საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მსოფ­ლიო პან­დე­მია და ფი­ლო­სო­ფი­ური ძი­ებ­ანი

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

 

- მსოფ­ლიო პან­დე­მია — ამ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბას თუ მო­უძ­ებ­ნეთ ფი­ლო­სო­ფი­ური ახ­სნა ად­ამი­ან­თან მი­მარ­თე­ბის კონ­ტექ­სტში?

- ორი წლის წინ ვინ­მეს რომ ეთ­ქვა ჩემ­თვის — მო­დი დავ­ნაძ­ლევ­დეთ, ერთ კვი­რა­ში დე­და­მი­წის ზურ­გზე ერ­თი კა­ფეც არ იქ­ნე­ბა, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად შეხ­ვალ და ეს­პრე­სოს ან ლუდს და­ლე­ვო, — გი­ჟად ჩავ­თვლი­დი, მაგ­რამ ეს რე­ალ­ობა მი­ვი­ღეთ. ანუ მოხ­და რა­ღაც ის­ეთი, რაც არა თუ მე, ჩემ­ზე უფ­რო­სი თა­ობ­ის ხალ­ხსაც არ ახ­სოვს, ალ­ბათ, მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის მე­რე. გრძნო­ბის დო­ნე­ზე თით­ქოს მთე­ლი კა­ცობ­რი­ობა რა­ღაც ერ­თი ტვირ­თის მა­ტა­რე­ბე­ლი გახ­და და მეც, ასე თუ ისე, გან­ვიც­დი ამ ტვირ­თს ყვე­ლას­თან ერ­თად. რა­ღაც იძ­ულ­ებ­ით სო­ლი­და­რო­ბა­ში ჩა­ვარ­და მთე­ლი დე­და­მი­წა. ბევ­რი რა­მე ამ ვი­რუს­ზე ცნო­ბი­ლი არ არ­ის, უფ­რო სწო­რად, ძა­ლი­ან ცო­ტაა ცნო­ბი­ლი, ის­იც, ზოგ­ჯერ, წი­ნაააღმდეგობრივი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა და ეს ბუნ­დო­ვა­ნე­ბა ქმნის სივ­რცეს რო­გორც პა­ნი­კის­თვის, ისე ნა­ად­რე­ვი დამ­შვი­დე­ბის­თვის და ეს ორ­ივე უკ­იდ­ურ­ეს­ობა სა­ხი­ფა­თოა. სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლიო მას­მე­დია ობი­ექ­ტუ­რო­ბას ნაკ­ლებ ეძ­ებს, უფ­რო ემ­ოცი­ებ­ზე აკ­ეთ­ებს აქ­ცენ­ტს და სტა­ტის­ტი­კას ცალ­მხრი­ვად გვაწ­ვდის. ცხა­დი სტა­ტის­ტი­კუ­რი კრი­ტე­რი­უმ­ებია სა­ჭი­რო, რომ ზუს­ტი სუ­რა­თი მი­ვი­ღოთ და ას­ეთი სი­ზუს­ტის გა­რე­შე ჩვე­ნი რო­გორც ში­შე­ბი, ისე დამ­შვი­დე­ბე­ბი, არ იქ­ნე­ბა რე­ალ­ობ­ის ად­ექ­ვა­ტუ­რი. ჩემ­მა ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბელ­გი­ის პა­ტა­რა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ ლუ­ვენ­შია, მითხრა ახ­ლა­ხან: „პრე­სა წერს, რომ ლუ­ვენ­ში 300 ად­ამი­ანი და­იღ­უპა ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გა­მოო. გუ­ლი გა­მის­კდა, ეს ინ­ფორ­მა­ცია რომ წა­ვი­კითხე, არ­ადა მოგ­ვი­ან­ებ­ით გა­ვი­გე, რომ რად­გან ლუ­ვენ­შია დი­დი სა­ავ­ად­მყო­ფო, სა­დაც მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი ბელ­გი­იდ­ან მი­ყავთ, ყვე­ლა, ვინც იქ გარ­და­იც­ვა­ლა, ლუ­ვენს მი­ათ­ვა­ლე­სო’’. ას­ეთი რამ ტო­ტა­ლუ­რად ხდე­ბა. ორი დღის წინ ჯან­მოს ხელ­მძღვა­ნელ­მა და­მა­პა­ნი­კე­ბე­ლი რამ თქვა: „არ ვი­ცით — ვინც გა­ნი­კურ­ნა, იმ­უნ­იტ­ეტს გა­მო­იმ­უშ­ავ­ებს თუ ამ ვი­რუს­ზე იმ­უნ­იტ­ეტი არ მუ­შავ­დე­ბაო’’. გა­მო­დის, მი­ლი­არ­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა ტყუ­ილ­ად და­იხ­არ­ჯოს ვაქ­ცი­ნა­ზე, ანუ ათე­ულ ათ­ას­ობ­ით ად­ამი­ან­მა თა­ვი რომ გა­და­დო და თა­ვის თავ­ზე აც­დე­ვი­ნე­ბენ პრე­პა­რა­ტებს, ამ­ის­თვის ტყუ­ილ­ად ირ­ჯე­ბი­ან?! ან რა­ზე და­აფ­უძ­ნა პა­ტივ­ცე­მულ­მა ეს დას­კვნა? — ამ­აზე არ­აფ­ერი უთ­ქვამს. ის­ევ ას­ეთი პლუ­რა­ლიზ­მი აზ­რე­ბის და ამ მას­შტა­ბის და­უდ­გე­ნე­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი არ­სე­ბულ ვი­რუს­ზე ქმნის სივ­რცეს ად­ამი­ან­ებ­ის ვნე­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ის­თვის. დე­კარ­ტეს და­ვე­სეს­ხე­ბი ტერ­მი­ნებს და ვიტყვი, რომ სა­დაც არ არ­ის რა­იმე მოვ­ლე­ნის „ცხა­დი და ნა­თე­ლი“ ხედ­ვა, იქ სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­ური და, ას­ევე, ზნე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის და­ჭე­რა ძნე­ლია, თუ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა.

ერ­თი რამ ცხა­დია: ას­ეთი გლო­ბა­ლუ­რი საფ­რთხე და გან­გა­ში, რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბის, ისე სა­კუ­თა­რი სი­ცოცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ვფიქ­რობ, ად­ამი­ან­ის გო­ნე­ბას მი­აქ­ცევს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რის­კენ ცხოვ­რე­ბა­ში — აც­ილ­ებს ფიქ­რს დრო­ებ­ით და ფუქ­სა­ვა­ტურ ფა­სე­ულ­ობ­ებ­ზე და მე­ტად აფ­იქ­რებს ცხოვ­რე­ბის საზ­რის­ზე თუ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე. ამ კუთხით, უბ­ედ­ურ­ებ­ებ­ისა და გან­საც­დე­ლე­ბის წნეხ­შიც რა­ღაც კარ­გი და სა­სარ­გებ­ლოც ხდე­ბა ან შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ად­ამი­ან­ის ცხოვ­რე­ბის სუ­ლი­ერ-ზნე­ობ­რივ მხა­რე­ში. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ეს გარ­კვე­ული დო­ზით ასეა.

- რა ფი­ლო­სო­ფი­ურ აზ­როვ­ნე­ბას ამ­ჟღავ­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო და სა­ქარ­თვე­ლო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში?

- ვეც­დე­ბი, ას­ეთ ბუნ­დო­ვან კითხვას ამ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან შევ­ხე­დო: ორი სა­პი­რის­პი­რო ფი­ლო­სო­ფი­ურ-ზნე­ობ­რი­ვი მიდ­გო­მა ვნა­ხე პან­დე­მი­ის მი­მართ. მსოფ­ლი­ოში ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­მაც მკაცრ ზო­მებს მი­მარ­თეს, რა­თა ინ­ფექ­ცია შე­აჩ­ერ­ონ და მარ­თვა­დი გა­ხა­დონ. არ­ის მე­ორე პო­ზი­ცია — შვე­დე­თის (და შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბით თი­თო-ორ­ოლა სხვა ქვეყ­ნე­ბიც მო­ვი­აზ­როთ), სა­დაც ნაკ­ლებ მკაც­რი ზო­მე­ბი მი­იღ­ეს სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცი­რე­ბის გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი დო­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც და ეს პო­ზი­ცია შვე­დეთ­მა და­იკ­ავა იმ მო­ტი­ვით, რომ თუ ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით (რო­მე­ლიც არ არ­ის ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ული) ბევ­რი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ება ე.წ. „ჯო­გურ იმ­უნ­იტ­ეტს“ გა­მო­იმ­უშ­ავ­ებს და ეკ­ონ­ომ­იკ­ის რა­დი­კა­ლუ­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბაც აღ­არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, რაც ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს იწ­ვევს. წა­ვი­კითხე სტა­ტია, რო­მე­ლიც ამ­არ­თლებ­და ამ მიდ­გო­მას და „დო­ზი­რე­ბულ ფა­უს­ტურ“ მიდ­გო­მა­დაც ნათ­ლავ­და, ანუ გრძელ­ვა­დი­ანი პერ­სპექ­ტი­ვი­სა და სა­მო­მავ­ლო უკ­ეთ­ეს­ობ­ის­თვის აწ­მყო­ში რა­ღა­ცის მოთ­მე­ნა, რა­ღაც მსხვერ­პლზე და გარ­კვე­ულ მო­რა­ლუ­რი ხა­სი­ათ­ის კომ­პრო­მის­ზეც წას­ვლა, მი­უხ­ედ­ავ­ად საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და, ალ­ბათ, წო­ნი­ანი არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა, გა­უმ­არ­თლე­ბე­ლი მგო­ნია (ვგუ­ლის­ხმობ შვე­დე­თის მა­გა­ლითს) და ას­კდე­ბა ზნე­ობ­რივ იმ­პე­რა­ტივს, რად­გან აქ მე­ტა­ფო­რულ მსხვერ­პლზე კი არ არ­ის სა­უბ­არი, არ­ამ­ედ კონ­კრე­ტუ­ლი ად­ამი­ან­ებ­ის სი­ცოცხლე­ზე. მეს­მის, რომ მკაცრ ზო­მებს გა­ჭირ­ვე­ბა მოჰ­ყვე­ბა უამ­რა­ვი ად­ამი­ან­ის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით, მცი­რე ბიზ­ნე­სე­ბის­თვის, მაგ­რამ არ­ათ­ან­აზ­ომ­ად კა­ტე­გო­რი­ებ­ად მი­მაჩ­ნია ეს ორი რამ: ჯო­ბია ცოცხა­ლი იყო და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე მკვდა­რი და „გა­უჭ­ირ­ვე­ბე­ლი“. სხვა სა­კითხია, რომ ბა­ლან­სი და ზღვა­რი ყველ­გა­ნაა სა­ჭი­რო და უს­ას­რუ­ლოდ მკაც­რი ზო­მე­ბი და ეკ­ონ­ომ­იკ­ის გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლიც იქ­ნე­ბა, ზო­გა­დად, ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლის­თვის. ამ­იტ­ომ, სა­ნამ ვაქ­ცი­ნას გა­მო­იგ­ონ­ებ­ენ და იმ­ედი მაქ­ვს, ეს რამ­დე­ნი­მე თვე­ში მოხ­დე­ბა, კა­ცობ­რი­ობ­ას მო­უწ­ევს ამ ვი­რუს­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი სიფ­რთხი­ლით თა­ნაცხოვ­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ზე, კერ­ძოდ, რა ვთქვა პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ- ფი­ლო­სო­ფი­ურ­ად?

მე მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო, თა­ვი­სი მიდ­გო­მით, რო­გორც ზე­მოთ ვახ­სე­ნე, დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმ­ეტ­ეს­ობ­ის­გან. ძა­ლი­ან კარ­გი, რომ ად­რე და­იჭ­ირა თა­და­რი­გი სა­ხელ­მწი­ფომ, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ და თა­ვი­დან ავ­ირ­იდ­ეთ იტ­ალი­ის და ეს­პა­ნე­თის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სცე­ნა­რი. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა ამ მხრივ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. სულ ახ­ლა­ხან ვნა­ხე — ავ­სტრი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმაც აღ­ნიშ­ნა ეს. სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვე­ბი ხდე­ბა, რა­საც ყო­ველ დღე აცხა­დე­ბენ, მაგ­რამ ამ­ას არ აქ­ვს ულ­ტრა სა­გან­გა­შო ხა­სი­ათი, რად­გან, ძი­რი­თა­დად, მო­ქა­ლა­ქე­ები შეგ­ნე­ბუ­ლო­ბას საკ­მა­ოდ იჩ­ენ­ენ. ჩე­მი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ, რო­გორ იც­ავს ჩემს უბ­ან­ში, პე­კინ­სა თუ დო­ლი­ძე­ზე ხალ­ხი წეს­რიგს აფ­თი­აქ­ებ­ში თუ სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ას­ეთ­ივე სი­ტუ­აციაა სხვა­გა­ნაც. იმ­ედი მაქ­ვს, რომ ეს სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვა ნა­ყოფს გა­მო­იღ­ებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვი­რუ­სი მა­ლე და­მარ­ცხდე­ბა, რო­გორც ეს მოხ­და, მა­გა­ლი­თად, ახ­ალ ზე­ლან­დი­აში. არ ვი­ცი, ეს პან­დე­მია და თან­მხლე­ბი გან­გა­ში ამ­აზე ახ­დენს თუ არა გავ­ლე­ნას, მაგ­რამ, მგო­ნი, სა­ზო­გა­დო­ება მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვად უფ­რო შეგ­ნე­ბუ­ლი და სო­ლი­და­რუ­ლი ხდე­ბა. ნა­თე­სა­ურ-მე­გობ­რულ დო­ნე­ზე სო­ლი­და­რო­ბა ის­ედ­აც არ გვაკ­ლდა, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბის და თი­თოეულისგან სა­კუ­თა­რი წი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღ­ებ­ის მხრივ ბევ­რი სირ­თუ­ლე გვაქ­ვს კი­დევ გა­და­სა­ლა­ხი და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ის­ეთი მიდ­გო­მე­ბი, რა­საც ახ­ლა ცხა­დად ვამ­ჩნევ, მარ­ტო კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ გას­ტანს. ევ­რო­პას­თან მი­ახ­ლო­ებ­აც ზუს­ტად რომ სა­მო­ქა­ლა­ქო თვით­შეგ­ნე­ბის და სო­ლი­და­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბით უნ­და მოხ­დეს.

- რამ­დე­ნად გვსჯის უფ­ალი? რო­გო­რია სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ კითხვის ფი­ლო­სო­ფი­ური ახ­სნა დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში?

- მი­ნი­მუმ წი­ნას­წარ­მეტყვე­ლი უნ­და იყ­ოს კა­ცი, რომ ამ კითხვას უპ­ას­უხ­ოს. ქრის­ტი­ან­ული სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ღვთის ნე­ბის გა­რე­შე ად­ამი­ანს „ერ­თი ღე­რი თმაც არ და­ვარ­დე­ბა“ — ეს ბიბ­ლი­ური მე­ტა­ფო­რა გუ­ლის­ხმობს, რომ არ­ანა­ირ შემ­თხვე­ვი­თო­ბას არ აქ­ვს სამ­ყა­რო­ში პი­როვ­ნულ ღმერ­თზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი და რომ ღმერ­თი ყვე­ლა შემ­თხვე­ვი­თო­ბას მარ­თავს თუ იყ­ენ­ებს ისე, რო­გორც სურს. ის, თუ რა­ტომ უშ­ვებს მა­შინ ღმერ­თი ას­ეთ გან­საც­დე­ლებს რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ, ისე უფ­რო მას­შტა­ბურ დო­ნე­ზე, ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია. შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თო გან­საც­დელ­მა უფ­რო სო­ლი­და­რუ­ლი გა­ხა­დოს კა­ცობ­რი­ობა, ნაკ­ლებ ეგო­ის­ტუ­რი, ბუ­ნე­ბის უფ­რო გამ­ფრთხი­ლე­ბე­ლი, მა­რა­დი­ულ­სა და წა­რუ­ვალ­ზე უფ­რო და­ფიქ­რე­ბუ­ლი — არ გა­მოვ­რიცხავ, რომ ამ­გვა­რი გან­საც­დე­ლის დაშ­ვე­ბა გან­გე­ბი­სა­გან, ნა­წი­ლობ­რივ, მა­ინც ამ­ით აიხ­სნე­ბო­დეს... მაგ­რამ ის­ევ, წი­ნას­წარ­მეტყვე­ლი არ ვარ, რომ რა­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი ვთქვა და თე­ოდ­იცი­ის ურ­თუ­ლეს და ბო­ლომ­დე ის­ედ­აც შე­უც­ნო­ბელ სა­კითხს ამ მოკ­ლე სა­უბ­არ­ში სა­თა­ნა­დოდ შე­ვე­ხო.

- თე­მას შევ­ცვლი და გკითხავთ — რო­გორ ჩა­ერ­თეთ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის პრო­ცეს­ში?

- ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რად. თა­ვი­დან მე­ხა­მუ­შე­ბო­და ცო­ტა, მაგ­რამ უკ­ვე შე­ვეჩ­ვიე და და­ვა­გე­მოვ­ნე კი­დეც. ცხა­დია, უშუ­ალო შეხ­ვედ­რე­ბი სტუ­დენ­ტებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან ჯობს, მაგ­რამ რო­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ები გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას — პან­დე­მი­ის დროს არ ჩა­ვაგ­დოთ სას­წავ­ლო სე­ზო­ნი, არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვია. და ეს მა­შინ, რო­ცა ამ ზაფხულს, პირ­ვე­ლად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი უიმ­ბლდო­ნიც არ ტარ­დე­ბა, ტო­კი­ოს ოლ­იმ­პი­ად­აც გა­და­იდო და მთე­ლი მსოფ­ლიო სპორ­ტი გა­ჩე­რე­ბუ­ლია.

- რას საქ­მი­ან­ობთ სახ­ლში? რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას ეც­ნო­ბით ან ამ­უშ­ავ­ებთ? ახ­ალი დღის წეს­რი­გი რო­გო­რია?

- ამ მხრივ არ მაქ­ვს დი­დი სირ­თუ­ლე. ის­ედ­აც, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში ვმუ­შა­ობ­დი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და სკო­ლის მე­რე. ახ­ლა მე­ტიც კი მაქ­ვს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ზო­გი­ერ­თი გა­და­დე­ბუ­ლი წიგ­ნის წა­კითხვის სა­შუ­ალ­ებ­აც მო­მე­ცა, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი იყო ამ ოთხი დღის მან­ძილ­ზე მან­ქა­ნე­ბის­გან თით­ქმის დაც­ლილ თბი­ლის­ში ვე­ლო­სი­პე­დით სი­არ­ული. ცხა­დია, ას­ეთი ფრაგ­მენ­ტუ­ლი სი­ხა­რუ­ლე­ბი არ გა­და­წო­ნის ჩემს სი­ხა­რულს იმ­ის თა­ობ­აზე — გა­ვი­გო, რომ პან­დე­მია მთელ მსოფ­ლი­ოში დას­რულ­და.

თარიღი: 29/04/2020