საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე­დი­ის პო­ზი­ტი­ური და ნე­გა­ტი­ური გავ­ლე­ნა „კო­ვიდ-19“-ით გა­მოწ­ვე­ულ რე­ალ­ობ­აში

გვე­სა­უბ­რე­ბა მე­დი­აფ­სი­ქო­ლო­გი მა­რი­ამ გერ­სა­მია

 ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პი­რო­ბებ­ში სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ნა­წილს დეპ­რე­სია და შფოთ­ვა დაეუფლა. ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ სა­სურ­ვე­ლია პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ ან ნე­გა­ტი­ური ემ­ოცი­ებ­ის შემ­ცველ ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ვუს­მი­ნოთ დღე­ში ერ­თხელ ან ორ­ჯერ, დღის პირ­ველ მო­ნაკ­ვეთ­ში. სა­ღა­მო კი — ძი­ლის წი­ნა პე­რი­ოდი — არ უნ­და დავ­ტვირ­თოთ უარ­ყო­ფი­თი ემ­ოცი­ებ­ით. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას ეხ­მი­ან­ება მე­დი­აფ­სი­ქო­ლო­გი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი მა­რი­ამ გერ­სა­მია, რო­მე­ლიც ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მე­დი­ის პო­ზი­ტი­ურ და ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნებს სწავ­ლობს.

- რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მე­დია სა­ზო­გა­დო­ებ­აზე ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული რე­ალ­ობი­ის ფონ­ზე?

- მე­დი­ის გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­აზე მე­დი­ის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე თვალ­ში­სა­ცე­მი იყო. ყო­ვე­ლი ახ­ალი მე­დი­უმ­ის გა­მო­ჩე­ნას თა­ვი­სი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის ფა­ზა ახ­ლდა. მა­გა­ლი­თად, რო­ცა გაჩ­ნდა რა­დიო, სა­ზო­გა­დო­ებ­აში იყო ის­ეთი გან­ცდა და მო­ლო­დი­ნი, რომ რა­დი­ოს შე­უძ­ლია სას­წა­ულ­ებ­ის მოხ­დე­ნა. ჩვენ გვახ­სოვს მა­გა­ლი­თე­ბი, რო­დე­საც რა­დიო გა­და­ცე­მებ­მა მა­სი­ური პა­ნი­კაც კი გა­მო­იწ­ვია (1938 წელს ორ­სონ უილ­სის რა­დიო წარ­მოდ­გე­ნა აშშ-ზე მარ­სი­ან­ელ­ებ­ის თავ­დას­ხმა­ზე). ხალ­ხმა მა­შინ და­იჯ­ერა, რომ ეს მარ­თლა ხდე­ბო­და. ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვეც იგ­ივე გან­წყო­ბა გაჩ­ნდა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ას შე­უძ­ლია სას­წა­ულ­ებ­ის მოხ­დე­ნა. ახ­ლა იმ­ავ­ეს ვამ­ბობთ ინ­ტერ­ნეტ­თან, სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც. ეს ტექ­ნო­ლო­გი­ური ეიფ­ორია მა­ინც ფრაგ­მენ­ტუ­ლია და ად­ამი­ანი ეჩ­ვე­ვა მე­დიაეფექტებს, შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო კრი­ტი­კუ­ლად გა­ნი­ხი­ლავს მთ და ზე­გავ­ლე­ნა კლე­ბუ­ლობს, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გავ­ლე­ნაც რუ­ტი­ნუ­ლი ხდე­ბა. მე­დი­ის გავ­ლე­ნა უფ­რო მე­ტად შეს­წავ­ლი­ლია მი­სი ნე­გა­ტი­ური ფე­ნო­მე­ნის კუთხით. რამ­დე­ნად შე­უძ­ლია მას აგ­რე­სი­ის და ძა­ლა­დო­ბის გა­მოწ­ვე­ვა? რამ­დე­ნად შე­უძ­ლია პა­ნი­კის და­თეს­ვა, რად­გან ეს უფ­რო თვალ­ში სა­ცე­მია. თუმ­ცა მკვლევ­რე­ბი ბო­ლო დროს ყუ­რადღე­ბას ამ­ახ­ვი­ლე­ბენ იმ­აზე, რომ თუ მე­დი­ას შე­უძ­ლია ან­ტი­სო­ცი­ალ­ური ქცე­ვე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, მე­დი­ას, ას­ევე, შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს პრო­სო­ცი­ალ­ური ქცე­ვე­ბიც და ეს არ­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჟურ­ნა­ლის­ტი­კათ­მცოდ­ნე­ებ­მა, მე­დი­აფ­სი­ქო­ლო­გებ­მაც მი­აქ­ცი­ეს ყუ­რადღე­ბა და შე­თან­ხმდნენ იმ­აზე, რომ, რა თქმა უნ­და, ჟურ­ნა­ლის­ტის მთა­ვა­რი ფუნ­ქციაა პრობ­ლე­მის და­ფიქ­სი­რე­ბა და რე­ალ­ობ­ის (და არა ფსევ­დო­რე­ალ­ობ­ის) ას­ახ­ვა, მაგ­რამ, ამ­ას­თა­ნა­ვე, მან უნ­და შე­მოგ­ვთა­ვა­ზოს პრობ­ლე­მი­დან გა­მო­სავ­ლის გზაც და არ უნ­და დაგ­ვტო­ვოს მარ­ტო პრობ­ლე­მის პი­რის­პირ. ანუ ჟურ­ნა­ლის­ტმა უნ­და გვაჩ­ვე­ნოს ქცე­ვის მო­დე­ლე­ბი — რო­გორ ვი­მოქ­მე­დოთ გარ­კვე­ული პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის დროს. ამ კუთხით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რაც ხდე­ბა, თუნ­დაც, ახ­ალ კო­რო­ნა­ვი­რუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გა­ვიხ­სე­ნოთ ის, რომ რო­ცა გა­სულ სა­უკ­უნ­ეში და­იწყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვე­ბი მე­დი­ას­თან მი­მარ­თე­ბით, ამ კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სენ­სა­ცი­ურ თუ ნე­გა­ტი­ურ ამ­ბებს, სა­დაც მკვლე­ლო­ბა­ზე, სენ­სა­ცი­აზე, სკან­და­ლებ­ზე და კრი­მი­ნალ­ზეა სა­უბ­არი, უფ­რო მე­ტი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. ეს მე­დი­ამ იმ­დე­ნად გა­ით­ავ­ისა, რომ ტოპ-ნი­უს­ებ­ად ირ­ჩევს სენ­სა­ცი­აზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ამ­ბებს, თუნ­დაც, ეს ერ­თი დღის სენ­სა­ცია იყ­ოს. იგ­ივე სურ­ვი­ლი და სხვა რე­ალ­ობა გაჩ­ნდა ახ­ლა, რო­დე­საც საქ­მე ეხ­ება პან­დე­მი­ას, ეს აღ­არ არ­ის ფრაგ­მენ­ტუ­ლი (ერ­თი დღის) გა­შუ­ქე­ბა, ანუ უკ­ვე მე­სა­მე კვი­რაა, მთე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დღის წეს­რი­გი აგ­ებ­ულია ამ თე­მის გა­შუ­ქე­ბა­ზე, რო­მე­ლიც, ცალ­სა­ხად და სამ­წუ­ხა­როდ, უფ­რო მე­ტად ნე­გა­ტი­ვით არ­ის დატ­ვირ­თუ­ლი. ეს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გა­მოწ­ვე­ვაა მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვი­საც. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ კრი­ზი­სულ სი­ტუ­აცი­აში თით­ქოს სწრა­ფად გაიარეს ტრე­ნინ­გი, თუ რო­გორ უნ­და გა­აშ­უქ­ონ ას­ეთი ამ­ბე­ბი.

გა­მოწ­ვე­ვა ის­იცაა, რომ მე­დია ყო­ველ­დღი­ურ ამ­ბე­ბად, რო­გორც წე­სი, აშ­უქ­ებს პო­ლი­ტი­კას, ეკ­ონ­ომ­იკ­ას, სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბას, სო­ცი­ალ­ურ თე­მა­ტი­კას, კულ­ტუ­რას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ბებს... მეც­ნი­ერ­ება მას აინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ აღ­მო­ჩე­ნის კუთხით — ვთქვათ, კი­ბოს წა­მა­ლი გა­მო­იგ­ონ­ეს, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ვაქ­ცი­ნა აღ­მო­აჩ­ინ­ეს და ა.შ. — აი, მსგავს თე­მებს აშ­უქ­ებ­ენ იმ­იტ­ომ, რომ ის სენ­სა­ცი­ას შე­იც­ავს (რო­გორც წე­სი, პო­ზი­ტი­ურს). დღეს კი, რე­ალ­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პა­ტერ­ნს და მო­ცე­მუ­ლო­ბას ვხე­დავთ. ჩვენ ვუ­ყუ­რებთ ჟურ­ნა­ლის­ტებს (ყვე­ლა მათ­გა­ნი არა, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდნენ უკ­ვე ას­ეთი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია), რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლი­ან­ად ემ­ზა­დე­ბი­ან პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­თან, მეც­ნი­ერ­ებ­თან, სპე­ცი­ალ­ის­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უს­თვის და მათ უს­ვა­მენ, მათ შო­რის, ის­ეთ კითხვებ­საც, რო­გო­რი­ცაა — რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი? რა ეტ­აპ­ზე არ­ის ვაქ­ცი­ნის შექ­მნის პრო­ცე­სი? რო­მე­ლი წა­მა­ლი რა ეტ­აპ­ზე რო­გორ მოქ­მე­დებს და, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ, მა­ყუ­რებ­ლებ­მაც, არა მარ­ტო გა­ვი­გეთ ახ­ალი ტერ­მი­ნო­ლო­გია კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ და, შე­სა­ბა­მი­სად, ავ­იმ­აღ­ლეთ ცნო­ბი­ერ­ება, არ­ამ­ედ ამ ახ­ალი ამ­ბე­ბის რუ­ტი­ნა­შიც ვართ ჩარ­თუ­ლი. ანუ, ჩვენ სა­მეც­ნი­ერო ამ­ბებს „დის­ქა­ვე­რის“ არ­ხი­დან კი არ ვგე­ბუ­ლობთ, მიმ­დი­ნა­რე ახ­ალ ამ­ბებ­ში ვეც­ნო­ბით მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვებს და ყვე­ლას გვსურს, რომ ეს გრძე­ლი ამ­ბა­ვი — პო­ზი­ტი­ურ­ად დამ­თავ­რდეს. დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სა­მეც­ნი­ერო კუთხით გა­შუ­ქე­ბის ეს ფორ­მა (მთე­ლი მსოფ­ლიო მთე­ლი დღე მხო­ლოდ მეც­ნი­ერ­ებ­აზე და მე­დი­ცი­ნა­ზე სა­უბ­რობს), მინ­და, გითხრათ — მსოფ­ლიო მე­დი­ის ის­ტო­რი­აში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. პო­ლი­ტი­კაც და ეკ­ონ­ომ­იკ­აც იქ­ცა ამ თე­მის კონ­ტექ­სტი.

- რას ურ­ჩევ­დით ჟურ­ნა­ლის­ტებს კრი­ზი­სე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას და რას ურ­ჩევთ მა­ყუ­რე­ბელს?

- ჩვენ ვხე­დავთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც დღე­საც ის­ევ სკან­დალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რი­თაც, რა თქმა უნ­და, პა­ნი­კის და­თეს­ვა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და ეს არ არ­ის სწო­რი მიდ­გო­მა ას­ეთ სი­ტუ­აცი­აში. მე­დი­ამ უფ­რო მე­ტი უნ­და ისა­უბ­როს იმ­აზე, რო­გორ უნ­და ვი­მოქ­მე­დოთ ჩვენ. სა­უბ­არია იმ­აზე, რო­გორ მი­აწ­ოდ­ოს მე­დი­ამ მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია ად­ამი­ან­ებს, რა­თა მათ თა­ვი იგ­რძნონ და­ცუ­ლად. მე­დი­ას დღე­საც შე­უძ­ლია გა­აგ­რძე­ლოს ის­ევ და ის­ევ სკან­და­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა და მიყ­ვეს ძველ პა­ტენ­ტს (რაც უფ­რო სკან­და­ლუ­რია ინ­ფორ­მა­ცია, მით უფ­რო ყუ­რე­ბა­დია), თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინც გა­აკ­ეთ­ებს არ­ჩე­ვანს თა­ვის სა­სი­კე­თოდ. „თა­ვის სა­სი­კე­თოდ“ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ად­ამი­ანი ეძ­ებს გა­მო­სა­ვალს და მე­დი­აც უნ­და გა­და­ვი­დეს იმ ფა­ზა­ში, რო­ცა ეკ­რა­ნი­დან რა­ცი­ონ­ალ­ურ­ად გვე­სა­უბ­რე­ბი­ან პან­დე­მი­ის თე­მა­ზე და გვთა­ვა­ზო­ბენ სწორ მო­დე­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში და მე­დი­ით­აც ვხე­დავთ, რომ „ნახ­ვე­ბის“ და რე­იტ­ინ­გე­ბის­თვის ვრცელ­დე­ბა ყალ­ბი ახ­ალი ამ­ბე­ბი (ე.წ. ფე­იქ ნი­უს­ები) სენ­სა­ცი­ის ეფ­ექ­ტით, მა­გა­ლი­თად ვაქ­ცი­ნის ან წამ­ლის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე და ეს ამ­ბე­ბი ცალ­სა­ხად დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კა­ტე­გო­რი­აში ხვდე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა და­ვაკ­ვირ­დეთ — რო­გორ (შე)იც­ვლე­ბა მა­ყუ­რებ­ლის მე­დია-არ­ჩე­ვა­ნი და ქცე­ვა, რაც რე­იტ­ინ­გებ­ზეც აის­ახ­ება. მა­ყუ­რებ­ლის მი­მართ მთა­ვა­რი რჩე­ვა არ­ის — შე­ვარ­ჩი­ოთ სან­დო წყა­რო­ები. ყვე­ლაფ­რის ტი­რა­ჟი­რე­ბა და ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნა თუ გა­ზი­არ­ება ფე­ის­ბუქ­ზე შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­ურ­ად აის­ახ­ოს თა­ვად ად­ამი­ან­ებ­ის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სჯობს, სკეპ­ტი­კუ­რად და კრი­ტი­კუ­ლად შევ­ხე­დოთ სენ­სა­ცი­ებს და სკან­და­ლებს, ვიდ­რე უპ­ირ­ობ­ოდ და­ვი­ჯე­როთ. ას­ევე, სა­სურ­ვე­ლია ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლად მო­ვუს­მი­ნოთ, იგ­ივე, ახ­ალ ამ­ბებს, მა­გა­ლი­თად, დი­ლას ან სა­ღა­მოს, რა­თა მი­ვი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია და ის რე­კო­მე­და­ცი­ები, რაც ვი­რუს­თან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ოღ­ონდ მი­ვი­ღოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია კვა­ლი­ფი­ცი­ური ად­ამი­ან­ებ­ის­გან. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ და უფ­რო მე­ტად ვუ­ყუ­როთ ის­ეთ არ­ხებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო რა­ცი­ონ­ალ­ურ­ად უდ­გე­ბი­ან სა­კითხს, ჩვენს ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ და არა ჩვე­ნი ემ­ოცი­ებ­ის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას აგ­რძე­ლე­ბენ. სა­ერ­თოდ, პო­ზი­ტი­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ად­ამი­ანს უფ­რო მე­ტი აქ­ვს. ჩვენ ყვე­ლას გვინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე დას­რულ­დეს, გაჩ­ნდეს მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მე­ტი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლის შე­სა­ხებ, მო­ვის­მი­ნოთ „გა­დარ­ჩე­ნის ის­ტო­რი­ები“, ის­ტო­რი­ები — თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბი­ან ად­ამი­ან­ები ერ­თმა­ნეთს, არი­ან სო­ლი­და­რუ­ლე­ბი და ფიქ­რო­ბენ და მოქ­მე­დე­ბენ გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ამ­იტ­ომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან. არ­ჩე­ვა­ნი აღ­არ არ­სე­ბობს — თუ რა გა­აშ­უქ­ონ. „კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ამ­ბის“ გარ­და არ­აფ­ერი ხდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ამ ამ­ბის გარ­შე­მოა. არ­ჩე­ვა­ნი არ­ის — რო­გორ გა­აშ­უქ­ონ ეს ამ­ბე­ბი? ერ­თის მხრივ, მათ მა­ყუ­რებ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურთ, მაგ­რამ მე­ორე მხა­რეს დევს ამ­ის „ფა­სი“, რა­საც რე­იტ­ინ­გე­ბიც გა­მო­აჩ­ენს. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ­აზე დაკ­ვირ­ვე­ბაც. რო­გორც არ­ას­დროს, ისე ჩანს სწო­რედ ახ­ლა სან­დო და კვა­ლი­ფი­ცი­ური მე­დი­ის და ჟურ­ნა­ლის­ტის რო­ლი.

- სად არ­ის გა­მო­სა­ვა­ლი?

- მწვა­ვე კითხვე­ბის დას­მა, პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­არი ჟურ­ნა­ლის­ტის მო­ვა­ლე­ობაა, მაგ­რამ, ამ­ავე დროს, მთა­ვა­რი, რაც ამ კითხვე­ბის უკ­ან უნ­და იყ­ოს, ესაა — მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ სა­ზო­გა­დო­ებ­ას იმ­ის­თვის, რომ თავს და­ცუ­ლად გრძნობ­დეს. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ად­ამი­ანი (მათ შო­რის რეს­პონ­დენ­ტის) წყო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა და მა­ყუ­რებ­ლის ემ­ოცი­აზე თა­მა­ში. ჩვენ ყვე­ლას გვაქ­ვს ემ­ოცი­ური გან­წყო­ბა ამ თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბით, ოღ­ონდ ტე­ლე­ვი­ზორს ვრთავთ იმ­იტ­ომ, რომ გა­ვი­გოთ ახ­ალი ამ­ბა­ვი. თუ რეს­პონ­დენ­ტი ვერ აკ­ონ­ტრო­ლებს თა­ვის ემ­ოცი­ებს — ეს ცუ­დია, მაგ­რამ ას­ევე ცუ­დი სა­ყუ­რე­ბე­ლია, რო­ცა ვხე­დავთ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი აჰ­ყვა ემ­ოცი­ებს და პა­ნი­კა­შია. ახ­ლა, ჩვენ ყვე­ლას გვსურს — ვნა­ხოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ად­ამი­ან­ები, რომ­ლე­ბიც გვემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და გვაწ­ვდი­ან გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ მე აღ­მო­ვა­ჩენ, რომ ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტმა მო­მა­წო­და, სი­მარ­თლეს არ შე­ეს­აბ­ამ­ება, რა თქმა უნ­და, ის ბრა­ზი, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული სტრე­სის დროს არ­სე­ბობს, შე­იძ­ლე­ბა მივ­მარ­თო ამ ჟურ­ნა­ლის­ტის­კენ. ეს ბრა­ზი შე­იძ­ლე­ბა მივ­მარ­თო პო­ლი­ტი­კო­სის ან ინ­სტი­ტუ­ცი­ის მი­მარ­თაც, ამ­იტ­ომ მა­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ტვირ­თი მე­დი­აში გა­მო­ჩე­ნი­სას დი­დია. ჩვენ ყვე­ლამ გა­მო­ვი­არ­ეთ ში­შის, რე­ალ­ობ­ის არ­მი­ღე­ბის, უს­უს­ურ­ობ­ის გან­ცდის ეტ­აპი, რაც სტრე­სის თან­მდე­ვია. ამ­ას­თან ბრა­ზიც შემ­დე­გი ეტ­აპია და ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გავ­ბრაზ­დეთ ჟურ­ნა­ლის­ტზე, პო­ლი­ტი­კოს­ზე ან ინ­სტი­ტუ­ცი­აზე. ბრა­ზის მე­რე მო­დის მოქ­მე­დე­ბა და მე­დი­ას­თან მი­მარ­თე­ბით ეს შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს სხვა არ­ხზე გა­დარ­თვა; პო­ლი­ტი­კო­სებ­თან მი­მარ­თე­ბით — ნდო­ბის შემ­ცი­რე­ბა. ამ­იტ­ომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მაც და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც უნ­და იფ­იქ­რონ, პირ­ველ რიგ­ში, მა­ყუ­რე­ბელ­ზე და თა­ვის პო­ზი­ტი­ურ როლ­ზე ამ პრო­ცეს­ში ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად.

და ბო­ლოს, ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა — ვუ­ყუ­როთ მთა­ვარ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას ან დი­ლას, ან სა­ღა­მოს, რა­თა გა­ვი­გოთ — რა ხდე­ბა? ოღ­ონდ, ჩვენ თვი­თონ ავ­არ­ჩი­ოთ სან­დო წყა­რო­ები და გა­ვარ­ჩი­ოთ — რო­მე­ლი რეს­პონ­დენ­ტია სან­დო მი­სი პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი­დან და პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ ვხე­დავთ, რომ პა­ნი­კას იწ­ვევს მე­დია, სჯობს გა­მოვ­რთოთ ტე­ლე­ვი­ზო­რი და უბ­რა­ლოდ რა­ცი­ონ­ალ­ურ­ად გა­ვი­აზ­როთ — რა ხდე­ბა ჩვენს გარ­შე­მო? ჩვენ, ერ­თის მხრივ, უნ­და მი­ვი­ღოთ ის რე­ალ­ობა, რო­მე­ლიც არ­ის და გა­ვარ­ჩი­ოთ ის ფსევ­დო-რე­ალ­ობ­ის­გან (მათ შო­რის, შე­საძ­ლოა მე­დი­ის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლის­გან). ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლია, რად­გან ამ რე­ალ­ობ­აში ვცხოვ­რობთ და მას­ზე ჩვე­ნი ქცე­ვე­ბი­თაც ვახ­დენთ გავ­ლე­ნას. მე­დი­აში კი სჯობს ვი­ხი­ლოთ სა­სარ­გებ­ლო ქცე­ვის მო­დე­ლე­ბი. ამ­ას­თან, ში­ში ერ­თია და სიფ­რთხი­ლე მე­ორე, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია ჩვენ გა­მო­ვი­ჩი­ნოთ, მათ შო­რის, ჩვენს ქცე­ვებ­თან მი­მარ­თე­ბით, რა­თა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან სულ მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბიც არ ვი­ყოთ. გვახ­სოვ­დეს, არ­ჩე­ვა­ნი ჩვენს ხელ­შია, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დღის წეს­რიგს ის­ევ ჩვენ ვქმნით და ეს კარ­გია, მათ შო­რის, მე­დი­ის­თვი­საც!

 ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

თარიღი: 17/04/2020