საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ გერსამიას ახალი წელი

„ის, რომ 2020 წელს, პან­დე­მი­ის­ას, ად­ამი­ან­ები უფ­რო ემ­პა­თი­ურ­ები და სო­ლი­და­რუ­ლე­ბი გახ­დნენ, ყვე­ლას გვაძ­ლი­ერ­ებ­და“, — მი­აჩ­ნია თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს, „მე­დი­აფ­სი­ქო­ლო­გი­ისა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელს მა­რი­ამ გერ­სა­მი­ას, რო­მელ­საც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თი ჩვე­ულ­ებ­რი­ვი დღის დაბ­რუ­ნე­ბა ენ­ატ­რე­ბა...

 

 

 

 

 

 

– ორი­ოდ სიტყვა იმ­ედ­ებ­ზე, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს...

 

– მინ­და, ად­ამი­ან­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ის­ევ დაბ­რუნ­დეს. ერ­თი ჩვე­ულ­ებ­რი­ვი დღე მო­მე­ნატ­რა ჩემს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. მინ­და, ის­ევ აუდ­იტ­ორი­აში ჩა­ვა­ტა­რო ლექ­ცია, იქ­იდ­ან გა­მო­სულ­მა პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ბაღ­ში გა­ვი­სე­ირ­ნო და მე­რე მა­იკო ტო­რა­ძეს­თან ან ჩემს სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად „ჩა­ის სახ­ლში" ჩა­მოვ­ჯდე. მო­მე­ნატ­რა, რო­ცა ლექ­ცი­ის­გან გა­დაღ­ლი­ლი, მაგ­რამ სტუ­დენ­ტე­ბის ახ­ალი იდე­ებ­ით შთა­გო­ნე­ბუ­ლი, ვე­რა­ზე დე­და­ჩემ­თან შე­ვირ­ბენ­დი და მის ახ­ალ სიმ­ღე­რას ვის­მენ­დი. ალ­ბათ არ ვიქ­ნე­ბი გა­მო­ნაკ­ლი­სი თუ ვიტყვი, რომ იმ სურ­ვი­ლებს, რომ­ლებ­საც ად­რე ჩვე­ულ­ებ­რივ მი­ვიჩ­ნევ­დი, ახ­ლა მთე­ლი გულ­წრფე­ლო­ბით ვნატ­რობ: მთა­ვა­რია, ვი­ყოთ ჯან­მრთე­ლე­ბი! მთა­ვა­რია, ერ­თმა­ნე­თი გვყავ­დეს!

 

– მი­უხ­ედ­ავ­ად პან­დე­მი­ისა, თუ შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ, რა მოხ­და და­დე­ბი­თი ამ წელს?

 

– ამ წელ­საც ძა­ლი­ან კარ­გი სტუ­დენ­ტე­ბი გა­ვი­ცა­ნი. სწო­რედ მათ გა­ახ­ალ­ის­ეს და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დეს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდი. მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით დავ­წე­რეთ კვლე­ვე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, პრეს­ტი­ჟულ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­ბეჭ­და ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც კო­ლე­გას­თან და სტუ­დენ­ტთან ერ­თად მო­ვამ­ზა­დე... მი­უხ­ედ­ავ­ად არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვი­სა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ-სწავ­ლე­ბამ მო­იტ­ანა, ჩე­მი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გახ­სნილ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე („მე­დი­აფ­სი­ქო­ლო­გია და კო­მუ­ნი­კა­ცი­ები") წელს ბევ­რი უცხო­ელი სტუ­დენ­ტი ჩა­ერ­თო (ერ­აზ­მუს პლი­უს­ის ფარ­გლებ­ში).

 

რაც მთა­ვა­რია, ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, ად­ამი­ან­ები უფ­რო ემ­პა­თი­ურ­ები და სო­ლი­და­რუ­ლე­ბი გახ­დნენ, რაც ყვე­ლას გვაძ­ლი­ერ­ებ­და.

 

შე­იძ­ლე­ბა ბა­ნა­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ ერ­თხელ დავ­რწმუნ­დი, რომ „ჩე­მი ოჯ­ახი — ჩე­მი ცი­ხე­სი­მაგ­რეა".

 

– რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

– მინ­და, სა­ახ­ალ­წლო ღა­მე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის ის­ევ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყ­ოს. ჩე­მი შვი­ლე­ბი უკ­ვე დი­დე­ბი არი­ან, თუმ­ცა მშობ­ლე­ბი მა­ინც შე­ვეც­დე­ბით — სადღე­სას­წა­ულო გან­წყო­ბა შე­ვუქ­მნათ. მინ­და, ყვე­ლა მშო­ბელს ჰქონ­დეს ამ­ის გან­წყო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

 

* * *

ჩე­მო ძვირ­ფა­სო სტუ­დენ­ტე­ბო, ჩე­მო კო­ლე­გე­ბო! უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ჩვე­ნი დი­დი ოჯ­ახია! ამ დიდ ოჯ­ახ­ში, მინ­და, გი­ხი­ლოთ ბედ­ნი­ერ­ები, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი...

მიყ­ვარ­ხართ და მეძ­ვირ­ფა­სე­ბით!

თარიღი: 30/12/2020