საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა სწრაფი ინტერპრეტაციის ტრენინგები გაიარეს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

„ელ­ექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის მარ­ტი­ვი და სწრა­ფი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ვლე­ბის“ ტრე­ნინ­გის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ვიქ­ტო­რი­ნა­ში თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის გუნ­დმა გა­იმ­არ­ჯვა. ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ტრე­ნინ­გი „სა­ქარ­თვე­ლოს არ­ით­მი­ის სკო­ლის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით ბა­კუ­რი­ან­ში სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის 60-მდე სტუ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

 

„არ­ით­მი­ის სკო­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის“ ნო­მი­ნა­ცი­აშ­იც სა­უკ­ეთ­ეს­ოდ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მე-5 კურ­სის სტუ­დენ­ტი გი­ორ­გი ბო­კე­რია და­სა­ხელ­და. „ელ­ექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის ამ კურ­სში იყო დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი ის­ეთი ნიუანსები, რაც სტუ­დენ­ტებს სჭირ­დე­ბათ ელ­ექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის გა­გე­ბი­სათ­ვის — გან­ხი­ლუ­ლი იყო თი­თოეული სეგ­მენ­ტი და დე­ტა­ლე­ბის მორ­ფო­ლო­გია, თუ რო­გორ უნ­და მივ­ხვდეთ სხვა­დას­ხვა დი­აგ­ნოზს და რა არ­ის მათ­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი სხვა­დას­ხვა ნი­შა­ნი. გვქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც, ვას­რუ­ლებ­დით სხვა­დას­ხვა ტეს­ტებ­სა და ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით ვიქ­ტო­რი­ნებ­ში, რაც პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას ხელს უწყობ­და“, — აცხა­დებს გი­ორ­გი ბო­კე­რია.

 

„ელ­ექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის მარ­ტი­ვი და სწრა­ფი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ვლე­ბის“ ტრე­ნინ­გში თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. „ტრე­ნინ­გის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­შუ­ალ­ება მომ­ცა შე­მე­ფა­სე­ბი­ნა ჩე­მი ცოდ­ნა ელ­ექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­აში და გა­მეღ­რმა­ვე­ბი­ნა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­მელ­შიც სუს­ტი ვი­ყა­ვი. ლექ­ცი­ები და­მეხ­მა­რა რთუ­ლი სა­კითხე­ბის გა­გე­ბა-ათ­ვი­სე­ბა­ში“, — აღ­ნიშ­ნავს თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ნი­კუნჯ აგ­არ­ვა­ლი.

 

„ელ­ექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მის მარ­ტი­ვი და სწრა­ფი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ვლე­ბის“ ტრე­ნინ­გში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან 20 სტუ­დენ­ტი იყო ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად, აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბი­სა და ინ­გლი­სუ­რი ენ­ის ფლო­ბის დო­ნის მი­ხედ­ვით, შე­არ­ჩია.

 

„მსგავ­სი ტრე­ნინ­გე­ბი ხელს უწყობს სტუ­დენ­ტე­ბის ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას და ძა­ლი­ან ინ­ტე­რაქ­ტი­ურია. სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მა­ღა­ლია, ას­ევე ხდე­ბა ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია — მათ სა­მი დღე გა­ატ­არ­ეს ერ­თად და ძა­ლი­ან და­მე­გობ­რე­ბოდ­ნენ, რაც ას­ევე არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, მათ ტრე­ნინ­გის ფარ­გლებ­ში დრო ხა­ლი­სი­ან­ად და ნა­ყო­ფი­ერ­ად გა­ატ­არ­ეს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვენ­მა სტუ­დენ­ტებ­მა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს და სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­იმ­არ­ჯვეს“, — აცხა­დებს თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი.

 

„სა­ქარ­თვე­ლოს არ­ით­მი­ის სკო­ლის“ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი 25-27 თე­ბერ­ვალს ბა­კუ­რი­ან­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბის ხარ­ჯე­ბი თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­მა სრუ­ლად და­აფ­ინ­ან­სა.

 

თარიღი: 04/03/2022