საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეორე ვადით არჩეული დეკანის სამომავლო გეგმები თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის განვითარებაზე

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

2021 წლის 30 დე­კემ­ბერს იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭომ დე­კა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მე­ორე ვა­დით, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი თა­მარ ზა­რან­დია აირ­ჩია. კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც თა­მარ ზა­რან­დი­ამ საბ­ჭოს წა­რუდ­გი­ნა, ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის იმ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­იც­ავს, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­იტ­ინ­გით პირ­ვე­ლი სა­მარ­თლის სკო­ლა მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი­ენ­ტირ­დე­ბა. დო­კუ­მენ­ტი სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის კომ­პო­ნენ­ტე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ას, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის საქ­მი­ან­ობ­ის ხელ­შეწყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. დე­კა­ნი და­სა­ხუ­ლი ამ­ოც­ან­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­თვის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან წი­ნა­პი­რო­ბად ფა­კულ­ტე­ტის ფი­ნან­სუ­რი ავ­ტო­ნო­მი­ის გაზ­რდას მი­იჩ­ნევს.

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ თა­მარ ზა­რან­დია ვრცლად ინ­ტერ­ვი­უში გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

— რას მო­იც­ავს იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია?

 

— ერ­თდრო­ულ­ად დი­დი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, იყო ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის მე­ორ­ედ არ­ჩე­ული დე­კა­ნი. ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­წი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც წარ­ვად­გი­ნე ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო­ზე, წარ­მო­ად­გენს ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ზო­გად ხედ­ვას და მო­იც­ავს ძი­რი­თად სა­კითხებს იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რის წი­ნა­შეც დღეს ვიმ­ყო­ფე­ბით. მას­ში ას­ახ­ული საკ­ვან­ძო სა­კითხე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის ხელ­შეწყო­ბის­თვის, სა­ფი­ნან­სო-ეკ­ონ­ომ­იკ­ური, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული საქ­მი­ან­ობ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ისა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბი­სათ­ვის.

 

— რო­გო­რია თქვე­ნი ხედ­ვა ფა­კულ­ტეტ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ერ­ებ­ის თვალ­საზ­რი­სით?

 

— უპ­ირ­ვე­ლე­სად, უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა, რაც კო­ვიდ­პან­დე­მი­ის რთუ­ლი ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მო გახ­და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და, მათ შო­რის, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, დის­ტან­ცი­ური ფორ­მით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს სტუ­დენ­ტის კრი­ტი­კულ სა­ჭი­რო­ებ­ებ­სა და, ამ­ავ­დრო­ულ­ად, ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ინ­ტე­რეს­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ლე­მა­ტუ­რია სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის გა­მო ვერ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში. ძა­ლი­ან მწვა­ვედ დად­გა აკ­ად­ემი­ური კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ებ­ის და პლა­გი­ატ­ის პრობ­ლე­მა და ფა­კულ­ტეტს ბევრ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ მო­უწ­ევს სა­კუ­თა­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის ძი­ება.

 

რაც შე­ეხ­ება სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა და სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის სეგ­მენ­ტის გაძ­ლი­ერ­ებ­ას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის კულ­ტუ­რა დავ­ხვე­წოთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც კი­დევ ბევ­რი გვაქ­ვს სა­მუ­შაო. ამ ეტ­აპ­ზე ფა­კულ­ტეტ­ზე ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ჯგუ­ფი. მე­ორე კორ­პუს­ში და­იგ­ეგ­მა სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრის ერ­თი­ანი სივ­რცე, რო­მე­ლიც აერ­თი­ან­ებს კან­ცე­ლა­რი­ას, სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის სეგ­მენ­ტს და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის სამ­სა­ხურს. ვფიქ­რობ, რომ ერ­თი­ან სივ­რცე­ში ამ სა­მი კომ­პო­ნენ­ტის გან­თავ­სე­ბა გააუმჯობესებს სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხს, რა­ზეც ფა­კულ­ტე­ტი მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დეს.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტთა და ახ­ალ­გაზ­რდა აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა. ვფიქ­რობთ, რომ ფა­კულ­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბი­სა და ზრდის­თვის სა­ჭი­როა ნი­ჭი­ერი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ახ­ალ­გაზ­რდა აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მხარ­და­ჭე­რა, მათ შო­რის სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლის პე­რი­ოდ­ული გა­მო­ცე­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, სა­ფა­კულ­ტე­ტო სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ის სტან­დარ­ტის ზრდი­თა და სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით.

 

სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­მუ­შაო დღის წეს­რი­გის ნა­წი­ლია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფა­კულ­ტე­ტი არა­ერთ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას მი­იღ­ებს, რომ ჩვენ­მა პროგ­რა­მებ­მა შე­ინ­არ­ჩუ­ნონ პირ­ვე­ლო­ბა სა­მარ­თლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე.

 

— სტუ­დენ­ტე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი უნ­არ-ჩვე­ვე­ბის სწავ­ლე­ბა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა ღო­ნის­ძი­ებ­ები გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა?

 

— სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი ეტ­აპი იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და, წარ­მა­ტე­ბით გაიარა აკ­რე­დი­ტა­ცია სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის ახ­ალ­მა პროგ­რა­მამ. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­ფე­ხურ­ზე არ­ის ის, რომ იურ­იდი­ულ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ბა­ზი­სო მო­დუ­ლებს უფ­რო მე­ტი დრო და ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა, ვიდ­რე ად­რე. ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ სა­მარ­თლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბის გვერ­დით სტუ­დენ­ტებს კვლავ სთა­ვა­ზობს არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ფარ­თო სპექ­ტრს, რად­გან ჩვე­ნი მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტს ჰქონ­დეს არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ას­ევე, იგ­ეგ­მე­ბა პროგ­რა­მის გაძ­ლი­ერ­ება ის­ეთი დის­ციპ­ლი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ას­ახ­ავ­ენ სა­მარ­თლის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს. ას­ევე, და­გეგ­მი­ლია ზო­გი­ერთ დის­ციპ­ლი­ნა­ში სა­კონ­ტაქ­ტო სა­ათ­ებ­ის ზრდა.

 

სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა და მა­თი გაძ­ლი­ერ­ება იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ოც­ანაა. აუც­ილ­ებ­ელია ლექ­ცი­ებ­ის წა­სა­კითხად სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან (ძი­რი­თა­დად ევ­რო­პი­სა და ამ­ერ­იკ­ის წამ­ყვა­ნი იურ­იდი­ული სკო­ლე­ბი­დან) მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ური კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ბო­ლო წლე­ბის მან­ძილ­ზე, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია და კვლავ გა­აგ­რძე­ლებს ამ ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ექ­ტებს.

 

2021 წლის დე­კემ­ბერ­ში იურ­იდი­ულ­მა ფა­კულ­ტეტ­მა დააორგანიზა სტა­ჟი­რე­ბა ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, კერ­ძოდ, დე­კა­ნი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­ფა­კულ­ტე­ტო სტუ­დენ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის მხარ­და­ჭე­რის, სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ჯგუ­ფის, სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობ­ასა თუ სხვა სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ებ­ში სტა­ჟი­ორ სტუ­დენ­ტთა ჩარ­თუ­ლო­ბას. ეს პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ეც­ემ­ათ მე­ტად ჩა­ერ­თონ სა­ფა­კულ­ტე­ტო საქ­მი­ან­ობ­აში.

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დამ­საქ­მე­ბელ­თან მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია, კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ური კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­ევე გაგ­რძელ­დე­ბა მუ­შა­ობა.

 

— სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა იგ­ეგ­მე­ბა?

 

— არ არ­ის სი­ახ­ლე, რომ იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს აქ­ვს პარ­ტნი­ორი და მე­გო­ბა­რი უცხო­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ერო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­თო ქსე­ლი, რაც დას­ტურ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის არ­სე­ბუ­ლი მას­შტა­ბე­ბით. ჩვენ გვაქ­ქვს კი­ოლ­ნის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა (LL.M. zu Köln), რო­მე­ლიც თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი­სა და კი­ოლ­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (გერ­მა­ნია) სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მაა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტს კი­ოლ­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ენ­იჭ­ება (LL.M. Köln). ას­ევე შპაიერის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა — სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია და გერ­მა­ნი­ის ქ. შპაიერის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 2009 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ პროგ­რა­მამ 2021 წელს მე­ორ­ედ მო­იპ­ოვა ევ­რო­პუ­ლი სა­აკ­რე­დი­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FIBAA) სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია შე­ნიშ­ვნე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის გა­რე­შე, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი გვაქ­ვს ეს­პა­ნუ­რი სა­მარ­თლის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის და და­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ული გა­დაწყვე­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მოგ­ვი­წევს. მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვაქ­ვს ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან და ად­ამი­ან­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის მა­ნუ­ელ ბალ­ბეს სა­ხე­ლო­ბის კა­თედ­რას­თან. ვმუ­შა­ობთ ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

 

— შე­აფ­ას­ეთ გა­სუ­ლი წე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კვლე­ვი­თი კუთხით — რამ­დე­ნად შეძ­ლო დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ფა­კულ­ტეტ­მა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ელა?

 

— გა­სუ­ლი წე­ლი პან­დე­მი­ის გა­მო საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო ყვე­ლას­თვის. სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის­თვის ის­იც, რომ ფა­კულ­ტეტს ფაქ­ტობ­რი­ვად არა აქ­ვს შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო სივ­რცე, მე­ორე კორ­პუ­სის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შაოების გა­მო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­მუ­შაო სივ­რცე­ში. ამ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე. ეს წე­ლი აღ­სა­ნიშ­ნა­ვი იყო იმ­ით­აც, რომ იურ­იდი­ულ­მა ფა­კულ­ტეტ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ელა მი­სი ძი­რი­თა­დი პროგ­რა­მე­ბის რე­აკ­რე­დი­ტა­ცია, მათ შო­რის უცხო­ელი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ორ­ჯერ შე­ფას­და სა­მარ­თლის პროგ­რა­მე­ბი. სა­მარ­თლის პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა იყო ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ფა­კულ­ტე­ტი­სათ­ვის. გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო ორი უცხო­ელი ექ­სპერ­ტი — ევ­რო­პის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტე­ბის ას­ოცი­აცი­ის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ები, პრო­ფე­სო­რე­ბი ხო­სე მა­რია დე დი­ოსი და ანე კლე­ბეს პლი­სი­ერი. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რომ დას­კვნე­ბი, რო­მე­ლიც ამ ვი­ზიტს მოჰ­ყვა, უშუ­ალ­ოდ ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ ნა­წილ­ში იყო ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი. გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ფას­და რო­გორც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ კი, სა­მარ­თლის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მამ მო­იპ­ოვა სრუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია.

 

ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ­მა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან­მა ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ­მა „სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მამ, რო­მელ­საც ჩვენ 2009 წლი­დან ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ გერ­მა­ნი­ის ქ. შპაიერის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მო­იპ­ოვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია, უკ­ვე მე­ორ­ედ, ყო­ველ­გვა­რი შე­ნიშ­ვნე­ბის გა­რე­შე, რაც, რო­გორც ით­ქვა, უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნაა ქარ­თულ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში.

 

და­ბო­ლოს, მინ­და ვთქვა, რომ იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­ული სტუ­დენ­ტო­ბა ჰყავს, სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­ოვ­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე არი­ან ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ­ნი იმ ცოდ­ნი­სა და უნ­არ­ებ­ის წყა­ლო­ბით, რაც მათ მო­პო­ვე­ბუ­ლი აქ­ვთ, რი­თაც ის­ინი და­ჯილ­დო­ებ­ულ­ნი არი­ან და რა­საც მათ ფა­კულ­ტე­ტი კი­დევ უფ­რო უვ­ით­არ­ებს. დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ად­ამი­ან­ები იქ­ნე­ბი­ან ას­ეთ­ივე წარ­მა­ტე­ბულ­ნი იურ­იდი­ულ პრო­ფე­სი­აშ­იც. ამ­დე­ნად, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ გუნ­დს და ჩვენს სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის­ათ­ვის ღირ­სე­ული გა­რე­მო ჰქონ­დეთ, რაც მე­ორე კორ­პუ­სის სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო სა­მუ­შაოების დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იმ­ედი გვაქ­ვს, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

თარიღი: 16/02/2022