საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიგნებები ქალი ჟურნალისტების წინაშე არსებულ საფრთხეებზე ქართულ მედიაში

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, ძი­რი­თა­დად, ქა­ლე­ბის სა­მუ­შაო სფე­როდ მოიაზრება. კითხვა­ზე – რა არ­ის ამ­ის მი­ზე­ზი? გა­მო­კითხუ­ლი რეს­პონ­დენ­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტ­მა (31%) უპ­ას­უხა, რომ ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლია პრო­ფე­სი­ის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, 27%-ს მი­აჩ­ნია, რომ ეს პრო­ფე­სია მო­ითხოვს ის­ეთ უნ­არ­ებს, რო­მე­ლიც ქა­ლებს უფ­რო აქ­ვთ, ხო­ლო 16%-მა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ან­აზღა­ურ­ება არ­ას­აკ­მა­რი­სია, ქა­ლე­ბი კი ნაკ­ლე­ბი ან­აზღა­ურ­ებ­ის პი­რო­ბებ­შიც მუ­შა­ობ­ენ. ქა­ლე­ბი უფ­რო თა­მა­მე­ბი არი­ან კრი­ტი­კუ­ლი კითხვე­ბის დას­მის თვალ­საზ­რი­სით, რა­საც, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­ნა­პი­რო­ბებს ის, რომ ქა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ვერ­ბა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის და ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლნი არი­ან, მა­მა­კა­ცე­ბი კი ვერ­ბა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი — ეს არ­ის მიგ­ნე­ბე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც 9 სექ­ტემ­ბერს ლონ­დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცი­აზე — „სა­მარ­თა­ლი, ბიზ­ნე­სი და ინ­ოვ­აცი­ური კვლე­ვე­ბი“ („LAW, BUSINESS AND INNOVATION STUDIES (#LBIS)“– წა­რად­გი­ნეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცია მე­დი­ის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის (MCERC)-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ გერ­სა­მი­ამ, MCERC-ის გამ­გე­ობ­ის წევ­რმა, თსუ–ის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მაია ტო­რა­ძემ და მე­დი­აფ­სი­ქო­ლოგ­მა ლი­ანა მარ­ქა­რი­ან­მა. წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ფო­კუ­სი იყო „აქ­ტუ­ალ­ური პერ­სპექ­ტი­ვე­ბი სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში“.

 

მოხ­სე­ნე­ბა: „გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ოტ­იპ­ები და ქა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი საფ­რთხე­ები ქარ­თულ მე­დი­აში (2019-2021)“ ავ­ტო­რებ­მა სამ­ფა­ზი­ანი კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით წა­რად­გი­ნეს (კვლე­ვის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 2020 წელს IGI Globl-ის მი­ერ ინ­გლი­სურ ენ­აზე გა­მოქ­ვეყ­ნდა კრე­ბულ­ში „Discrimination, Gender Disparity, and Safety Risks in Journalism“).

 

სამ­ფა­ზი­ანი კვლე­ვის პირ­ველ ეტ­აპ­ზე დად­გინ­და, რა გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ოტ­იპ­ები დო­მი­ნი­რებს ქარ­თულ მე­დი­აში, ხო­ლო მე­ორე ეტ­აპ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა თვი­სებ­რივ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, თუ რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნ­და და­ინ­ერ­გოს მე­დი­აში გენ­დე­ული სტე­რე­ოტ­იპ­ებ­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად.

 

რაც შე­ეხ­ება სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვებს, პრო­ფე­სორ მა­რი­ამ გერ­სა­მი­ას თქმით, კვლე­ვის მე­სა­მე ფა­ზა­ში და­გეგ­მი­ლია გა­ან­ალ­იზ­ება, თუ რამ­დე­ნად უს­აფ­რთხოა ქა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ის მე­დი­აგ­არ­ემო, რო­მელ­შიც ის­ინი მუ­შა­ობ­ენ. სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი კი გვიჩ­ვე­ნებს, რა უნ­და გა­კეთ­დეს მე­დი­ამ­დგრა­დო­ბის და მე­დი­აგ­არ­ემ­ოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის.

 

პრო­ფე­სორ­მა მა­რი­ამ გერ­სა­მი­ამ უხ­ელ­მძღვა­ნე­ლა ლონ­დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის სპე­ცი­ალ­ურ სე­სი­ას, რო­მე­ლიც გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბას და ქალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას მი­ეძ­ღვნა. კონ­ფე­რენ­ცია 11 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბო­და და მას­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის აკ­ად­ემი­ური სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

თარიღი: 24/09/2021