საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტზე ახალი წიგნი გამოიცა

თა­მარ და­დი­ანი

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში და­იბ­ეჭ­და წიგ­ნი „ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“, რო­მე­ლიც თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტის „ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ობ­ებ­ის გე­ოგ­რა­ფი­ული კვლე­ვის“ ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და.

 

წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი არი­ან თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, გე­ომ­ორ­ფო­ლო­გია-კარ­ტოგ­რა­ფი­ის კა­თედ­რის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი­ის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი, მა­გის­ტრან­ტი თა­მარ ტეფ­ნა­ძე (პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი) და სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა „გე­ოგ­რა­ფი­ის“ სტუ­დენ­ტე­ბი: გვან­ცა მი­ქე­ლაშ­ვი­ლი, ლა­შა ქარ­ქუ­საშ­ვი­ლი, მა­რი­ამ ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი.

 

წიგ­ნში გან­ხი­ლუ­ლია ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს. მას­ში დე­ტა­ლუ­რად და­ხა­სი­ათ­ებ­ულია 1 ქა­ლა­ქი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი (ტე­რი­ტო­რი­ული მარ­თვის ორ­გა­ნო­ში გა­ერ­თი­ან­ებ­ული) სა­ინ­ტე­რე­სო გე­ოგ­რა­ფი­ული პი­რო­ბე­ბით და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ით გა­მორ­ჩე­ული 67 სო­ფე­ლი.

 

კვლე­ვის მიზ­ნებ­სა და ამ­ოც­ან­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა წიგ­ნის ერთ-ერ­თი რე­დაქ­ტო­რი, თსუ-ის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი­ის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი:

 

„ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ 2017, 2018, 2019 წლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის „ჭი­ათ­ურ­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბუ­ნებ­რი­ვი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგ­ლე­ბის გეოეკოლოგიური კვლე­ვის“, „საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გე­ოგ­რა­ფი­ული კვლე­ვის“ და „გურ­ჯა­ან­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გე­ოგ­რა­ფი­ული კვლე­ვის“ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შემ­დეგ, რომ­ლის შე­დე­გად გა­მო­იცა წიგ­ნე­ბი: „ჭი­ათ­ურ­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“ „საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“ და „გურ­ჯა­ან­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი’, აქ­ტუ­ალ­ური გახ­და სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კვლე­ვა. ამ­ჯე­რად შე­ვარ­ჩი­ეთ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის ფონ­ზე ლა­გო­დე­ხის მე­რი­აში შევ­ხვდით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული ერ­თე­ულ­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­დაც და­იგ­ეგ­მა ახ­ალი პრო­ექ­ტის — „ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ობ­ებ­ის გე­ოგ­რა­ფი­ული კვლე­ვის“ — გან­ხორ­ცი­ელ­ება. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს აქ­ვს დი­დი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალი, რო­მე­ლიც სრუ­ლად ჯერ არ არ­ის ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

 

კვლე­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი და ის­ტო­რი­ული ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგ­ლე­ბის აღ­რიცხვა და შე­ფა­სე­ბა, მა­თი პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის შეს­წავ­ლა და პო­ტენ­ცი­ალ­ის გა­მორ­კვე­ვა (ტუ­რის­ტულ-რეკ­რე­აცი­ული, აგ­რა­რუ­ლი, სამ­კურ­ნა­ლო, სპორ­ტუ­ლი, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ული, არ­ქე­ოლ­ოგი­ური და სხვ). გარ­და ამ­ისა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მო­სახ­ლე­ობ­ის სო­ცი­ალ­ური გა­მო­კითხვა და გა­გე­ბა იმ­ისა, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ობა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და ქმე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა არ­სე­ბუ­ლი უნ­იკ­ალ­ური რე­ლი­ეფ­ის ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

 

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დიდ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენ­და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვის სა­კითხი. ამ­ოც­ან­ას წარ­მო­ად­გენ­და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით შე­დე­გის მი­ღე­ბა. ას­ევე, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა და და­ინ­ტერ­სე­ბულ პირ­თა ჩარ­თვა ბუ­ნე­ბის და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის კვლე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის საქ­მე­ში, მათ­თან ერ­თად ლექ­ცია-მოხ­სე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა; მოს­წავ­ლე­თათ­ვის კონ­კურ­სის შე­თა­ვა­ზე­ბა, მათ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად და მსგავ­სი სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მვა, აგ­რეთ­ვე ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­თა ვიქ­ტო­რი­ნის გა­მარ­თვა.

 

კვლე­ვის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს, ას­ევე, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის (ის­ტო­რი­ული და ბუ­ნებ­რი­ვი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ობა) გე­ოგ­რა­ფი­ული შე­ფა­სე­ბა, რაც, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­ავ­სებს არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებს, ხელს შე­უწყობს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

 

წიგ­ნის — „ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“ — პრე­ზენ­ტა­ცია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გარ­და ქა­ლაქ ლა­გო­დეხ­შიც გა­იმ­არ­თა, რო­მელ­საც ლა­გო­დე­ხის მე­რი ჯონ­დო მდივ­ნიშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­ჯდო­მა­რე კა­ხა ჯამ­ბუ­რია, მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ებ­ში, სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვილ­მა.

 

წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც ვიწ­რო სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის, ას­ევე მკითხველ­თა ფარ­თო წრი­სათ­ვის.

თარიღი: 16/02/2022