საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაშა საღინაძე: „საფრთხე იმისა, რომ 2 მაისს სწავლა აუდიტორიებში არ დაიწყება, არ არსებობს“

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სააუდიტორო სწავ­ლე­ბას 2 მა­ის­იდ­ან გა­ნა­ახ­ლებს. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თსუ-მ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის 2 თვით ად­რე გა­მო­აცხა­და, სტუ­დენ­ტებს, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით, კითხვე­ბი მა­ინც აქ­ვთ.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­დის, სა­დაც ერ­თე­ული სტუ­დენ­ტე­ბი, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, სწავ­ლის ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით გაგ­რძე­ლე­ბას ითხო­ვენ.

 

„სტუ­დენ­ტე­ბის კითხვე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სააუდიტორო ფორ­მატ­ში აღ­დგე­ნის და­ზუს­ტე­ბის შე­სა­ხებ გა­სა­გე­ბია, რად­გან პან­დე­მი­ის გა­მო და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბო­და. თუმ­ცა, ახ­ლა თით­ქმის ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია მოხ­სნი­ლია და საფ­რთხე იმ­ისა, რომ 2 მა­ისს სწავ­ლე­ბა აუდ­იტ­ორი­ებ­ში არ და­იწყე­ბა, არ არ­სე­ბობს.

 

გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­დენ­ტო­ბა და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლიც ცხოვ­რე­ბის სხვა რე­ჟიმ­ზე გა­და­ეწყო. მათ­თვის ასე უც­ებ გა­მოს­ვლა ცო­ტა რთუ­ლია, რაც გვეს­მის და სწო­რედ ამ­იტ­ომ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აუდ­იტ­ორი­ებ­ში აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით თით­ქმის 2 თვით ად­რე შე­ვატყო­ბი­ნეთ. მი­ვე­ცით დრო, რომ საცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან თუ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ“, — გან­მარ­ტავს თსუ-ის კან­ცლე­რი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე.

 

 

ვვა­რა­უდ­ობთ, რომ რე­მონ­ტი მა­ის­ში დას­რულ­დე­ბა

 

სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდე­ბა მე­ორე კორ­პუს­შიც. ამ დრო­ის­თვის მთლი­ან­ად რე­აბ­ილ­იტ­ირ­ებ­ულია იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფლი­გე­ლი, სრულ­დე­ბა ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის კუთ­ვნი­ლი სივ­რცის რე­მონ­ტი. კორ­პუს­ში შე­ტა­ნი­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რიც.

 

„მე­ორე კორ­პუ­სის სრუ­ლი რე­აბ­ილ­იტ­აცია 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში უნ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გა­მო და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი­სა და უშუ­ალ­ოდ ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­მო პრო­ცე­სი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ფერ­ხდა. კომ­პა­ნი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით ვვა­რა­უდ­ობთ, რომ რე­მონ­ტი მა­ის­ში დას­რულ­დე­ბა. დარ­ჩე­ნი­ლია ფი­ზი­კის სპე­ცი­ალ­ობ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი რამ­დე­ნი­მე აუდ­იტ­ორია. სრუ­ლად რე­აბ­ილ­იტ­ირ­ებ­ულია ლა­ბო­რა­ტო­რი­ული სივ­რცე, სა­დაც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შაოებისას და­ნად­გა­რე­ბი­სა და გარ­კვე­ული აგ­რე­გა­ტე­ბის გა­ტა­ნა მოგ­ვი­წია. და­ნად­გა­რე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბო­და, რე­მონ­ტი­სას რომ არ და­ზი­ან­ებ­ულ­იყო, შე­იფ­უთა. და­მა­ტე­ბით შე­ვის­ყი­დეთ ახ­ალი ლა­ბო­რა­ტო­რი­ული ინ­ვენ­ტა­რიც. ამ დრო­ის­თვის მე­ორე კორ­პუს­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რია ქმე­დი­თია. კორ­პუ­სი სა­ვენ­ტი­ლა­ციო და კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მი­თაც სრუ­ლად არ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის იდეა იყო, რომ მე­ორე კორ­პუს­ში საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტიც გახ­სნი­ლი­ყო. ამ მიზ­ნით, რე­აბ­ილ­იტ­აცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­თან შე­თან­ხმე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცის იჯ­არ­ით გა­ცე­მა იგ­ეგ­მე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ორე კორ­პუ­სის რე­აბ­ილ­იტ­აცია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. კორ­პუ­სის ში­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შაოები 2019 წელს და­იწყო. სულ 25 000 კვ.მ. ფარ­თო­ბი გა­რე­მონ­ტდა.

თარიღი: 31/03/2022