საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული და ტურისტულ-რეკრეაციული კვლევა გამოიცა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფი­ული და ტუ­რის­ტულ-რეკ­რე­აცი­ული კვლე­ვა გა­მო­იცა. ეს უკ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მეშ­ვი­დე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კვლე­ვაა, რო­მე­ლიც ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რის გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სტუ­დენ­ტებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ეს.

 

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კვლე­ვის პრო­ცეს­ში სტუ­დენ­ტე­ბი თა­მარ ტეფ­ნა­ძე, გვან­ცა მი­ქე­ლაშ­ვი­ლი, ლა­შა ქარ­ქუ­საშ­ვი­ლი და მა­რი­ამ ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

 

„მკითხვე­ლის­გან ყვე­ლა გა­მო­ცე­მა­ზე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი უკ­უკ­ავ­ში­რი მი­ვი­ღეთ. ჩვე­ნი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არა­ერ­თმა ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ ახ­ალი მარ­შრუ­ტე­ბი და­გეგ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პრო­ექ­ტმა გა­ამ­არ­თლა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის­თვი­საც, ის­ინი უშუ­ალ­ოდ იღ­ებ­ენ სა­ვე­ლე კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას და უკ­ვე ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის სა­ფე­ხურ­ზე ხდე­ბი­ან წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი“, — აცხა­დებს გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი.

 

წიგ­ნში ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერ­თი ქა­ლა­ქი და ტე­რი­ტო­რი­ული მარ­თვის ორ­გა­ნო­ში გა­ერ­თი­ან­ებ­ული, გე­ოგ­რა­ფი­ული პი­რო­ბე­ბით და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ით გა­მორ­ჩე­ული 67 სო­ფე­ლია გან­ხი­ლუ­ლი.

 

„ძალ­ზე მი­წი­რია თე­მა­ტუ­რი და ცალ­კე­ული მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ამ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი ნაშ­რო­მის მი­ზა­ნია ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი და ის­ტო­რი­ული ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ობ­ებ­ის გე­ოგ­რა­ფი­ული შე­ფა­სე­ბა, რაც, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­ავ­სებს არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებს, ხელს შე­უწყობს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

 

წიგ­ნი ილ­უს­ტრი­რე­ბუ­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით, გან­ხი­ლუ­ლია სოფ­ლე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის წარ­მო­შო­ბის სხვა­დას­ხვა ვერ­სია, ტრა­დი­ცია, თქმუ­ლე­ბა, ლე­გენ­და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვა­რე­ბი, გე­ოგ­რა­ფი­ული ად­გი­ლე­ბის (მდი­ნა­რე­ები, ტბე­ბი, წყალ­სა­ცა­ვე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბი, მთე­ბი, ხე­ობ­ები) და­ხა­სი­ათ­ება, ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის, ცი­ხე-სი­მაგ­რე­ებ­ისა და მუ­ზე­უმ­ებ­ის, რო­გორც ის­ტო­რი­ული წარ­სუ­ლი, აგ­რეთ­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ობა. ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს უდ­იდ­ესი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალი გა­აჩ­ნია.

 

აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობა და ის­ეთი ბუ­ნებ­რი­ვი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ობ­ები, რაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მკვიდ­რთა რე­ალ­ური პი­რო­ბაა ამ რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, — გან­მარ­ტავს გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი.

 

თარიღი: 16/04/2022