღარ იღ­ებ­ენ კრე­დი­ტებს. ეს არ გახ­ლავთ ის სტან­დარ­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ერ­თმა სა­ბან­კო კლი­ენ­ტმა ვერ და­ფა­რა თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­უბ­არია უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე, რო­მელ­თაც ვერ და­ფა­რეს სეს­ხე­ბი. ეს უკ­ვე კა­ტას­ტრო­ფაა სა­ბან­კო სექ­ტო­რი­სათ­ვის. დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკა შეკ­რუ­ლია სა­ბან­კო სექ­ტო­რის ბა­ზა­ზე. რაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, იმ­ის დაშ­ვე­ბა, ცხა­დია, არ შე­იძ­ლე­ბა და, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იმ­უშ­ავ­ეს ეს გეგ­მე­ბი, რა­თა რა­ღაც ვა­დით გა­დავ­წი­ოთ სეს­ხის და­ფარ­ვის პრობ­ლე­მა, ხო­ლო რა­ღაც პე­რი­ოდ­ის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა — მო­ხერ­ხდე­ბა თუ არა კრე­დი­ტე­ბის და­ფარ­ვა.

ნავ­თო­ბის ფა­სის ვარ­დნა გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს და­ვას­კვნათ, რომ მი­წო­დე­ბის მხა­რე არ­ის გა­ჩე­რე­ბუ­ლი. ანუ, ძი­რი­თა­დი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი — რო­გო­რიც არ­ის მსხვი­ლი კორ­პო­რა­ცი­ები, ავი­აკ­ომ­პა­ნი­ები და ა.შ., მათ აღ­არ აქ­ვთ მოთხოვ­ნა შე­სა­ბა­მის პრო­დუქ­ცი­აზე. ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ხოლ­მე — რო­ცა კრი­ზი­სი იწყე­ბო­და მოთხოვ­ნის მხრივ, ერთ გარ­კვე­ულ სექ­ტორ­ში იქ­მნე­ბო­და კრი­ზი­სი. ახ­ლა არ­ის ყველ­გან, ყვე­ლა სექ­ტორ­ში. გა­ჩე­რე­ბუ­ლია ავი­აკ­ომ­პა­ნი­ები, ტუ­რის­ტე­ბი აღ­არ მოძ­რა­ობ­ენ, სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა გა­ჩერ­და, ანუ უპ­რე­ცე­დენ­ტო ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ვი­თა­რე­ბას­თან გვაქ­ვს საქ­მე. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­ული კონ­კრე­ტუ­ლი ზო­მე­ბი უნ­და იქ­ნას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. თუ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვსა­უბ­რობთ, ჩვენს მდგო­მა­რე­ობ­ას არ­თუ­ლებს კი­დევ ის, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­გა­რეო სექ­ტორ­ზე. ჩვენ რომ რა­ღაც ვი­მოქ­მე­დოთ, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ­აზე, რომ ჩვენ ძი­რი­თად გა­სა­ღე­ბის ბაზ­რებ­ზე უნ­და იყ­ოს კარ­გი მდგო­მა­რე­ობა. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი გა­სა­ღე­ბის ბაზ­რე­ბია ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი — რუ­სე­თი, თურ­ქე­თი, სომ­ხე­თი, აზ­ერ­ბა­იჯ­ანი და ევ­რო­კავ­ში­რი. ძი­რი­თა­დი გა­ყიდ­ვის ბაზ­რე­ბი ეს­ენია. გარ­კვე­ული ზო­მით წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩრდი­ლო ამ­ერ­იკ­აც, მაგ­რამ ამ­ათ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ როლს თა­მა­შობს. ყვე­ლა ამ ბაზ­რებ­ზე სა­ში­ნე­ლი კლე­ბაა. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ბაზ­რებ­ზე ვი­თა­რე­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას უნ­და და­ვე­ლო­დოთ და ამ­ის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და ვი­ფიქ­როთ, ვიზ­რუ­ნოთ შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე.

- რა სა­ხის რე­კო­მენ­და­ცი­ები გაქ­ვთ, რო­გორც ეკ­ონ­ომ­ის­ტს?

-  უნ­და შე­იქ­მნას გარ­კვე­ული გა­დარ­ჩე­ნის გეგ­მა: პირ­ვე­ლი — ეს უნ­და იყ­ოს სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი; მე­ორე — სა­შუ­ალო და მცი­რე ზო­მის სა­წარ­მო­ებ­ის­ათ­ვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა; ას­ევე, კრე­დი­ტე­ბის გა­და­ვა­დე­ბა ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში და ბან­კე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბა. უნ­და ვი­ფიქ­როთ, აგ­რეთ­ვე, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ებ­ზეც. უამ­რავ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს, ად­ამი­ანს, მათ შო­რის, მეც მაქ­ვს გარ­კვე­ული საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ­აზე, რაც შე­მო­დის თსუ-ში. ჩე­მი ხელ­ფა­სი­დან ვიხ­დი ამ საკ­რე­დი­ტო და­ვა­ლი­ან­ებ­ას. ასეა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ობ­ის ძა­ლი­ან დი­დი ნა­წი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ფერ ახ­ალ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვერ შე­ვი­მუ­შა­ვებთ. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თვალ­ნა­თე­ლია, რომ პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მძი­მე დარ­ტყმა მი­იღო ტუ­რიზ­ზმა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სექ­ტო­რებ­მა — ესაა სას­ტუმ­რო­ები, რეს­ტორ­ნე­ბი, სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტე­ბი... რა­ღაც­ნა­ირ­ად ამ­ათ მხარ­და­ჭე­რა­ზე უნ­და ვი­ფიქ­როთ. თუმ­ცა ეს ობი­ექ­ტე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი არი­ან ტუ­რის­ტებ­ზე. ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლის გა­რე­შე ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა.

ერ­თი კარ­გიც ვთქვათ რა­იმე, მხო­ლოდ ნე­გა­ტივ­ზე ნუ ვიქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. რა აჩ­ვე­ნა ამ კრი­ზის­მა? კრი­ზის­მა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მით და სწრა­ფი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის უნ­არ­ით, მა­თი აღ­სრუ­ლე­ბით გა­მორ­ჩე­ულ მდგო­მა­რე­ობ­აშია. სა­ქარ­თვე­ლომ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სწრა­ფად და ეფ­ექ­ტი­ან­ად იმ­ოქ­მე­და, ვიდ­რე ჩი­ნეთ­მა, ვიდ­რე ძა­ლი­ან ბევ­რმა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს უნ­და გახ­დეს ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი და ჩვე­ნი გარ­კვე­ული კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობა. ჩვენ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვუთხრათ ჩვენს პარ­ტნი­ორ­ებს და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და აშშ-ში, რომ სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ები, ჩი­ნე­თის მა­გივ­რად, გახ­სე­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში; აქ ბევ­რად უფ­რო და­ცუ­ლად ხართ სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით (ფი­ზი­კუ­რი და­ცუ­ლო­ბა მე­ორე მო­მენ­ტია); აქ სხვა ფაქ­ტო­რე­ბია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და, ამ­დე­ნად, ჩვენ შეგ­ვი­ლია ძა­ლი­ან კარ­გი ეს ვე­ლი შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. ოდ­ეს­ღაც, ეს კრი­ზი­სი რომ დას­რულ­დე­ბა და რო­დე­საც და­იწყე­ბენ ფიქ­რს დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­აზე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აუც­ილ­ებ­ლად ამ­ოქ­მედ­დე­ბა ევ­რო­პა, ამ­ერ­იკა, რად­გან, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ყო­ფი­ლა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­ათ­ვის ის გა­რე­მო­ება, რომ ერთ ქვე­ყა­ნა­ში მო­იყ­არა თა­ვი უზ­არ­მა­ზარ­მა კონ­ცენ­ტრა­ცი­ამ სამ­რეწ­ვე­ლო წარ­მო­ებ­ისა. მსოფ­ლიო ფაბ­რი­კად წო­დე­ბულ ჩი­ნეთ­ში ვი­რუ­სის პრობ­ლე­მამ მთე­ლი მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე და­აყ­ენა. ამ­იტ­ომ, რა­ღაც გა­და­ნა­წი­ლე­ბა მოხ­დე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია. აბ­სურ­დია ვი­ფიქ­როთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩი­ნეთ­შია, სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ნა­წილ­დე­ბა — ჩვენ ამ­ის რე­სურ­სი არ გვაქ­ვს. ჩვენ უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ ერ­თი ან რა­მო­დე­ნი­მე დარ­გის, რა­მო­დე­ნი­მე სა­წარ­მოს აქ გად­მო­ნა­წი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. ასე რომ, და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა გა­სა­ტა­რე­ბე­ლი და თუ ის­ეთ­ივე ეფ­ექ­ტი­ან­ად ვი­მოქ­მე­დებთ ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც იმ­ოქ­მე­დეს ჯან­დაც­ვის მეს­ვე­ურ­ებ­მა, ამ კრი­ზი­სის მე­რე აშ­კა­რად გა­მო­ვალთ მო­გე­ბუ­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის გა­მო­ყოფ­დნენ სამ სფე­როს, სა­დაც გა­მორ­ჩე­ულ­ად კარ­გი მდგო­მა­რე­ობა გვქონ­და — ეს იყო გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა, კულ­ტუ­რა. ამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში ამ სა­მი­ვე ფაქ­ტორ­მა ერ­თად აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ყო­ფი­ლა მარ­თა­ლი. ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მუ­შა­ობს; გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ აჩ­ვე­ნა ბრწყინ­ვა­ლე შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­გუ­ებ­ის და ად­აპ­ტი­რე­ბის; კულ­ტუ­რა­ზე აღ­არ ვსა­უბ­რობ. ჩვენ ხში­რად ვამ­ბობ­დით, რომ ყო­ფი­თი კულ­ტუ­რა გვაკ­ლია. რომ გა­მოხ­ვალთ ქუ­ჩა­ში და გა­იხ­ედ­ავთ, მგო­ნი, არ გვაკ­ლია — ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ები ძა­ლი­ან კარ­გად იც­ავ­ენ ამ ყო­ფით კულ­ტუ­რას, უწ­ეს­ებ­ენ თა­ვის თავს შეზღუდ­ვებს, ზედ­მე­ტი ხალ­ხი არ შე­დის სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში და დგე­ბი­ან გარ­კვე­ული დის­ტან­ცი­რე­ბით. ამ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია უნ­და მოხ­დეს! ნა­გავ­ში რომ ხალ­ხი იქ­ექ­ება, იმ­ის ფო­ტო­ები კი არ უნ­და და­იდ­ოს, უნ­და გავ­რცელ­დეს ამ ახ­ალი წეს­რი­გის ფონ­ზე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ანი მოქ­მე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ები, რა­თა სწო­რად წარ­მო­ჩინ­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ობა და სწო­რად მოხ­დეს მი­სი პო­ზი­ცი­ონ­ირ­ება.

თარიღი: 24/04/2020