საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და ლევან ალექსიძის სახელობის პირველი სტიპენდიატები

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ისა და იურ­ის­ტის ― „ლუ­არ­საბ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია“ და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წის, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოს­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ქარ­თუ­ლი სკო­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის ― „აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია“ და­წეს­და. ახ­ალი ინ­ცი­ატ­ივა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ასა და „სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ატ­ორ­თა ას­ოცი­აცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რეს, სა­მარ­თლის დოქ­ტორ ირ­აკ­ლი ყან­დაშ­ვილს ეკ­უთ­ვნით. სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სე­ბი 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­იმ­არ­თა და იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა — კა­ლე­ნი­კე ურ­იდი­ამ და გვან­ცა დოლ­ბაიამ გა­იმ­არ­ჯვეს.

 

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს სტი­პენ­დი­ები და­ინ­იშ­ნა სსიპ „სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ატ­ორ­თა ას­ოცი­აცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რის, ად­ვო­კა­ტის, სა­მარ­თლის დოქ­ტორ ირ­აკ­ლი ყან­დაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით, რის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მას. ამ პრო­ექ­ტით ფა­კულ­ტე­ტი ცდი­ლობს უკ­ვდავ­ყოს ლუ­არ­საბ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი­სა და აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა და ღვაწ­ლი ქარ­თუ­ლი იურ­ის­პრუ­დენ­ცი­ისა და უშუ­ალ­ოდ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის წი­ნა­შე. კო­მი­სი­ის­თვის არ იყო ად­ვი­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ძა­ლი­ან ღირ­სე­ული კან­დი­და­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ამ­აყ­ით უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რივ სტუ­დენ­ტურ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბებ­ში მა­თი მო­ნა­წი­ლე­ობა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია მა­თი ინ­ტე­რე­სი, აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობა სა­ხე­ლო­ბით სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სებ­ში და მი­ზან­სწრაფ­ვა მსგავს პრო­ექ­ტებ­ში გა­მარ­ჯვე­ბი­სა­კენ. ვუ­ლო­ცავ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს და ვუ­სურ­ვებ შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებს“, — აღ­ნიშ­ნა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ ზა­რან­დი­ამ.

 

„ლუ­არ­საბ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია“ და „აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია“ ორი მთა­ვა­რი მიზ­ნით და­წეს­და — ინ­იცი­ატ­ორ­ებს ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფა და სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლის და­ფა­სე­ბა-წა­ხა­ლი­სე­ბა სურ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, სპე­ცი­ალ­ურ­მა კო­მი­სი­ამ სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბის, აკ­ად­ემი­ური, სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბე­ბის, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და კან­დი­და­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­ავ­ლი­ნა. ლუ­არ­საბ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი სტი­პენ­დი­ატი კა­ლე­ნი­კე ურ­იდია, ამ დრო­ის­თვის, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით ირ­ლან­დი­ის ლი­მე­რი­კის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ერ­თი აკ­ად­ემი­ური სე­მეს­ტრის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­წავ­ლის. სტი­პენ­დი­ატი, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში „ახ­ალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი“ მუ­შა­ობს, სა­დაც წარ­მო­მად­გე­ნე­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახ­ორ­ცი­ელ­ებს და ამ­ბობს, რომ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გი­ცაა.

 

„ლუ­არ­საბ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა ჩემ­თვის უდ­იდ­ესი სტი­მუ­ლი და პა­ტი­ვია, რაც ას­ევე დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­კის­რებს. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ასა და ყვე­ლა იმ ღირ­სე­ულ პრო­ფე­სორს, რომ­ლებ­საც ჩემს წარ­მა­ტე­ბულ აკ­ად­ემი­ურ საქ­მი­ან­ობ­აში დი­დი წვლი­ლი მი­უძ­ღვის.

 

ვგეგ­მავ ამ­ერ­იკ­ის წამ­ყვან უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩე­მი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. მა­ნამ­დე კი მსურს, რომ არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში „ახ­ალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი“ გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ობა. სა­მო­მავ­ლოდ ჩე­მი მი­ზა­ნია სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მი­რე­ბის გამ­ჭვირ­ვა­ლე და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­ცეს­ში ჩა­ვერ­თო. ვფიქ­რობ, ჩე­მი საქ­მი­ან­ობ­ის კულ­მი­ნა­ცია — „პრო­ფე­სი­ული გვირ­გვი­ნი“ — რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უზ­ენა­ესი სა­სა­მარ­თლოს ღირ­სე­ული მო­სა­მარ­თლე­ობა იქ­ნე­ბა“, — აცხა­დებს კა­ლე­ნი­კე ურ­იდია.

 

აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი სტი­პენ­დი­ატი გვან­ცა დოლ­ბაია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტი და იმ ბო­ლო თა­ობ­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მელ­მაც ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის ლექ­ცი­ები პი­რა­დად მო­ის­მი­ნა. გვან­ცა სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს, რომ „ეს სტუ­დენ­ტის­თვის ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო მო­ტი­ვა­ციაა, რად­გან ჩნდე­ბა გან­ცდა, რომ ჩა­დე­ბუ­ლი შრო­მა და ძა­ლის­ხმე­ვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის/ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ ფას­დე­ბა“. სტი­პენ­დი­ატი ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის ლექ­ცი­ებ­საც იხ­სე­ნებს...

 

„აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ატ­ის სტა­ტუ­სი ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა არა მხო­ლოდ კონ­კურ­სის გა­მორ­ჩე­ული ხა­სი­ათ­ის გა­მო, არ­ამ­ედ იმ­იტ­ომ­აც, რომ ჩე­მი პირ­ვე­ლი ლექ­ცია, რო­მელ­საც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და­ვეს­წა­რი, ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის იყო. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის ლექ­ცი­ები მრა­ვალ­მხრი­ვი პრო­ფი­ლი­თა და პერ­სო­ნა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ებ­ით გა­მო­ირ­ჩე­ოდა, რა­მაც არ­ჩე­ული სპე­ცი­ალ­ობ­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მიღ­ვი­ვა. მე მი­ვე­კუთ­ვნე­ბი ე.წ. ბო­ლო თა­ობ­ის სტუ­დენ­ტს, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი ას­წავ­ლი­და, მი­სი სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბა არა მხო­ლოდ დიდ პა­ტივს წარ­მო­ად­გენს, არ­ამ­ედ მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც მმა­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ფუძ­ვლი­ან­ად შეს­წავ­ლის გზა­ზე“, — ამ­ბობს გვან­ცა დოლ­ბაია, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლა­სა და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სფე­რო­ში მუ­შა­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მავს.

 

„ლუ­არ­საბ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ისა“ და „აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ის“ და­წე­სე­ბა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერთ-ერ­თი მა­გა­ლი­თია. ინ­იცი­ატ­ივ­ის მხარ­დამ­ჭე­რი „სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ატ­ორ­თა ას­ოცი­აცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ირ­აკ­ლი ყან­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ გზით სწავ­ლე­ბის თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბის შე­ჯე­რე­ბა ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც პრო­ფე­სი­ონ­ალი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

 

„ბა­ტო­ნი ლე­ვან ალ­ექ­სი­ძე და ლუ­არ­საბ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი იურ­ის­პუ­დენ­ცი­ის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გახ­ლდნენ და ამ ფორ­მით მა­თი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. სტი­პენ­დი­ები ას­ევე და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რა­თა მათ სწავ­ლას მე­ტი დრო და ენ­ერ­გია და­უთ­მონ. რაც შე­ეხ­ება ჩვენს მხარ­და­ჭე­რას, ვფიქ­რობ, რომ, ზო­გა­დად, მად­ლი­ერ­ება ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს — ჩვე­ნი ალ­მა მა­ტე­რის წი­ნა­შე, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მად­ლი­ერ­ება გა­მოვ­ხა­ტოთ,“ — გან­მარ­ტა ირ­აკ­ლი ყან­დაშ­ვილ­მა.

თარიღი: 30/01/2022