საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მათე და ნიკოლოზ თოფურიების მიერ ღმერთისთვის დასმული შეკითხვები

თა­მარ და­დი­ანი

 

თსუ-ის მე­სა­მე კორ­პუ­სის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის არ­ჩილ ბე­რი­ას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი: მა­თე და ნი­კო­ლოზ თო­ფუ­რი­ები უკ­ვე დი­დი ად­ამი­ან­ებ­ივ­ით აზ­როვ­ნე­ბენ და აც­ნო­ბი­ერ­ებ­ენ ად­ამი­ან­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­სა და როლს. ორ­ივე თბი­ლი­სის 165-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობს და ორ­ივ­ეს კარ­გად ეს­მის, რომ სწავ­ლის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წე­ვენ.

 

ის­ეთი სიმ­პა­თი­ური და ვაჟ­კა­ცი ბი­ჭი გა­იზ­რდე­ბა, მთე­ლი ქვეყ­ნის გო­გო­ნე­ბი მის მო­ხიბ­ვლა­სა და გუ­ლის დაპყრო­ბას შე­ეც­დე­ბი­ან. ჯერ მხო­ლოდ 12 წლი­საა, ნა­თე­ლი სა­ხით და ზღვის­ფე­რი თვა­ლე­ბით. რო­გორც თვითნ ამ­ბობს, ყო­ჩა­ღი ბი­ჭია, შრო­მის­მოყ­ვა­რე, სწავ­ლაც უყ­ვარს და გარ­თო­ბაც: „მა­თე­მა­ტი­კის ამ­ოც­ან­ებ­ის ამ­ოხ­სნა მიყ­ვარს და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში. სწავ­ლაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ხში­რად იმ­აზე ვფიქ­რობ, არ­და­დე­გე­ბი რო­დის მო­ვა. რომ გა­ვიზ­რდე­ბი, მინ­და ვი­ყო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ეს კი მა­შინ გავ­ხდე­ბი, რო­ცა ჩე­მი შრო­მით და სწავ­ლით მი­ზანს მი­ვაღ­წევ“, — აცხა­დებს მა­თე თო­ფუ­რია, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ სწყინს, რო­ცა მშობ­ლე­ბი სთხო­ვენ: პა­ტა­რა ძმას და­უთ­მეო...

 

რო­დის გრძნობს თავს ბედ­ნი­ერ­ად? – „ბედ­ნი­ერი ვარ, რო­ცა ყვე­ლა კარ­გად მყავს, რო­ცა გვერ­დით მო­სიყ­ვა­რუ­ლე ად­ამი­ან­ები არი­ან და რო­ცა მას­წავ­ლებ­ლის ქე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ!“

 

ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო თე­მებ­ზეც ფიქ­რობს... მდიდ­რებს და ღა­რი­ბებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა კი ასე ეს­მის: „სიმ­დიდ­რე არ­ის ბევ­რი ფუ­ლი და ქო­ნე­ბა, ხო­ლო გა­ჭირ­ვე­ბა უქ­ონ­ლო­ბა და უმ­უშ­ევ­რო­ბაა, რაც ცუ­დია და სურ­ვი­ლებს ვერ ის­რუ­ლებ...“ — აცხა­დებს მა­თე, რო­მე­ლიც მად­ლი­ერ­ებ­ას მად­ლო­ბის გა­დახ­დით გა­მო­ხა­ტავს, ხო­ლო ბო­დიშს მა­შინ იხ­დის, რო­ცა სი­ნა­ნულს გრძნობს... ას­ეთია მა­თე, რო­მე­ლიც ღმერ­თს ას­ეთ შე­კითხვას და­უს­ვამ­და: უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი მარ­თლა არ­სე­ბო­ბენ?

 

* * *

მშობ­ლე­ბის დამ­ჯე­რი ბი­ჭია მა­თეს უმ­ცრო­სი ძმა ნი­კო­ლოზ თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც 8 წლის ას­აკ­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხვით და ეზ­ოში მე­გობ­რებ­თან თა­მა­შიც კარ­გად გა­მოს­დის. მულ­ტფილ­მე­ბის ყუ­რე­ბაც უყ­ვარს და კითხვა­ზე — რო­მე­ლი გმი­რი იქ­ნე­ბო­დი საყ­ვა­რე­ლი მულ­ტფილ­მე­ბი­დან? — ასე გვპა­სუ­ხობს: „ად­ამი­ანი ობ­ობა! იმ­იტ­ომ, რომ ძლი­ერია, კე­თი­ლი და ხალ­ხს ეხ­მა­რე­ბა!“ სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, ერ­თი სუ­ლი აქ­ვს — გაკ­ვე­თი­ლებს რო­დის მო­ამ­ზა­დებს, დე­დის შე­ნიშ­ვნა რომ არ მი­იღ­ოს და ამ­ით გუ­ლი გა­უხ­არ­ოს... ყვე­ლა­ზე გულ­დაწყვე­ტი­ლი მა­შინ არ­ის, რო­ცა ეზ­ოში სა­თა­მა­შოდ არ უშ­ვე­ბენ. რო­ცა გა­იზ­რდე­ბა, ზრდი­ლო­ბი­ანი და კე­თი­ლი იქ­ნე­ბა და აუც­ილ­ებ­ლად — კა­ლათ­ბურ­თე­ლი!

 

ბედ­ნი­ერ­ებაა, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს: „რო­ცა ოჯ­ახი სა­სე­ირ­ნოდ მივ­დი­ვართ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.“ სიყ­ვა­რუ­ლი კი ასე ეს­მის: „სიყ­ვა­რუ­ლია, რო­ცა აფ­ას­ებ, ერ­თგუ­ლი ხარ და ბედ­ნი­ერი“.

 

ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ნა­ტო­ლე­ბის სიკ­ვდილს გა­ნიც­დის და ღმერ­თთა­ნაც მხო­ლოდ ეს შე­კითხვა აქ­ვს: „რა­ტომ იღ­უპ­ები­ან ბავ­შვე­ბი?“

თარიღი: 01/06/2022