საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლიტერატურა და პანდემია

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­აში რამ­დე­ნი­მე მძი­მე პან­დე­მიაა ას­ახ­ული: შა­ვი ჭი­რის, ყვა­ვი­ლის, ქო­ლე­რის, გრი­პის, შიდ­სის და ახ­ლა უკ­ვე — კო­ვიდ­პან­დე­მი­აც. ჯერ კი­დევ ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ავ­ტო­რე­ბი — ჰო­მე­რო­სი, სო­ფოკ­ლე, ლუკ­რე­ცი­უსი, ვერ­გი­ლი­უსი აღ­წერ­დნენ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ შავ ჭირს, პან­დე­მია-ეპ­იდ­ემი­ის თე­მა აის­ახა სხვა­დას­ხვა ეპ­ოქ­ის ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ჩე­ნი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის: ბო­კა­ჩოს, შექ­სპი­რის, და­ნი­ელ დე­ფოს, თო­მას მა­ნის, ედ­გარ პოს, კა­მი­უს, მარ­კე­სის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას და ა.შ. შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. თუმ­ცა, „პან­დე­მი­ებ­მა რამ­დე­ნა­დაც დარ­ტყმა მი­აყ­ენა მო­სახ­ლე­ობ­ას, იმ­დე­ნად­ვე მის­ცა მა­მო­ბი­ლი­ზე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი“ — პირ­ვე­ლი აც­რა 1796 წელს ჯე­ნერ­მა ყვა­ვი­ლის ვი­რუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­აკ­ეთა და და­ამ­ტკი­ცა, რომ აც­რა და­ავ­ად­ებ­ის­გან იც­ავს. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი ფაქ­ტი ბა­ვა­რი­აში 1807 წელს და­ფიქ­სირ­და, კლა­სი­კუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დაწყე­ბამ­დე კი აც­რის „პირ­ველ­ყო­ფი­ლი სა­ხე­ობა“ ად­ამი­ან­ში ვი­რუ­სის შეყ­ვა­ნას გა­კაწ­ვრის სა­შუ­ალ­ებ­ით ით­ვა­ლის­წი­ნებ­და — კა­ცობ­რი­ობა პან­დე­მი­ებ­თან ბრძო­ლის სა­შუ­ალ­ებ­ას ყო­ველ ჯერ­ზე ეძ­ებ­და... ის­ტო­რი­ული გა­მოც­დი­ლე­ბა კოვ­დი­პან­დე­მი­ამ კი­დევ უფ­რო აქ­ტუ­ალ­ური და, სხვა­დას­ხვა დარ­გის მეც­ნი­ერ­ებ­თან ერ­თად, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ებ­ის კვლე­ვის სა­გა­ნიც გა­ხა­და. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ მე-15 სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ზე — „ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე პრობ­ლე­მე­ბი“ — მკვლევ­რებ­მა პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და ად­ამი­ან­ის ფსი­ქო-ემ­ოცი­ურ მდგო­მა­რე­ობ­აზე ის­ტო­რი­ულ და თე­მა­ტურ კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლეს. სიმ­პო­ზი­უმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო და კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად 11 ქვეყ­ნის 80-ზე მე­ტი მეც­ნი­ერი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

 

„2007 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმი ჩა­ვა­ტა­რეთ, ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ფიქ­რებ­დით, რომ მე-15 სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმს ვუ­მას­პინ­ძლებ­დით. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი სა­მეც­ნი­ერო ღო­ნის­ძი­ება ერთ-ერთ უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ დი­ალ­ოგ­ად და ერ­თგვარ ბრენ­და­დაც კი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სიმ­პო­ზი­უმ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტი და მიღ­წე­ვე­ბი თი­თოეული მო­ნა­წი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა“, — გა­ნაცხა­და სიმ­პო­ზი­უმ­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, თსუ-ის ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ირ­მა რა­ტი­ან­მა.

 

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ებ­ებ­ის გარ­და, სიმ­პო­ზი­უმ­ზე შეკ­რე­ბილ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა თე­ატ­რსა და კი­ნო­ზეც მი­მო­იხ­ილ­ეს და, დის­ტან­ცი­ური სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პი­რო­ბებ­ში, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზეც იმ­სჯე­ლეს. პან­დე­მი­ებ­ის ის­ტო­რია და კო­ვიდ­პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ები კი მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რე­ბის მხრი­დან მო­ის­მი­ნეს.

 

პან­დე­მი­ებ­ის ის­ტო­რია და კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა ად­ამი­ან­ებ­ის ფსი­ქი­კა­ზე

 

სიმ­პო­ზი­უმ­ის გახ­სნი­სას პან­დე­მი­ები ის­ტო­რი­ულ ჭრილ­ში მი­მო­იხ­ილ­ეს და ად­ამი­ან­ებ­ზე კო­ვიდ­პან­დე­მი­ის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ისა­უბ­რეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა დი­მიტ­რი კორ­ძაიამ და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტორ­მა, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა. დი­მიტ­რი კორ­ძაიამ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ებს სა­კა­რან­ტი­ნე სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის „პირ­ველ­ყო­ფი­ლი სა­ხე­ობ­ის“, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ისა და ქო­ლე­რით და­ავ­ად­ებ­ული პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ წი­თე­ლი ღვი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ მი­აწ­ოდა ინ­ფორ­მა­ცია.

 

„პირ­ვე­ლი შა­ვი ჭი­რის პან­დე­მია 541 წელს და­დას­ტურ­და და მსოფ­ლი­ოს 400-450 მი­ლი­ონი ად­ამი­ან­იდ­ან 150 მი­ლი­ონი შე­იწ­ირა. ეს პან­დე­მია ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ იუს­ტი­ნი­ან­ეს სა­ხე­ლით შე­ვი­და ის­ტო­რი­აში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ზან­ტი­იდ­ან შე­მო­აღ­წია და სხვა­თა­შო­რის მა­შინ შე­მო­სუ­ლი სიტყვე­ბი — ჟა­მი, ჟა­მი­ან­ობა — დღემ­დე გა­მო­იყ­ენ­ება ქარ­თულ ენ­აში.

 

მე­ორე შა­ვი ჭი­რის პან­დე­მია ევ­რო­პა­ში მე­თოთხმე­ტე სა­უკ­უნ­ეში იწყე­ბა, რო­მე­ლიც აღ­წევს სა­ქარ­თვე­ლომ­დეც. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ის, რომ მა­შინ ევ­რო­პის ზო­გი­ერთ სა­ჰერ­ცო­გო­ში გა­მო­იცა ბრძა­ნე­ბა შა­ვი ჭი­რით და­ავ­ად­ებ­ულ­ებ­ის და­ხოც­ვის თა­ობ­აზე, ამ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად კი ხევ­სუ­რეთ­ში აგ­ებ­ულია ჟა­მი­ან­თა ქო­ხე­ბი, სა­დაც თა­ვის ნე­ბით მი­დი­ან ად­ამი­ან­ები, რა­თა იქ და­იხ­ოც­ონ და ახ­ლობ­ლებს არ შე­უქ­მნან საფ­რთხე.

 

სა­კა­რან­ტი­ნე სის­ტე­მის და­ნერ­გვა პირ­ვე­ლად ინ­გლის­ში და­იწყეს და შავ ჭირ­თან ბრძო­ლის მიზ­ნით 40 დღი­ანი კა­რან­ტი­ნი და­აწ­ეს­ეს, მა­შინ არ იც­ოდ­ნენ, რომ ამ და­ავ­ად­ებ­ის გა­მო­სავ­ლე­ნად 6 დღე საკ­მა­რი­სია. სა­კა­რან­ტი­ნე სის­ტე­მა მოქ­მე­დებ­და ვე­ნე­ცი­აშ­იც, დო­ჟე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გე­მე­ბი შე­დი­ოდ­ნენ ჯერ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში, საკ­ვე­ბი გა­დი­ოდა კა­რან­ტი­ნულ დრო­სა და და­მუ­შა­ვე­ბას, რის შემ­დე­გაც იწყე­ბო­და მოხ­მა­რე­ბა.

 

მსოფ­ლი­ოში სულ 7 ქო­ლე­რის პან­დე­მიაა აღ­წე­რი­ლი, თუმ­ცა სა­ყუ­რადღე­ბოა მე-19 სა­უკ­უნ­ის პან­დე­მია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­ეხო. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ოდია, რად­გან ალ­ექ­სან­დრე ორ­ბე­ლი­ანი იწყებს პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში წი­თე­ლი ღვი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას, რა­საც შემ­დეგ მთე­ლი კვლე­ვე­ბი მოჰ­ყვა იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც წი­თე­ლი ღვი­ნო, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნი, არ­სე­ბობს. შიდ­სის პან­დე­მი­აზე ვიტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მან გვერ­დი აუარა ჩვე­ნი ექ­იმ­ებ­ის — თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის და მი­სი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მე­ლიც ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­უფ­ას­ებია სა­თა­ნა­დოდ და მად­ლო­ბა არ უთ­ქვამს“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა დი­მიტ­რი კორ­ძაიამ.

 

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა ჰანს სე­ლი­ეს სტრე­სის თე­ორი­აზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, რომ სტრე­სი მა­მო­ბი­ლი­ზე­ბე­ლი მოვ­ლე­ნაც შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს, თუმ­ცა ნე­გა­ტი­ური ში­ნა­არ­სის სტრე­სი, იგ­ივე დის­ტრე­სი, ყო­ველ­თვის დეს­ტრუქ­ცი­ულია. ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა კო­ვიდ­პან­დე­მი­ის ად­ამი­ან­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა ფსი­ქო-ემ­ოცი­ურ კონ­ტექ­სტში შე­აფ­ასა.

 

„პან­დე­მია აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც ზო­გად­პო­პუ­ლა­ცი­ური გა­მოც­დი­ლე­ბა, მას­შტა­ბუ­რი სტრე­სი, რა­მაც მსოფ­ლი­ოში 2, 6 მი­ლი­არ­დი ად­ამი­ანი სო­ცი­ალ­ურ იზ­ოლ­აცი­აში მო­აქ­ცია. ამ­ას და­ემ­ატა ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც 2020 წლის უკ­ვე მე­ორე ნა­ხე­ვარ­ში გა­მო­იწ­ვია გა­დაწ­ვის მე­ორე­ული ეპ­იდ­ემია, ანუ სო­ცი­ალ­ური გა­დაწ­ვა. გა­დაწ­ვის სიმ­პტო­მე­ბი კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია: ემ­ოცი­ური გა­მო­ფიტ­ვა, ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, საქ­მის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა, ად­ამი­ან­ებ­ის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა. პო­ფე­სი­ულ არა­ეფ­ექ­ტუ­რო­ბა­ში იგ­ულ­ის­ხმე­ბა მდგო­მა­რე­ობა, რო­დე­საც პი­როვ­ნუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის დაქ­ვე­ით­ებ­ას გრძნობს ად­ამი­ანი, არ­აკ­ომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბი­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გან­ცდა უყ­ალ­იბ­დე­ბა. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, დღეს მო­სახ­ლე­ობ­ას აქ­ვს პოს­ტსტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის სიმ­პტო­მე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რია ღრმა დეპ­რე­სია. ურ­თუ­ლე­სი სა­კითხია თამ­ბა­ქოს, ალ­კო­ჰო­ლი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა, ამ­ის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა შფოთ­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, ად­აპ­ტა­ცი­ის დარ­ღვე­ვე­ბი და იმ­ატ­ებს აგ­რე­სი­ულ­ობ­ის მუხ­ტი“, — აღ­ნიშ­ნა ვი­ცე-რექ­ტორ­მა. მე­დი­კო­სე­ბი პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ად სწორ კვე­ბას, ძი­ლის რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ის ერ­თი სან­დო წყა­როს­გან მოს­მე­ნას, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბას და ნორ­მა­ლურ ყო­ფა­ში დაბ­რუ­ნე­ბას მი­იჩ­ნე­ვენ.

 

ჟა­მი­ან­ობა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

 

ის­ტო­რი­აში პირ­ველ პან­დე­მი­ად ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ იუს­ტი­ნი­ან­ეს დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შა­ვი ჭი­რი ით­ვლე­ბა. ამ პე­რი­ოდს ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი პრო­კო­პი კე­სა­რი­ელი აღ­წერს. პირ­ვე­ლი პან­დე­მი­ის თე­მის შე­სა­ხებ სიმ­პო­ზი­უმ­ზე მა­ნა­ნა ფხა­კა­ძემ ისა­უბ­რა: „ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აღ­წერს პრო­კო­პი კე­სა­რი­ელი პან­დე­მი­ის შე­დეგს, რო­მე­ლიც „გვი­ან გა­მომ­ჟღავ­ნდა“. „აზ­რი შე­იც­ვა­ლეს, გახ­დნენ უარ­ესი, ვიდ­რე ად­რე, გა­დარ­ჩე­ნილ­მა ხალ­ხმა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა თა­ვი­სი ყვე­ლა­ზე სა­ძა­გე­ლი თვი­სე­ბე­ბი და თავს გა­და­ამ­ეტა ავ­კა­ცო­ბა­ში. ასე რომ, სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ტექ­ნო­ლო­გი­აზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­ამი­ან­ებ­ის რო­ლია“, — აღ­ნიშ­ნა მკვლე­ვარ­მა.

 

პან­დე­მი­ის დროს ად­ამი­ან­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კითხი იკ­ვლია ნი­ნო ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ. მკვლე­ვა­რი მოხ­სე­ნე­ბა­ში — „ჟა­მი­ან­ობა და ად­ამი­ან­ის ზნე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბა“ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას წე­რი­ლის „ფიქ­რე­ბი (ხო­ლე­რის გა­მო)“ სა­უბ­რობს: „ვგო­ნებ შაჰ-აბ­აზ­ის შე­მო­სე­ვა­მაც არ ააყ­აყ­ანა ისე სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ხო­ლე­რის გა­ჩე­ნამ“, – წერ­და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა თა­ვის წე­რილ­ში „ფიქ­რე­ბი (ხო­ლე­რის გა­მო)“ და წუხ­და, რომ „ის ხო­ლე­რა, რო­მე­ლიც კაცს ცოცხალს მკვდრა­და ჰხდის“, რა­ტომ არ­აფ­ერს ათ­ქმე­ვი­ნებს და არც აგ­რძნო­ბი­ნებს მკვდრად­მყოფ ცოცხალ­სო? ვა­ჟას ეს ფიქ­რე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ალ­ურია“, — ამ­ბობს ავ­ტო­რი.

 

შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რი ეკა ჩხე­იძე მოხ­სე­ნე­ბა­ში „ჟა­მი­ან­ობა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში“ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ებ­ებ­ის ჩა­მო­ნათ­ვალს გვთა­ვა­ზობს, სა­დაც ეპ­იდ­ემია ცენ­ტრა­ლურ ად­გილს იკ­ავ­ებს.

 

„რო­გორც ღვთის სას­ჯე­ლი, შა­ვი ჭი­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჯერ კი­დევ ან­ტი­კურ სა­ბერ­ძნეთ­ში ჩნდე­ბა. ის სი­უჟ­ეტ­ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მუხ­ტი და მთა­ვა­რი კონ­ფლიქ­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია ორ ფუნ­და­მენ­ტურ ტექ­სტში ჰო­მე­რო­სის „ილი­ად­ასა“ და სო­ფოკ­ლეს „ოიდ­იპ­ოს მე­ფე­ში“. ჟა­მი­ან­ობა რე­ნე­სან­სის ეპ­ოქ­აში, ანუ რო­გორ იქ­ცე­ვა ად­ამი­ანი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის­ას, რე­ნე­სან­სის დროს პერ­სპექ­ტი­ვა საგ­რძნობ­ლად იც­ვლე­ბა. აღ­ორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წარ­მო­ებ­ში — ჯო­ვა­ნი ბო­კა­ჩოს „დე­კა­მე­რონ­ში“ შა­ვი ჭი­რი ის­ეთ­ივე სა­ზა­რელ, ის­ეთ­ივე გან­სა­კუთ­რე­ბულ მდო­მა­რე­ობ­ას იწ­ვევს, რო­გორც მა­ნამ­დე ან­ტი­კურ სა­ბერ­ძნეთ­ში. ეპ­იდ­ემი­ის თე­მის­თვის მიძ­ღვნილ ლი­ტე­რა­ტუ­რის ახ­ალ და უახ­ლეს ტექ­სტებს შო­რის სხვა­თა­გან ძლი­ერ გა­მო­ირ­ჩე­ვა ალ­ჟი­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის ფრან­გი ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის ალ­ბერ კა­მი­უს რო­მა­ნი „შა­ვი ჭი­რი“ თა­ვი­სი სიმ­ძაფ­რით, ექ­სპრე­სი­ითა და მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით. ავ­ტო­რი ამ ნა­წარ­მო­ებ­ში მა­ღა­ლი მხატ­რუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით აღ­გვი­წერს ალ­ჟი­რის პე­რი­ფე­რი­ულ ქა­ლაქ ორ­ან­ში აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი შა­ვი ჭი­რის ეპ­იდ­ემი­ას.

 

ჩვე­ნი დრო­ის სა­ხელ­გან­თქმულ ფი­ლო­სო­ფოს­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ უკ­ვე გა­მოთ­ქვა გარ­კვე­ული აზ­რი პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი კი სლო­ვე­ნი­ელი მარ­ქსის­ტი მო­აზ­როვ­ნე სლა­ვოი ჟი­ჟე­კი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც კო­რო­ნა ვი­რუ­სის შე­სა­ხებ მოკ­ლე სა­გა­ზე­თო ესე­ებ­ის­გან შემ­დგა­რი წიგ­ნის გა­მო­ცე­მაც კი მო­ას­წრო. „პან­დე­მია! კო­ვი­დი აზ­ან­ზა­რებს მსოფ­ლი­ოს“ — ასე ქვია მის წიგ­ნს“, — აღ­ნიშ­ნავს ეკა ჩხე­იძე.

 

კო­ვიდ­პან­დე­მია აის­ახა თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ეზი­აშ­იც: „იაკი კა­ბეს (ირ­აკ­ლი კა­კა­ბა­ძის) ახ­ალი კრე­ბუ­ლი „ამ­აღ­ლე­ბის ქუ­ჩა“ პან­დე­მი­ის დროს და­წე­რილ ლექ­სებს აერ­თი­ან­ებს. პო­ეტი ამ კრე­ბულ­ში მო­ნატ­რე­ბულ ქა­ლაქ­სა და, ად­ამი­ან­ებ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ებ­ის პრო­ცეს­ზეც გვე­სა­უბ­რე­ბა. იაკი კა­ბე სა­უბ­რობს იმ­აზ­ეც, თუ სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნილს ბევ­რი მო­გო­ნე­ბა, ფიქ­რი, სიზ­მა­რი რო­გორ ახ­სე­ნებ­და თავს. სა­ინ­ტე­რე­სოა არა მხო­ლოდ პო­ეტ­თა სათ­ქმე­ლი, არ­ამ­ედ ამ სათ­ქმე­ლის გად­მო­სა­ცე­მად მათ მი­ერ შერ­ჩე­ული მეტ­რი, რიტ­მი, სტრო­ფი­კა და რით­მე­ბი“, — გან­მარ­ტავს თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტი სა­ლო­მე ლო­მო­ური.

 

პან­დე­მია კი­ნო­სა და თე­ატ­რში

 

„2020 წელს, Covid 19-ის ჟა­მი­ან­ობ­ის პე­რი­ოდ­ში, ქარ­თულ ვირ­ტუ­ალ­ურ სივ­რცე­ში ორი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ული სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ერა შედ­გა. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი „მა­რი­ჯა­ნის ოთ­ახი“ იყო, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი პო­ეტი ქა­ლის მა­რი­ჯა­ნის (მა­რი­ამ ალ­ექ­სი­ძე-ტყე­მა­ლა­ძის) შე­სა­ხებ მოგ­ვითხრობ­და, ხო­ლო მე­ორე – „ლუ­ჩი­ას ოთ­ახი“ – დი­დი ირ­ლან­დი­ელი მწერ­ლის ჯე­იმზ ჯო­ის­ის ქა­ლიშ­ვი­ლის ლუ­ჩი­ას ჯო­ის­ის შე­სა­ხებ“, — ამ­ბობს თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი და­ვით მა­ზი­აშ­ვი­ლი თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში — „მა­რი­ჯა­ნი და ჯო­ისი ალ­ექ­სი­ძის ოთ­ახ­იდ­ან“. კვლე­ვის ავ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, მა­რი­ამ ალ­ექ­სი­ძის ორ­ივე სპექ­ტაკ­ლში პან­დე­მი­ურ (და­ვი­რუ­სე­ბულ) სამ­ყა­რო­ში ნამ­დვი­ლი ხე­ლო­ვა­ნის და მა­ღა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სუ­ლი­ერი მდგო­მა­რე­ობაა გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი, სა­დაც მან ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ებ­ებ­ის და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ახ­ალი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი მხატ­ვრუ­ლი ფორ­მე­ბით კი­დევ ერ­თხელ წარ­მო­აჩ­ინა, ერ­თი მხრივ, მა­ღა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის მა­რა­დი­ული აწ­მყო­ობა, ხო­ლო მე­ორე მხრივ, COVID 19-ით გა­მოწ­ვე­ული იძ­ულ­ებ­ითი იზ­ოლ­აცი­ით, ვირ­ტუ­ალ­ური სამ­ყა­როს ამ­არა დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ად­ამი­ან­ის სუ­ლი­ერი სი­ცა­რი­ელე.

 

მოხ­სე­ნე­ბა­ში — „ეპ­იდ­ემია ქარ­თულ პრო­ზა­სა და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­აში: და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მოთხრო­ბე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ები“ — ლე­ლა წი­ფუ­რია მე-20 სა­უკ­უნ­ეში ეპ­იდ­ემი­ის თე­მა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს: „ქარ­თულ პრო­ზა­ში ეპ­იდ­ემი­ის აღ­წე­რის ორი პო­ლუ­სუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ნი­მუ­შია ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლი მე­ოცე სა­უკ­უნ­ის მე­ორე ნა­ხევ­რის კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში: 1964 წელს ელ­დარ შენ­გე­ლაიას სცე­ნა­რი­თა და მი­სი­ვე რე­ჟი­სო­რო­ბით ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის „მი­ქე­ლა“ და პავ­ლე ჩარ­კვი­ან­ის სცე­ნა­რი­თა და რე­ჟი­სო­რო­ბით 1984 წელს ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას „ხო­ლე­რამ მიშ­ვე­ლა“. მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ანი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი — ელ­დარ შენ­გე­ლაიას „მი­ქე­ლა“ — სა­მი ნო­ვე­ლის­გან შემ­დგა­რი კი­ნო­ალ­მა­ნა­ხის — „წარ­სუ­ლის ფუც­ლე­ბის“ პირ­ვე­ლი ნო­ვე­ლაა. ალ­მა­ნა­ხის მე­ორე და მე­სა­მე ნო­ვე­ლე­ბი კი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მოთხრო­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა (რე­ჟი­სო­რე­ბი: მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი შენ­გე­ლაია). კი­ნო­ალ­მა­ნახ­ში, სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ის შავ-თეთრ ნო­ვე­ლებ­ში „მი­ქე­ლა“ ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­სხვავ­დე­ბა ავ­ტო­რის ტექ­სტის­გან.

 

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას თხზუ­ლე­ბე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ებ­ის ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­ულია პო­ემ­ებ­ის ფი­ლო­სო­ფი­ური ინ­ტერ­პრე­ტა­ცია თენ­გიზ აბ­ულ­აძ­ის „ვედ­რე­ბა­ში“. ას­ევე, თა­ვი­სუ­ფა­ლი მიდ­გო­მით, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ებ­ებ­ის მო­ტი­ვებ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი 1984 წელს კი­ნოს­ტუ­დია „ქარ­თულ ფილ­მში“ პავ­ლე ჩარ­კვი­ან­ის ფე­რა­დი სრულ­მეტ­რა­ჟი­ანი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი „ზო­გი ჭი­რი მარ­გე­ბე­ლია“. ფილ­მის ძი­რი­თა­დი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლია ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მოთხრო­ბა — „ხო­ლე­რამ მიშ­ვე­ლა“. დღეს ინ­ტერ­ნეტ-სა­იტ­ებ­ზე ფილ­მს შემ­დე­გი კლა­სი­ფი­კა­ცია აქ­ვს: „კო­მე­დია, ზღაპ­რუ­ლი (ფენ­ტე­ზი)“.

 

ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი „ონ­ლა­ინ სკო­ლებ­ში“

 

თსუ-ის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რი ირ­ინა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მოხ­სე­ნე­ბა­ში — „ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე „ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში“ იმ პრობ­ლე­მებს აღ­წერს, რის წი­ნა­შეც ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. ერ­ოვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტით გან­საზღვრუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­რო გახ­და მხატ­ვრუ­ლი თუ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის, აუდიო და სხვა მულ­ტი­მე­დი­ური პრო­დუქ­ტე­ბის (რო­გორც სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის) გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა, რომ­ლის და­ნერ­გვაც, მი­უხ­ედ­ავ­ად სა­ჭი­რო­ებ­ისა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ისა, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით არ­ას­ათ­ან­ადო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­მო ძნე­ლად ან თით­ქმის ვერ ხერ­ხდე­ბო­და.

 

„თუმ­ცა, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ახ­ალ­მა ფორ­მამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის მჭიდ­რო ინ­ტეგ­რი­რე­ბა და მა­თი ფუნ­ქცი­ებ­ის მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­წავ­ლე­თა კოგ­ნი­ტუ­რი და მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. პან­დე­მი­ური გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში უთუ­ოდ დი­დად წა­ად­გე­ბა გახ­სნილ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცეს“, — აღ­ნიშ­ნავს მკვლე­ვა­რი.

 

სა­ბა­ზო და სა­შუ­ალო სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გნენ უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბიც. სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სიმ­პო­ზი­უმ­ზე რუ­სუ­დან ფი­ფია სა­კუ­თარ კვლე­ვა­ში სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­თან ად­აპ­ტი­რე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბას ხე­დავს.

 

„ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­წლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბა, მე­თო­დე­ბი, მიდ­გო­მე­ბი, საპ­როგ­რა­მო თხზუ­ლე­ბე­ბი, აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო-მე­თო­დუ­რი პრა­ტი­კა, რაც საგ­ნის სწავ­ლე­ბის არ­სე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბია. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებ­მა უნ­და მო­ამ­ზა­დონ ის­ეთი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ ერ­ოვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცოდ­ნა, რაც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კვლე­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­ზე, სწავ­ლე­ბის რო­გორც ტრა­დი­ცი­ულ, ისე ინ­ოვ­აცი­ურ ფორ­მებ­სა და ხერ­ხებ­ზე, პე­და­გო­გი­კი­სა და პე­და­გო­გი­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის სადღე­ისო მიღ­წე­ვებ­ზე“, — გან­მარ­ტავს მომ­ხსე­ნე­ბე­ლი.

თარიღი: 30/09/2021