საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პროგნოზები

თა­მარ და­დი­ანი

 

რა წე­რია ნაშ­რომ­ში, სა­დაც მსოფ­ლი­ოში ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვე­ბის ცი­ტი­რე­ბით არ­ის აღ­წე­რი­ლი მე­ოთხე ინ­დუს­ტრი­ული რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ეკ­ონ­ომ­იკ­აში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და რყე­ვე­ბის პროგ­ნო­ზე­ბი?

 

„მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფო­რუ­მი დღე­ის­ათ­ვის არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის 10%-ის გაქ­რო­ბა­სა და 11% ახ­ალი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა­ზე მი­უთ­ით­ებს. ას­ევე — და­საქ­მე­ბულ­თა 54%-ს დას­ჭირ­დე­ბა უნ­არ­ებ­ის გა­ნახ­ლე­ბა, ხო­ლო მათ შო­რის 1/3-ს — 6 თვე­ზე მე­ტი ხან­გრძლი­ვო­ბის ტრე­ნინ­გი“ — აღ­ნიშ­ნუ­ლია თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის ინ­ეზა გაგ­ნი­ძის სტა­ტი­აში — „სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ეკ­ოს­ის­ტე­მი­დან სა­მე­წარ­მეო ეკ­ოს­ის­ტე­მის­კენ — გზა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა იტ­ალი­ის მე­სი­ნას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სორ­თან, კა­ტან­ძა­როს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რთან, ეკ­ონ­ომ­იკ­ის დოქ­ტორ ვალ­ტერ ვეს­პე­რის­თან ერ­თად მო­ამ­ზა­და. „რთუ­ლი მო­ლო­დი­ნი­დან გა­მო­სავ­ლის მო­სა­ძებ­ნად, ჩვე­ნი აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბა არ­ის ის გზა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შე­არ­ბი­ლოს ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ნა­ვა­რა­უდ­ევი ეფ­ექ­ტე­ბი“, — აღ­ნიშ­ნა ინ­ეზა გაგ­ნი­ძემ.

 

ინ­ეზა გაგ­ნი­ძე იტ­ალი­ელ კო­ლე­გას­თან ვალ­ტერ ვეს­პე­რის­თან 2018 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს. ამ­ავე წელს მათ იტ­ალი­ის ქა­ლაქ ნე­აპ­ოლ­ში, ფე­დე­რი­კო II სა­ხე­ლო­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში (რო­მე­ლიც იტ­ალი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის მე­ორეა რო­მის სა­პი­ენ­ცის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის შემ­დგომ) პრო­ფე­სი­ონ­ალ­თა და მეც­ნი­ერ­თა ას­ოცი­აცია „ბიზ­ნეს სის­ტე­მე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის“ V სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ზე წა­რად­გი­ნეს ერ­თობ­ლი­ვი მოხ­სე­ნე­ბა „სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მის გა­და­აზ­რე­ბა: სა­მე­წარ­მეო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­კენ“. ნაშ­რო­მი შემ­დგომ სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ის ფორ­მა­ტით გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ იმ­პაქტ ფაქ­ტო­რის მქო­ნე ჟურ­ნალ­ში Kybrentes. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აშშ-ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა NOVA science publishers ამ­ზა­დებს ფარ­თო­ფორ­მა­ტი­ან კრე­ბულს, რომ­ლის ერ­თი თა­ვი მა­თი ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი იქ­ნე­ბა.

 

* * *

შე­უძ­ლია თუ არა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბა? რა ელ­ემ­ენ­ტე­ბი ახ­ასი­ათ­ებს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ეკ­ოს­ის­ტე­მას და სა­მე­წარ­მეო ეკ­ოს­ის­ტე­მას? — სწო­რედ ეს აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხე­ბია გან­ხი­ლუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის ინ­ეზა გაგ­ნი­ძი­სა და იტ­ალი­ის მე­სი­ნას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი­სა და კა­ტან­ძა­როს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რის, ეკ­ონ­ომ­იკ­ის დოქ­ტორ ვალ­ტერ ვეს­პე­რის ერ­თობ­ლივ სტა­ტი­აში „სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ეკ­ოს­ის­ტე­მი­დან სა­მე­წარ­მეო ეკ­ოს­ის­ტე­მის­კენ — გზა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, რო­მე­ლიც და­იბ­ეჭ­და ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნალ­ში (International Journal of Economics and Business Research, cite score – 0.8), 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში.

 

რო­გორც სტა­ტი­ის თა­ნა­ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ინ­ეზა გაგ­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს: „ნაშ­რომ­ში მსოფ­ლი­ოში აღი­არ­ებ­ული კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის ან­გა­რი­შე­ბი­სა და ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვე­ბის ცი­ტი­რე­ბით აღ­წე­რი­ლია მე­ოთხე ინ­დუს­ტრი­ული რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ეკ­ონ­ომ­იკ­აში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და რყე­ვე­ბის პროგ­ნო­ზე­ბი, მა­გა­ლი­თად, მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფო­რუ­მი დღე­ის­ათ­ვის არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის 10%-ის გაქ­რო­ბა­სა და 11% ახ­ალი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა­ზე მი­უთ­ით­ებს. ას­ევე — და­საქ­მე­ბულ­თა 54%-ს დას­ჭირ­დე­ბა უნ­არ­ებ­ის გა­ნახ­ლე­ბა, ხო­ლო მათ შო­რის 1/3-ს — 6 თვე­ზე მე­ტი ხან­გრძლი­ვო­ბის ტრე­ნინ­გი.

 

ამ რთუ­ლი მო­ლო­დი­ნი­დან გა­მო­სავ­ლის მო­სა­ძებ­ნად, ჩვე­ნი აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბა არ­ის ის გზა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შე­არ­ბი­ლოს ნა­ვა­რა­უდ­ევი ეფ­ექ­ტე­ბი. ნაშ­რომ­ში და­ის­ვა ორი კვლე­ვი­თი კითხვა: რა ელ­ემ­ენ­ტე­ბი ახ­ასი­ათ­ებს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ეკ­ოს­ის­ტე­მას და სა­მე­წარ­მეო ეკ­ოს­ის­ტე­მას? შე­უძ­ლია თუ არა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბა?

 

ამ კითხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ გან­ვი­ხი­ლეთ გზა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ეკ­ოს­ის­ტე­მი­დან სა­მე­წარ­მეო ეკ­ოს­ის­ტე­მამ­დე, ას­ევე, მსოფ­ლი­ოს 40 ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მის გარ­დაქ­მნის პრობ­ლე­მე­ბი. ნაშ­რო­მის ერ­თი ნა­წი­ლი და­ეთ­მო სა­მე­წარ­მეო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გას­მას, ბო­ლოს კი იტ­ალი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის და­ხა­სი­ათ­ებ­ასა და ან­ალ­იზს.“-გა­ნაცხა­და პრო­ფე­სორ­მა ინ­ეზა გაგ­ნი­ძემ.

 

სა­კითხე­ბის თე­ორი­ული კვლე­ვა და­იწყო დოქ­ტორ­მა ვეს­პე­რიმ VOSviewer software-ის გა­მო­ყე­ნე­ბით და ნაშ­რო­მის საკ­ვან­ძო სიტყვე­ბის ან­ალ­იზ­ით გა­მოკ­ვე­თა 5 კლას­ტე­რი. რო­გორც ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი აღ­ნიშ­ნავს, იტ­ალი­ელი კო­ლე­გის აზ­რით: „აკ­ად­ემი­ური ლი­ტე­რა­ტუ­რის ფარ­თო სპექ­ტრის ან­ალ­იზ­მა აჩ­ვე­ნა პირ­და­პი­რი კავ­ში­რი სტუ­დენ­ტე­ბის სა­მე­წარ­მეო ქცე­ვა­სა და მათ უნ­არ­თან აღ­მო­ჩი­ნონ, შე­აფ­ას­ონ და გა­მო­იყ­ენე­ონ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ას­ეთ პი­რო­ბებ­ში სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ეკ­ოს­ის­ტე­მა გა­ნი­საზღვრე­ბა მე­წარ­მე­ობ­აზე სას­წავ­ლო კურ­სის არ­სე­ბო­ბით, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ურ­თი­ერ­თო­ბო კა­პი­ტა­ლით, ცოდ­ნის გა­და­ცე­მის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო პო­ლი­ტი­კით და სა­მე­წარ­მეო სტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით.“

თარიღი: 17/10/2021