საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლოველ ქაბილი თსუ-ის კალათბურთის ნაკრებში ითამაშებს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ამ­ერ­იკ­ის სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გის (NCAA1) ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, LIBERTY-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი და წარ­სულ­ში სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის ერთ-ერ­თი წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე ლო­ველ ქა­ბი­ლი თსუ-ის კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რებ­ში ით­ამ­აშ­ებს.

 

ქა­ბილ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გუნ­დთან კონ­ტრაქ­ტი უკ­ვე გა­აფ­ორ­მა და მო­მა­ვალ სე­ზონს თსუ-ში გა­ატ­არ­ებს.

 

2019-2020 წლე­ბის სე­ზონ­ში ლო­ველ ქა­ბი­ლი სუ­პერ­ლი­გის გუნდ „მგზავ­რებ­ში“ თა­მა­შობ­და, სა­დაც 9 მატ­ჩი ჩა­ატ­არა და ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა: სა­შუ­ალ­ოდ 14.6 ქუ­ლა, 5.1 პა­სი და 3.3 მოხ­სნა.

 

თსუ-ის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირ­აკ­ლი ხარ­ჯა­ვა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ გუნ­დის მე­ნეჯ­მენ­ტი მთლი­ან­ად შეც­ვლი­ლია და გაძ­ლი­ერ­ებ­ულია პრო­ფე­სი­ონ­ალი მო­თა­მა­შე­ებ­ით. თსუ-ის გუნ­დში ერ­ოვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი — ნი­კო­ლოზ დარ­ბა­იძე, მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ცინ­ცა­ძეც ით­ამ­აშ­ებ­ენ. ამ დრო­ის­თვის გუნ­დი წვრთნებს ბა­თუმ­ში გა­დის და დუ­დუ და­დი­ან­ის მე­მო­რი­ალ­ური თა­სის ტურ­ნი­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც 5 ოქ­ტომ­ბერს იწყე­ბა.

თარიღი: 30/09/2021