საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

29-30 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ვილ­ნი­უს­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის (ლი­ეტ­უვა) და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ისა და ერ­ოვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტრის ინ­იცი­ატ­ივ­ით გა­იმ­არ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე: მე­ორე ენ­ის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბა მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში. კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, თსუ-ის პრო­ფე­სო­რის გი­ული შა­ბაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია გა­ნი­ხი­ლოს და ერ­თი­ან კონ­ცეფ­ცი­ად ჩა­მო­აყ­ალ­იბ­ოს ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ სპე­ცი­ალ­ის­ტთა ნა­აზ­რე­ვი მე­ორე ენ­ის სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ებ­ის თა­ობ­აზე მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში. ღო­ნის­ძი­ებ­აზე გა­შუქ­და ის­ეთი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი, რო­გო­რიც არ­ის: მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის თე­ორია და პრაქ­ტი­კა; ენ­ისა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა (CLIL), ენ­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვა და მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მე­ორე ენ­ის სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით; მე­ორე/უცხო ენ­ის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი და სტრა­ტე­გი­ები; ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი/დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ას­პექ­ტე­ბი და მულ­ტი­მე­დია მე­ორე ენ­ის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში; ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი/მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ას­პექ­ტე­ბი; მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კლა­სის მარ­თვა და ენ­ის სწავ­ლე­ბა; ენ­ის სწავ­ლე­ბის სო­ცი­ოკ­ულ­ტუ­რუ­ლი და პრაგ­მა­ტუ­ლი ას­პექ­ტე­ბი.

 

წელს კონ­ფე­რენ­ცია მე­ოთხედ გა­იმ­არ­თა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო 13 ქვეყ­ნის 100-ზე მეტ­მა მო­ნა­წი­ლემ. წელს სი­ახ­ლეა ის, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში აქ­ტი­ურ­ად ჩა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო სკო­ლის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­თა ჩარ­თვა — სა­უბ­არია პე­და­გო­გებ­ზე, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­ენ ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ორე ენ­ისა და საგ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე.

 

გი­ული შა­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მულ­ტინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა უშუ­ალ­ოდ უკ­ავ­შირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სწავ­ლე­ბის სა­კითხებს. „ქარ­თუ­ლი ენ­ის ფლო­ბა დღემ­დე რჩე­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა და ქვე­მო ქარ­თლის არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ობ­ის უმ­თავ­რეს ხე­ლის­შემ­შლელ ფაქ­ტო­რად სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ჩვე­ნი პარ­ტნი­ორ­ებ­ის — ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტუ­რი და შე­დე­გი­ანი გზა მულ­ტი­ლინ­გვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მაა. ვი­მე­დოვ­ნებთ, მსგავ­სი მას­შტა­ბუ­რი ფო­რუ­მე­ბი ხელს შე­უწყობს, ერ­თი მხრივ, უცხო­ელ კო­ლე­გა­თა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­ას და, მე­ორე მხრივ, ენ­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ებ­ას და გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას პრაქ­ტი­კოს ლექ­ტორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის“, — გა­ნაცხა­და გი­ული შა­ბაშ­ვილ­მა.

თარიღი: 30/09/2021