საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მა­რი­ტა გო­ნაშ­ვი­ლის ოც­ნე­ბე­ბი

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს, 1 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს — თა­ნამ­შრო­მელ პრო­ფე­სორ­თა შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს თა­ვი და­ამ­ახ­სოვ­როს იმ­ით, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში მათ შე­სა­ხებ გაჩ­ნდეს ჩა­ნა­წე­რი — და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ბავ­შვო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ამ­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. „პრე­სა­ში უკ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ“ — ეტყვის დე­და, მა­მა, ბა­ბუა ან ბე­ბია პა­ტა­რებს თუ მოზ­რდი­ლებს და „ამ პო­პუ­ლა­რო­ბის“ ხიბ­ლით, ვინ იც­ის, რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი დად­გნენ... ასე რომ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეს ჩვენ მათ უფ­ლე­ბას შე­ვე­ხე­ბით — ისა­უბ­რონ და წარ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.

 

თსუ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის ვა­სილ გო­ნაშ­ვი­ლის შვი­ლი — მა­რი­ტა გო­ნაშ­ვი­ლი 13 წლი­საა. იგი სკო­ლა-ლი­ცე­უმ­ის „მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სი“ მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლეა. „სულ პა­ტა­რა­ობ­იდ­ან მინ­დო­და ვმდგა­რი­ყა­ვი სცე­ნა­ზე. ყო­ველ­თვის, რო­ცა დე­დას მივ­ყავ­დი კონ­ცერ­ტებ­ზე, მე­გო­ნა — მე უნ­და ავ­სუ­ლი­ყა­ვი სცე­ნა­ზე და მო­ნა­წი­ლე­ობა მი­მე­ღო კონ­ცერ­ტში. ხან­და­ხან ას­ეც მოვ­ქცე­ულ­ვარ და ცნო­ბილ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად მიმ­ღე­რია და მი­ცეკ­ვია სცე­ნა­ზე. რო­ცა 5 წლის გავ­ხდი, მშობ­ლებ­მა შე­მიყ­ვა­ნეს „ენ­კი-ბენ­კის“ სტუ­დი­აში და იქ უკ­ვე ნამ­დვი­ლად ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­ას კონ­ცერ­ტებ­ში. გა­და­ღე­ბუ­ლი ვარ კლიპ­შიც და ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, რო­ცა ამ კლი­პის დამ­სა­ხუ­რე­ბით მიც­ნობ­დნენ უცხო ბავ­შვე­ბი. შემ­დეგ ვოც­ნე­ბობ­დი ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე და ამ­იტ­ომ მშობ­ლებ­მა შე­მიყ­ვა­ნეს ჭა­ბუ­კი­ან­ის სა­ხე­ლო­ბის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში. იქ­აც ავ­იხ­დი­ნე ჩე­მი ოც­ნე­ბე­ბი და არა­ერ­თხელ ვი­ცეკ­ვე ოპ­ერ­ისა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის და გრი­ბო­ედ­ოვ­ის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სცე­ნებ­ზე, მაგ­რამ რო­ცა ცო­ტა გა­ვი­ზარ­დე, ოც­ნე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი შე­მეც­ვა­ლა. ჩემ­თვის სცე­ნა­ზე დგო­მა სა­ოც­ნე­ბო აღ­არ არ­ის.

 

ახ­ლა რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სია მომ­წონს, მაგ­რამ ზუს­ტად რო­მელს ავ­ირ­ჩევ მო­მა­ვალ­ში, ჯერ არ მაქ­ვს გა­დაწყვე­ტი­ლი. გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ ას­ტრო­ნო­მი­ით, თან იურ­ის­ტო­ბაც მა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან სურ­ვი­ლი მაქ­ვს და­ვიც­ვა ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი. რო­ცა გა­ვიზ­რდე­ბი, რო­მელ პრო­ფე­სი­ას­აც ავ­ირ­ჩევ, იქ მინ­და ვი­ყო პრო­ფე­სი­ონ­ალი და მიყ­ვარ­დეს ჩე­მი საქ­მე“, — ამ­ბობს მა­რი­ტა.

თარიღი: 31/05/2020