საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაშა საღინაძის ახალი წელი

„ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ 2021/2022 სას­წავ­ლო წელს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში და­ვიწყებთ და და­ვას­რუ­ლებთ (რა თქმა უნ­და, გა­ზაფხუ­ლი­დან მე­ორე სე­მეს­ტრის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლე­ბის იმ­ედ­იც გვაქ­ვს)“, — ას­ეთია თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლა­შა სა­ღი­ნა­ძის პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ახ­ალ 2021 წელს იმ­ედ­ით ელ­ოდ­ება.

 

* * *

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს...

 

სტრე­სუ­ლი წე­ლი­წა­დი გა­მო­ვი­და ბევ­რი კუთხით: დავ­კარ­გეთ ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი თუ ნაც­ნო­ბი, ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ამ რე­ცე­სია გა­ნი­ცა­და (რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ოში), პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, სტუ­დენ­ტებს და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს სტრე­სულ გა­რე­მო­ში უწ­ევ­დათ და უწ­ევთ სწავ­ლა/სწავ­ლე­ბა, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ — ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე დას­რულ­დე­ბა!

 

მო­დით ასე ვთქვათ, იმ­ედს კი არ გა­გიმ­ხელთ, არ­ამ­ედ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ 2021 წე­ლი გა­ცი­ლე­ბით უკ­ეთ­ესი იქ­ნე­ბა 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით და ამ რთუ­ლი პე­რი­ოდ­იდ­ან უფ­რო ძლი­ერ­ები გა­მო­ვალთ.

 

რა მოხ­და და­დე­ბი­თი ამ წელს?

 

ალ­ბათ ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ 2020 წელს და­დე­ბი­თი ნაკ­ლე­ბად თუ მოხ­და ჩვენს გარ­შე­მო, თუმ­ცა, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­მიძ­ლია გითხრათ, რომ პან­დე­მი­ამ ბევ­რი რამ შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა: მა­გა­ლი­თად, დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი შე­და­რე­ბით სწრა­ფად და მარ­ტი­ვად ავ­ით­ვი­სეთ, საგ­რძნობ­ლად დაჩ­ქარ­და ტექ­ნო­ლო­გი­ური გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი... რა თქმა უნ­და, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს მო­მა­ვალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი გა­მო­ვი­ყე­ნოთ (თუმ­ცა ხში­რად — არა, რა თქმა უნ­და), რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ისე შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას. ას­ევე, და­ვი­ნა­ხეთ, რომ რი­გი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა დის­ტან­ცი­ურ­ად­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

მე და ჩემ­მა ოჯ­ახ­მა ვი­რუ­სის ძა­ლა ჩვენს თავ­ზე გა­მოვ­ცა­დეთ — ყვე­ლამ გა­და­ვი­ტა­ნეთ... შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო თა­მა­მე­ბი ვართ ამ ეტ­აპ­ზე, მაგ­რამ არ გვა­ვიწყდე­ბა, რომ ან­ტის­ხე­ულ­ებ­საც გაფ­რთხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ახ­ალ წელს ოჯ­ახ­ში, ვიწ­რო წრე­ში ვხვდე­ბი..

 

ყვე­ლას მინ­და მი­ვუ­ლო­ცო 2021 წლის დად­გო­მა! ას­ეთი იმ­ედ­ებ­ით, ალ­ბათ, დი­დი ხა­ნია ახ­ალ წელს არ შევ­ხვედ­რილ­ვართ... ვე­ლო­დე­ბით ვაქ­ცი­ნებს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ 2021/2022 სას­წავ­ლო წელს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში და­ვიწყებთ და და­ვას­რუ­ლებთ (რა თქმა უნ­და, გა­ზაფხუ­ლი­დან მე­ორე სე­მეს­ტრის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლე­ბის იმ­ედ­იც გვაქ­ვს).

 

ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბას, ყვე­ლა ნატ­ვრის ას­რუ­ლე­ბას და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ან­ობ­აში წარ­მა­ტე­ბებს!

თარიღი: 30/12/2020