საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინოს კავაფისის პოეტურ მემკვიდრეობაზე ახალი გამოცემის პრეზენტაცია

თა­მარ და­დი­ანი

 

თა­ნა­მედ­რო­ვე ბერ­ძნუ­ლი პო­ეზი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლი­სა და მსოფ­ლიო მას­შტა­ბის ავ­ტო­რის, კონ­სტან­ტი­ნოს კა­ვა­ფი­სის პო­ეტ­ური შე­მოქ­მე­დე­ბის სრუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის — „გუ­ლის ეპ­ოსი“-ს პრე­ზენ­ტა­ცია გა­იმ­არ­თა 17 აპ­რილს მწე­რალ­თა სახ­ლში. ორ­ენ­ოვ­ანი კრე­ბუ­ლი მწე­რალ­თა სახ­ლი­სა და თსუ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მხარ­და­ჭე­რით გა­მო­იცა, რო­მე­ლიც ორი ტო­მის­გან შედ­გე­ბა და თავს უყ­რის ყვე­ლა იმ პო­ეტ­ისა და მთარ­გმნე­ლის ნაშ­რომს, რომ­ლებ­საც კა­ვა­ფი­სის პო­ეზი­აზე აქ­ამ­დე უმ­უშ­ავი­ათ და ახ­ლაც გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ობ­ას.

 

ბერძენი პოეტი, ჟურნალისტი და სა­მო­ქა­ლა­ქო მოღ­ვა­წე კონ­სტან­ტი­ნოს კა­ვა­ფი­სი (1863 — 1933) ცნო­ბი­ლია პო­ეტ­ურ­ობ­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ნე­რით, სტი­ლი­თა და ინ­დი­ვი­დუ­ალ­იზ­მით, რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა რო­გორც ბერ­ძნულ, ისე — და­სავ­ლურ ლიტერატურაში.

 

კა­ვა­ფი­სის პო­ეტ­ური მემ­კვიდ­რე­ობა დი­დი მო­ცუ­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. წი­ნამ­დე­ბა­რე ორ­ტო­მე­ული – „გუ­ლის ეპ­ოსი“ – კონ­სტან­ტი­ნოს კა­ვა­ფი­სის სრუ­ლი პო­ეტ­ური კრე­ბუ­ლია. აქ თავ­მოყ­რი­ლია რო­გორც აღი­არ­ებ­ული, ისე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი, უარ­ყო­ფი­ლი, პრო­ზა­ული და უცხო­ენ­ოვ­ანი ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მთლი­ან­ობ­აში 300-ს არ აღ­ემ­ატ­ება.

 

პრე­ზენ­ტა­ცი­აზე ორ­ტო­მე­ულ­ის შემ­დგე­ნელ­მა მაია კა­კაშ­ვილ­მა კრე­ბუ­ლის გა­მო­სა­ცე­მად გა­წე­ული წვლი­ლი­სათ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა ქარ­თუ­ლი ელ­ინ­ოლ­ოგი­ის მა­მამ­თა­ვარს, პრო­ფე­სორ რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს, ას­ევე, თსუ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელს თი­ნა დო­ლი­ძეს, სე­რია „ახ­ალი ბერ­ძნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის“ მთა­ვარ რე­დაქ­ტორს სო­ფიო შა­მა­ნიდს, სა­ბერ­ძნე­თის აჯ­ან­ყე­ბის 200 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორს მე­კა აბ­ულ­აშ­ვილს, ორ­ტო­მე­ულ­ის რე­დაქ­ტო­რებს: როს­ტომ ჩხე­იძ­ეს და ქარ­თველ კა­ვა­ფო­ლოგს თეა გამ­რე­კელს, მთარ­გმნე­ლებ­სა და პო­ეტ­ებს: მა­რი­ამ წიკ­ლა­ურს, თა­თია მთვა­რე­ლი­ძეს, ან­დრო ბარ­ნოვს და სხვებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მაია კა­კაშ­ვილ­მა მწე­რალ­თა სახ­ლს გა­და­უხ­ადა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თვის.

 

მი­სალ­მე­ბის შემ­დეგ მაია კა­კაშ­ვილ­მა მსმე­ნე­ლებს ბერ­ძე­ნი პო­ეტ­ის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ესა­უბ­რა, მი­სი პო­ეზი­ის მკვლევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მკვლევ­რე­ბი კა­ვა­ფი­სის შე­მოქ­მე­დე­ბას ეტ­აპ­ებ­ად ყო­ფენ: რო­მან­ტიზ­მის ხა­ნა (1884–1894), სიმ­ბო­ლიზ­მის ხა­ნა (1899 წლი­დან) და პო­ეტ­ური რე­ალ­იზ­მის ხა­ნა. ამ პე­რი­ოდ­ის­თვის პო­ეტს უკ­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლი აქ­ვს სა­კუ­თა­რი სტი­ლი.

 

კრე­ბუ­ლის შემ­დგე­ნელ­მა კა­ვა­ფი­სის პო­ეზი­ის ღრმა კვლე­ვის შე­დე­გებ­ზეც გა­ამ­ახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ეს პო­ეტ­ური შე­დევ­რე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ შერ­ჩე­ული პრინ­ცი­პე­ბის მი­ხედ­ვით იქ­მნე­ბო­და. ალ­ექ­სან­დრი­ელი პო­ეტ­ის ლექ­სებ­ში გა­მოვ­ლე­ნილ­მა კომ­პო­ზი­ცი­ური ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პებ­მა შუ­ქი მო­ფი­ნა მი­სი ნა­წარ­მო­ებ­ებ­ის პო­ეტ­ურ სტრუქ­ტუ­რას და კი­დევ ერ­თხელ და­ად­ას­ტუ­რა კა­ვა­ფი­სის სტი­ლის ორ­იგ­ინ­ალ­ობა და თვით­მყო­ფა­დო­ბა“.

 

პრე­ზენ­ტა­ცი­აზე პრო­ფე­სორ­მა რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­მა დი­დი მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა კრე­ბუ­ლის შემ­დგენ­ლებს, მთარ­გმნე­ლებ­სა და მწე­რალ­თა სახ­ლს ბერ­ძნუ­ლი პო­ეზი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­ათ­ვის. კრე­ბუ­ლის მე­ორე რე­დაქ­ტორ­მა თეა გამ­რე­კელ­მა კრე­ბულ­ზე მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა და მსმე­ნე­ლებს სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი კონ­სტან­ტი­ნოს კა­ვა­ფი­სის პო­ეტ­ური სამ­ყა­რო გა­აც­ნო.

 

კრე­ბულს წამ­ძღვა­რე­ბუ­ლი აქ­ვს ორ­ტო­მე­ულ­ის ერთ-ერ­თი რე­დაქ­ტო­რის, მწერ­ლის და მეც­ნი­ერ­ის როს­ტომ ჩხე­იძ­ის წი­ნათ­ქმა კონ­სტან­ტი­ნოს კა­ვა­ფი­სის პო­ეტ­ურ მემ­კვიდ­რე­ობ­აზე — „მომ­ხიბ­ლავ, მომ­ნუს­ხველ, ექ­სპრე­სი­ით აღ­ვსილ მხატ­ვრულ სამ­ყა­რო­ზე, რო­მელ­მაც გზა­ბი­ლი­კი გაჭ­რა არა მარ­ტო ბერ­ძნულ ენ­ობ­რივ სივ­რცე­ში, არ­ამ­ედ და­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მდი­ნა­რე­ბა­შიც“, -ასე აფ­ას­ებს რე­დაქ­ტო­რი ბერ­ძე­ნი ავ­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას. მან ვრცლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა პო­ეტ­ის ცხოვ­რე­ბა­ზე, მი­სი პო­ეზი­ის კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნილ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფა­სე­ულ­ობ­ებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

 

კონ­სტან­ტი­ნოს კა­ვა­ფი­სის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე აგ­რეთ­ვე სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რეს და მსმე­ნე­ლებს ახ­ალი თარ­გმა­ნე­ბი გა­აც­ნეს მი­სი პო­ეზი­ის მთარ­გმნე­ლებ­მა: მა­რი­ამ წიკ­ლა­ურ­მა და თა­თია მთვა­რე­ლი­ძემ.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ის და­სას­რულს კი თსუ-ის სტუ­დენ­ტებ­მა: ქე­თი სე­ფი­აშ­ვილ­მა, გვან­ცა ბა­რა­მი­ძემ და თე­ონა ხვი­ჩი­ამ კა­ვა­ფი­სის ლექ­სე­ბი წა­იკ­ითხეს ბერ­ძნუ­ლად იზა ორ­ჯო­ნი­კი­ძი­სა და ან­დრო ბარ­ნო­ვის თარ­გმა­ნებ­თან ერ­თად.

 

აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ბერ­ძნე­თის აჯ­ან­ყე­ბის 200 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ფარ­გლებ­ში.

თარიღი: 04/05/2021