საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლელა ჯანაშვილი მანუელ ბალბეს სახელობის ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური სამართლის კათედრის წევრი გახდა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ლე­ლა ჯა­ნაშ­ვი­ლი ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­ნუ­ელ ბალ­ბეს სა­ხე­ლო­ბის ად­ამი­ან­ის უს­აფ­რთხო­ებ­ისა და გლო­ბა­ლუ­რი სა­მარ­თლის კა­თედ­რის წევ­რი გახ­და. კა­თედ­რა სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის მიზ­ნით და­ფუძ­ნდა და ამ დრო­ის­თვის 10 მკვლე­ვა­რია გა­წევ­რი­ან­ებ­ული. მი­სი პრე­ზი­დენ­ტია ეს­პა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მა­რია ტე­რე­სა ფერ­ნან­დეს დე ლა ვე­გა, დი­რექ­ტო­რი — პრო­ფე­სო­რი რო­სერ მარ­ტი­ნე­სი. კა­თედ­რის გახ­სნის ცე­რე­მო­ნია 19 ნო­ემ­ბერს გა­იმ­არ­თა. ღო­ნის­ძი­ებ­აზე ბარ­სე­ლო­ნას ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ხა­ვი­ერ ლა­ფუ­ენ­ტე სან­ჩომ აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილს პი­რა­დად გა­და­უხ­ადა მად­ლო­ბა.

 

„პრო­ფე­სო­რი მა­ნუ­ელ ბალ­ბე ჩე­მი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ. იგი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული სა­მარ­თლის კა­თედ­რას და უს­აფ­რთხო­ებ­ისა და პრე­ვენ­ცი­ის სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­აზე რექ­ტორ­მა თა­ვის დას­კვნით სიტყვა­ში მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა თსუ-ის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და პრო­ფე­სორ მა­ნუ­ელ ბალ­ბეს ღვაწ­ლის აღ­ნიშ­ვნის­თვის“, — გა­ნაცხა­და ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილ­მა.

 

თსუ-ის იურ­იდი­ულ­მა ფა­კულ­ტეტ­მა პრო­ფე­სორ მა­ნე­ულ ბალ­ბეს ხსოვ­ნის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ და ბარ­სე­ლო­ნას უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ახ­ლად გახ­სნილ კა­თედ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დას­ტუ­რად სპე­ცი­ალ­ური მი­მარ­თვა მი­იღო, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „იურ­ის­პუ­დენ­ცი­ის დი­დი მო­აზ­როვ­ნე­ები ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სი­კე­თე­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ას არა მხო­ლოდ მა­თი ცხოვ­რე­ბით, არ­ამ­ედ მემ­კვიდ­რე­ობ­ით­აც, რო­მელ­საც სა­მუ­და­მოდ ტო­ვე­ბენ. ას­ეთ­ად ჩანს პრო­ფე­სორ მა­ნუ­ელ ბალ­ბე მი­სი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბის თვალ­ში“.

 

თარიღი: 06/12/2021