საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ფრანგიშვილი: მედიის კვლევა ის სფეროა, რომელიც მაინტერესებს

მაია ტო­რა­ძე

 

„პრაქ­ტი­კულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან ერ­თად, მე­დი­ის კვლე­ვა ის სფე­როა, რო­მე­ლიც მა­ინ­ტე­რე­სებს — ტარ­ტუმ ამ­აში კი­დევ უფ­რო და­მარ­წმუ­ნა!“ — ამ­ბობს მა­რი­ამ ფრან­გიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტის სპე­ცი­ალ­ობ­ას ეუფ­ლე­ბა. ახ­ლა მა­რი­ამი ტარ­ტუს უძ­ვე­ლე­სი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გაც­ვლი­თი პოგ­რა­მის სტუ­დენ­ტია და აპ­ირ­ებს მო­მა­ვა­ლი მე­დი­ის კვლე­ვებს და­უკ­ავ­ში­როს. ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე და იქა­ურ სტუ­დენ­ტურ ამ­ბებ­ზე ის თა­ვად გვიყ­ვე­ბა: „ერ­თი წლის წინ რომ ეთ­ქვათ, საზღვარ­გა­რეთ ის­წავ­ლიო, ალ­ბათ, ვერ და­ვი­ჯე­რებ­დი. მრა­ვა­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ცდის შემ­დეგ ამ საქ­მე­ზე თით­ქმის ხე­ლი მქონ­და ჩაქ­ნე­ული. თუმ­ცა, დღეს აქ ვარ, ეს­ტო­ნეთ­ში, ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სით. ტარ­ტუ­ში ჩა­მოს­ვლი­დან მე­ორე დღეს­ვე ქა­ლაქს გა­ვუ­ში­ნა­ურ­დი, თით­ქოს დი­დი ხა­ნია უკ­ვე აქა­ური ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ერ­თი შე­ხედ­ვით პა­ტა­რა ტარ­ტუ, რო­მე­ლიც ჩე­მი მშობ­ლი­ური სამ­ტრე­დი­ის ხე­ლა თუ იქ­ნე­ბა, სავ­სეა თავ­გა­და­სავ­ლე­ბით. ქა­ლა­ქის ყო­ველ კუთხე­ში მუ­ზე­უმი, სკვე­რი და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ობაა. რაც ეს­ტო­ნე­ლებს არ ეშ­ლე­ბათ, ეს არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რის მი­ღე­ბაა. სწო­რედ ამ­იტ­ომ­აც და­აღ­წია ამ ქვე­ყა­ნამ თა­ვი საბ­ჭო­ურ გავ­ლე­ნას და ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის ღირ­სე­ულ წევ­რად იქ­ცა. ყო­ვე­ლი­ვე ამ­ის თა­ვი და თა­ვი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მთავ­რო­ბა გა­ნათ­ლე­ბას ქვეყ­ნის პრი­ორ­იტ­ეტ­ად აცხა­დებს, თუმ­ცა სიტყვე­ბი სიტყვე­ბად­ვე რჩე­ბა, ეს­ტო­ნე­ლე­ბი კი ამ სიტყვებს საქ­მედ აქ­ცე­ვენ. ტარ­ტუს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ეს­ტო­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კე­რაა, სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­თო­დე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვი­ლი გა­რე­მო, სტუ­დენ­ტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა — გა­ნა მე­ტი რა უნ­და ინ­ატ­როს სტუ­დენ­ტმა? სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში, იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კა თუ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, უმ­თავ­რე­სი კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და ან­ალ­იზია. სწო­რედ ამ­ას აფ­ას­ებ­ენ „ტარ­ტუ­ელი“ ლექ­ტო­რე­ბი და ცდი­ლო­ბენ სტუ­დენ­ტის წი­ნა პლან­ზე წა­მო­წე­ვას — მო­ყო­ლის, ზე­პი­რი გა­მოც­დე­ბი­სა თუ სხვა საბ­ჭო­ური გად­მო­ნაშ­თე­ბის გა­რე­შე. აქ მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტებს ეკ­ის­რე­ბათ და მა­თაც გათ­ვით­ცნო­ბი­ერ­ებ­ული აქ­ვთ სად არი­ან, რას აკ­ეთ­ებ­ენ და რა­ტომ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­აში დამ­კვირ­დე­ბუ­ლი აზ­რი თუ სტე­რე­ოტ­იპ­ები იძ­ულ­ებ­ულს გხდის — უმ­აღ­ლეს­ში ჩა­აბ­არო და დიპ­ლო­მი აიღო, ეს­ტო­ნეთ­ში ეს პრაქ­ტი­კულ გათ­ვლებ­სა და მო­მავ­ლის ხედ­ვებს ემ­ყა­რე­ბა. არც ას­აკ­ობ­რი­ვი სტიგ­მაა, ერთ-ერთ კურ­სზე ჩე­მი მშობ­ლე­ბის ტო­ლა სტუ­დენ­ტებ­თან ვსხედ­ვარ, ვსა­უბ­რობთ, ვმსჯე­ლობთ და სე­მი­ნა­რულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვერ­თვე­ბით. აკ­ად­ემი­ურ მხა­რეს­თან ერ­თად, ტარ­ტუ­ში გარ­თო­ბა და აქ­ტი­ური სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბაც დი­დი დო­ზით გვაქ­ვს. სტუ­დენ­ტუ­რი შეკ­რე­ბე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი, ცეკ­ვის სა­ღა­მო­ები, ექ­სკურ­სი­ები — მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუთხი­დან შეკ­რე­ბილ სტუ­დენ­ტო­ბას კი­დევ უფ­რო გვა­ახ­ლო­ებს. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სე­მეს­ტრის მე­ორე ნა­ხე­ვა­რი წი­ნაა, უკ­ვე ვი­ცი, რომ ტარ­ტუ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­ული თუ პრო­ფე­სი­ული გა­მოც­დი­ლე­ბა უდ­იდ­ესი ნახ­ტო­მი იქ­ნე­ბა პი­როვ­ნუ­ლი ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით“, — ამ­ბობს მა­რი­ამი.

თარიღი: 31/10/2021