საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია დავით აღმაშენებელზე ახალი მეცნიერული დეტალებით 900 წლის შემდეგ

მაია ტო­რა­ძე

 

წელს 900 წე­ლი შეს­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მარ­ჯვე­ბი­დან – 1121 წლის 12 აგ­ვის­ტოს და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა დიდ­გო­რის ველ­ზე „ბრძო­ლაი საკ­ვირ­ვე­ლი“ გა­მარ­თა თურქ–სელ­ჩუ­კებ­თან, რაც დღემ­დე მი­იჩ­ნე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ან­ობ­ის სიმ­ტკი­ცის და ქარ­თულ-და­სავ­ლეთ ევ­რო­პუ­ლი სამ­ხედ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის საწყი­სად. ამ თა­რიღს მი­ეძ­ღვნა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტი გახ­ლდათ.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი ჰე­რალ­დი­კის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს, გი­ორ­გი წე­რეთ­ლის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის (ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი), „ალ­ექ­სან­დრუ იოან კუ­ზას“ იაშ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, რუ­სე­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ვ. ვ. ვი­ნოგ­რა­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ენ­ის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლევ­რებ­მა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

 

კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სა და, ზო­გა­დად, აღ­მა­შე­ნებ­ლის მე­ფო­ბის დროს მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­აზე სა­უბ­რით გახ­სნა თსუ–ის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა თე­დო დუნ­დუ­ამ. მან ისა­უბ­რა ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი არ­მი­ებ­ის სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ებ­ის შე­სა­ხებ, ას­ევე ხა­ზი გა­უს­ვა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­იდ­ან.

 

* * *

კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ვე­ლი სხდო­მა მი­ეძ­ღვნა სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას გა­რე სამ­ყა­რო­თან და­ვით IV აღ­მა­შე­ნებ­ლის დროს და შემ­დგომ.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ას­ის­ტენტ–პრო­ფე­სორ­მა ლე­რი თა­ვა­ძემ ისა­უბ­რა რამ­დე­ნი­მე დე­ტალ­ზე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­იდ­ან. კონ­კრე­ტუ­ლად კი ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა დე­დო­ფალ ელ­ენ­ეზე – და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დე­და­ზე, რო­მე­ლიც, მი­სი ვა­რა­უდ­ით, კა­ხეთ–ჰე­რე­თის სა­მე­ფოს მმარ­თვე­ლის – გა­გიკ მე­ფის შვი­ლი იყო. ეს ვა­რა­უდი ეფ­უძ­ნე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ეპ­იგ­რა­ფი­კულ აღ­მო­ჩე­ნას.

 

ემ­ილ ავ­და­ლი­ან­მა გა­ნა­ზო­გა­და XII სა­უკ­უნ­ის სა­ვაჭ­რო გზე­ბის ის­ტო­რია და ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ობ­აზე ამ ქსელ­ში. ამ მოხ­სე­ნე­ბის – „სა­ქარ­თვე­ლო და სა­ვაჭ­რო გზე­ბი XII სა­უკ­უნ­ის პირ­ველ მე­ოთხედ­ში“ – დას­კვნი­თი სა­ხით მან აღ­ნიშ­ნა, რომ, რაც უფ­რო ძლი­ერი იყო სა­ქარ­თვე­ლო, მით უფ­რო აქ­ტი­ურ­ად იყო ჩარ­თუ­ლი ტრან­სევ­რა­ზი­ულ სა­ვაჭ­რო ქსელ­ში.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ას­ის­ტენტ–პრო­ფე­სორ­მა ნა­თია ფი­ფი­ამ და თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტმა ქე­თე­ვან ცი­მინ­ტი­ამ ისა­უბ­რეს ნა­დიმ­ზე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და თა­მარ მე­ფის ეპ­ოქ­აში. შე­აჯ­ამ­ეს ყვე­ლა მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და გა­მარ­თუ­ლი­ყო ნა­დი­მი იმ ხა­ნა­ში და დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს ნა­დი­მის ფორ­მა ამ ორი ქარ­თვე­ლი მე­ფის მოღ­ვა­წე­ობ­ის დროს.

 

რუ­სე­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ვ. ვ. ვი­ნოგ­რა­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ენ­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სორ­მა ზი­ნა­იდა ობ­ორ­ნე­ვამ ისა­უბ­რა ბერ­ძე­ნი სა­სუ­ლი­ერო პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობ­აზე რუ­სე­თი­სა და ქარ­თულ სა­მე­ფო-სამ­თავ­რო­თა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, 1619-1645 წლებ­ში. მან წარ­მო­ად­გი­ნა რამ­დე­ნი­მე ახ­ალი დო­კუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო–რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

 

მირ­ჩა-კრის­ტი­ან გენ­გამ („ალ­ექ­სან­დრუ იოან კუ­ზას“ იაშ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) და იული­ან მო­გამ („ალ­ექ­სან­დრუ იოან კუ­ზას“ იაშ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) წა­რად­გი­ნეს ნაშ­რო­მი ან­თი­მოზ ივ­ერი­ელ­ის შე­სა­ხებ – „ან­თი­მოზ ივ­ერი­ელი – მეხ­სი­ერ­ება და (რე)პრე­ზენ­ტა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­მი­ნულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში“. მათ გა­ნი­ხი­ლეს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­მი­ნე­თის ყვე­ლა ად­გი­ლი, სა­დაც ან­თი­მოზ ივ­ერი­ელ­ის ხსოვ­ნა თვალ­სა­ჩი­ნოა..

 

მირ­ჩა პა­დუ­რა­რუმ („ალ­ექ­სან­დრუ იოან კუ­ზას“ იაშ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) ისა­უბ­რა სი­მარ­თლის და ავ­თენ­ტუ­რო­ბის შექ­მნა­ზე და რუ­მი­ნუ­ლი ეთ­ნო­ლო­გი­ური წარ­მოდ­გე­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე.

 

* * *

კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ორე სე­სია ეხ­ებ­ოდა სა­ქარ­თვე­ლოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ეპ­ოქ­აში. პირ­ვე­ლი მოხ­სე­ნე­ბა შე­ეხ­ებ­ოდა ტა­ოს საზღვრის ერთ მო­ნაკ­ვეთს, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ას­ის­ტენტ–პრო­ფე­სორ­მა ალ­ექ­სან­დრე ბო­შიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა.

 

აპ­ოლ­ონ თა­ბუ­აშ­ვილ­მა (სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტი) და ვლა­დი­მერ კე­კე­ლი­ამ (კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი) წა­რად­გი­ნეს პრე­ზენ­ტა­ცია სა­აღ­აპე წიგ­ნის მი­ხედ­ვით ათ­ონ­ის ქარ­თველ­თა მო­ნას­ტრის XI-XII სა­უკ­უნე­ებ­ის შე­წი­რუ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ქარ­თვე­ლი პი­რე­ბის შე­წი­რუ­ლო­ბე­ბი ხაზს უს­ვამ­და ამ მო­ნას­ტრე­ბის ფი­ნან­სურ სიძ­ლი­ერ­ეს.

 

ქე­თე­ვან ქუ­თა­თე­ლა­ძემ (თსუ) ისა­უბ­რა XI-XII სა­უკ­უნე­ებ­ში სამ­შვილ­დი­სა და დმა­ნი­სის­თვის ქარ­თვე­ლებ­სა და თურქ-სელ­ჩუ­კებს შო­რის ბრძო­ლებ­ზე. მან შე­აჯ­ამა მხო­ლოდ ის ბრძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბის­თვის.

 

მა­მუ­კა წურ­წუ­მი­ამ (სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი ჰე­რალ­დი­კის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო) წა­რად­გი­ნა მოხ­სე­ნე­ბა „წარ­სუ­ლის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შე­სა­ხებ სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ის მეშ­ვე­ობ­ით: 1110 წლის სამ­შვილ­დის ოპ­ერ­აცია“. მან დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა სამ­შვილ­დის ოპ­ერ­აცია და ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა ზო­გი­ერთ მო­მენ­ტზე, რომ­ლე­ბიც სა­და­ვოა ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში.

 

პრო­ფე­სორ­მა ჯა­ბა სა­მუ­ში­ამ (სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტი) გა­მოკ­ვე­თა დიდ­გო­რის ბრძო­ლის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა და მი­მო­იხ­ილა ყვე­ლა ძი­რი­თა­დი აზ­რი ამ სა­კითხის გარ­შე­მო სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას­თან ერ­ტად.

 

* * *

მე­სა­მე სე­სი­ის თე­მა იყო „და­ვით IV აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ქარ­თვე­ლო და თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა“.

 

სე­სი­აზე ბონ­დო კუ­პა­ტა­ძემ (თსუ) ისა­უბ­რა დარ­ბაზ­ზე, რო­გორც ფე­ოდ­ალ­ური სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის ინ­სტრუ­მენ­ტზე. მან ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა ტერ­მინ „დარ­ბაზ­ზე“ და მის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე, ას­ევე დარ­ბა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ტრან­სფორ­მა­ცი­აზე.

 

გი­ორ­გი მა­ჭა­რაშ­ვილ­მა (გი­ორ­გი წე­რეთ­ლის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) მოხ­სე­ნე­ბა­ში – „ბრძო­ლა ის­ტო­რი­ის­ათ­ვის“ — თა­ვი მო­უყ­არა მის შე­ხე­დუ­ლე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში. მან მი­მო­იხ­ილა: ქარ­თუ­ლი სკო­ლის ის­ტო­რი­ის წიგ­ნე­ბი; სა­კითხე­ბი, რომ­ლებ­ზეც ყუ­რადღე­ბას ამ­ახ­ვი­ლე­ბენ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ები; სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ები და ა.შ. მის­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ პირ­ვე­ლი დე­ბა­ტე­ბი წარ­მოშ­ვა მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის.

 

ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის (თსუ) პრე­ზენ­ტა­ცია შე­ეხ­ებ­ოდა სა­ქარ­თვე­ლოს უდ­იდ­ესი გვირ­გვი­ნოს­ნის რე­მი­ნის­ცენ­ცი­ის ის­ტო­რი­ას: „და­ვით IV აღ­მა­შე­ნებ­ლის ას­ახ­ვა ქარ­თულ ფა­ლე­რის­ტი­კურ და ბო­ნის­ტი­კურ მა­სა­ლა­ზე“. მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა ინ­იცი­ატ­ივ­ის შე­სა­ხებ.

 

მზია ტყა­ვაშ­ვილ­მა (ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, თსუ) ისა­უბ­რა XIX-XXI სა­უკ­უნე­ებ­ის უცხო­ურ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აზე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ეპ­ოქ­ის „დი­დი სტე­პის“ შე­სა­ხებ. მან ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტზე.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ას მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა თსუ-ის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა თე­დო დუნ­დუ­ამ. მი­სი თქმით, ბევ­რი სი­ახ­ლე, რაც წარ­მოდ­გე­ნილ მოხ­სე­ნე­ბებ­ში და­ფიქ­სირ­და, უცხო­ელ კო­ლე­გა­თა ჩარ­თუ­ლო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში და ახ­ალ­გაზ­რდა სპე­ცი­ალ­ის­ტთა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მი­უთ­ით­ებ­და იმ­აზე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია შედ­გა. აქ­ვე მან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ და­გეგ­მილ მო­მა­ვალ სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მებ­ზე.

თარიღი: 18/09/2021