საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავდა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე სტუ­დენ­ტზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო გა­რე­მოს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შე­მუ­შავ­და. დო­კუ­მენ­ტი ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მაია ბიწ­კი­ნაშ­ვილ­მა და მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, პრო­ფე­სორ­მა ნი­ნო ჩიხ­ლა­ძემ შე­ად­გი­ნეს.

 

„სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ფარ­გლებ­ში გა­მო­იყო სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის პრი­ორ­იტ­ეტ­ული მე­თო­დო­ლო­გი­ური სა­კითხე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­თან, რომ­ლებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის სე­რია ხელს შე­უწყობს სტუ­დენ­ტზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მნას, აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მი­ერ თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბას“, — გან­მარ­ტავს ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე.

 

მე­დი­ცი­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მაია ბიწ­კი­ნაშ­ვილ­მა და მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, პრო­ფე­სორ­მა ნი­ნო ჩიხ­ლა­ძემ, 2019-2021 წლებ­ში, ევ­რო­პის სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ას­ოცი­აცი­ის (AMEE – Association for Medical Education in Europe) ოთხი თე­მა­ტუ­რი ტრე­ნინგ პროგ­რა­მა გაიარეს, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­ათ­ვის აუც­ილ­ებ­ელი სწავ­ლის, სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­ნერ­გვის სა­კითხებს მო­იც­ავ­და. გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მაია ბიწ­კი­ნაშ­ვილ­მა და ნი­ნო ჩიხ­ლა­ძემ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის დარ­გში AMEE სპე­ცი­ალ­ის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­იპ­ოვ­ეს.

 

„სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის აუც­ილ­ებ­ელი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს მე­დი­ცი­ნის ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ანი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში სწავ­ლის, სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ის დახ­ვე­წა­სა და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას“, — აღ­ნიშ­ნა­ვენ პრო­ფე­სო­რე­ბი.

თარიღი: 30/04/2022