საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

„კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ობ­ის კონ­ტექ­სტში“ — ამ სა­ხელ­წო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე წლის 23-24 ოქ­ტომ­ბერს ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მე-5 სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია გა­იმ­არ­თა, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მათ შო­რის: თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმი, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ქუ­თა­ის­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ას­ევე, მოს­კო­ვის, უკ­რა­ინ­ის და ბულ­გა­რე­თის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: ნ. გე­ლაშ­ვი­ლი, მ. მშვილ­და­ძე, მ. ფუ­თუ­რი­ძე, ნ. ჯა­ბუა, ნ. სი­ლა­გა­ძე, ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი ნ. გე­ლო­ვა­ნი. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ნა­ნა გე­ლაშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა — „ბუ­დის­ტუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სპე­ცი­ფი­კუ­რი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი“, სა­დაც ყუ­რადღე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ბუ­დის­ტუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, აზი­ის დი­დი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის შუქ­ზე, წარ­მო­ჩე­ნი­ლია მი­სი ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი.

 

„რამ­დე­ნა­დაც ბუ­დიზ­მი ინ­დო­ეთ­ში ჩა­ის­ახა (ძვ. წ. მე-6 ს.), ცხა­დია, რომ პირ­ველ ბუ­დის­ტურ არ­ქი­ტექ­ტუ­რას სწო­რედ იქ ჩა­ეყ­არა სა­ფუძ­ვე­ლი, რომ­ლის დღემ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგ­ლე­ბი ნათ­ლად წარ­მო­აჩ­ენ­ენ რა­ოდ­ენ მა­ღალ ხა­რის­ხობ­რივ დო­ნე­ზე ვი­თარ­დე­ბო­და იმ­ხა­ნად არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ხუ­როთ­მოძ­ღვრე­ბა. ბუ­დიზ­მმა და ბუ­დის­ტურ­მა კულ­ტუ­რამ წარ­მა­ტე­ბით და­იწყო გავ­რცე­ლე­ბა ინ­დო­ეთ­ის საზღვრებს მიღ­მა, უ. ყ. ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ბუ­დიზ­მმა ახ. წ. პირ­ველ სა­უკ­უნ­ეში შე­აღ­წია. მე-3-4 სა­უკ­უნე­ებ­ში ჩი­ნე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­აზე პომ­პე­ზუ­რი, ფე­რა­დო­ვა­ნი ბუ­დის­ტუ­რი ტა­ძარ-მო­ნას­ტრე­ბის, მო­ნუ­მენ­ტუ­რი ქან­და­კე­ბე­ბის და პა­გო­დე­ბის ინ­ტენ­სი­ური მშე­ნებ­ლო­ბა გა­იშ­ალა, რომ­ლე­ბიც, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ მა­თი ინ­დუ­რი პრო­ტო­ტი­პე­ბის­გან. სწო­რედ ჩი­ნეთ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და და შემ­დეგ აზი­ის სხვა ქვეყ­ნებ­ში გავ­რცელ­და ბუ­დის­ტუ­რი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბის კლა­სი­კუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლი, რომ­ლის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი იყო: სწორ­კუთხო­ვა­ნი ფე­რა­დო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბე­ბი, დახ­რი­ლი ფორ­მის სა­ხუ­რა­ვე­ბი აპ­რე­ხი­ლი კი­დე­ებ­ით, რაც მათ ჰა­ერ­ოვ­ნე­ბას ან­იჭ­ებს (სი­მეტ­რი­ულ­ობა, გა­რე­მომ­ცველ ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ული შერ­წყმა). მე-4 ს.-ში ბუ­დიზ­მმა ჩი­ნე­თი­დან კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე შე­აღ­წია, მე-6 ს.-ში — იაპ­ონი­აში. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ბუ­დის­ტუ­რი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბი აზი­ის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში კონ­ტი­ნენ­ტუ­რი სტი­ლის ას­ლებს წარ­მო­ად­გენ­დნენ, ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რე­ბით ერ­თმა­ნე­თის იდ­ენ­ტურ კა­ნო­ნი­კურ სტილ­სა და დი­ზა­ინს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბიდ­ნენ, თუმ­ცა დრო­თა ვი­თა­რე­ბა­ში და­იწყო არ­ქი­ტექ­ტუ­რის ცალ­კე­ული დე­ტა­ლე­ბის ტრან­სფორ­მა­ცია, ად­გი­ლობ­რივ რე­ალ­ობ­ას­თან მი­სა­და­გე­ბა და კრე­ატი­ულ­ად გარ­დაქ­მნა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ის ახ­ალ მა­ხა­სი­ათ­ებ­ლებს იძ­ენ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში ერ­ოვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ელ­ემ­ენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბა ხდე­ბო­და და ინ­დი­ვი­დუ­ალ­იზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ოდა“, — აღ­ნიშ­ნა ნა­ნა გე­ლაშ­ვილ­მა.

 

თსუ-ის პრო­ფე­სო­რის ნა­ნა გე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა­ტი­კა მე­ტად ფარ­თო სპექ­ტრით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ­ის დას­ტუ­რია სა­მუ­შაო სექ­ცი­ებ­ის დი­დი რა­ოდ­ენ­ობა, კერ­ძოდ: კულ­ტუ­რა და კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობა, მუ­სი­კის­მცოდ­ნე­ობა, თე­ატ­რთმცოდ­ნე­ობა, ქო­რე­ოლ­ოგია, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო გა­ნათ­ლე­ბა, მე­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი და­ბეჭ­დი­ლია. ასე რომ, მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ გა­ეც­ნონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბებს.

თარიღი: 31/10/2021