საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსის „ახალგაზრდა ეკონომისტების“ გამარჯვებულები

თა­მარ და­დი­ანი

 

ISET-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი ნი­ნო მაღ­რა­ძე და ქე­თე­ვან მაღ­რა­ძე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­კურ­სის — „ახ­ალ­გაზ­რდა ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ.

 

ახ­ალ­გაზ­რდა ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბის კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის მო­რი­გი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ნი­ჭი­ერი თა­ობ­ის აღ­მო­ჩე­ნას და ერ­ოვ­ნულ ბან­კში (სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა) და­საქ­მე­ბას ის­ახ­ავს მიზ­ნად. ას­ევე, კონ­კურ­სი, კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ნი­ჭი­ერი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც.

 

სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ნა­წი­ლე­ებს უნ­და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ, წარ­მო­ედ­გი­ნათ ნაშ­რო­მე­ბი მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის თე­მებ­ზე. გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კან­დი­და­ტებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს კვლე­ვი­თი ნაშ­რო­მე­ბი მსოფ­ლი­ოში მიმ­დი­ნა­რე ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­სა და გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

 

კონ­კურ­სში სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის მე-3 და მე-4 კურ­სის და მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თაშ­რი­სო სკო­ლის (ISET)-ის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტის ნი­ნო მაღ­რა­ძის ნაშ­რო­მი შე­ეხ­ებ­ოდა ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას და პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნას ამ პრო­ცე­სებ­ზე: „ეკ­ონ­ომ­იკ­ის დაკ­რე­დი­ტე­ბა­სა და მას­ზე მოქ­მედ ძი­რი­თად მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ფაქ­ტო­რებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს რო­გორც Covid-19-ის პან­დე­მი­ამ­დე, ისე მის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში".

 

„კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გან მინ­დო­და, ერ­თი მხრივ, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი თე­ორი­ული ცოდ­ნის გან­მტკი­ცე­ბა და, მე­ორე მხრივ, კი­დევ უფ­რო მე­ტის შეს­წავ­ლა მი­სი პრაქ­ტი­კა­ში რე­ალ­იზ­ებ­ის ფორ­მე­ბის თა­ობ­აზე. ჩე­მი ნაშ­რო­მი შე­ეხ­ებ­ოდა ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას. მას­ში თე­ორი­ულ­ად და ემ­პი­რი­ულ­ად გა­ვა­ან­ალ­იზე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ და ფი­ნან­სურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მათ­ზე პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა“, — აღ­ნიშ­ნავს ნი­ნო მაღ­რა­ძე, ვი­სი მო­ლო­დი­ნე­ბიც კონ­კურ­სის შე­სა­ხებ გა­მარ­თლდა. რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ ბან­კში სტა­ჟი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს მის კა­რი­ერ­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ISET-ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნი­ნო სწავ­ლას უცხო­ურ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე გა­აგ­რძე­ლებს.

 

კონ­კურ­სის კი­დევ ერ­თმა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ქე­თე­ვან მაღ­რა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა ნაშ­რო­მი „მცი­რე ზო­მის ღია ეკ­ონ­ომ­იკ­ებ­ის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს შე­და­რე­ბა მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­ოპ­ერ­აციო ჩარ­ჩოს კუთხით". ეს მის­თვის, რო­გორც სტუ­დენ­ტის­თვის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იყო.

 

„კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ითხოვ­და. ვფიქ­რობ, ჩე­მი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბაც და­მეხ­მა­რა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, რად­გან უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­ურ­ად ვმუ­შა­ობ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტ­ში (GIDE), რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რი და პრო­ექ­ტე­ბის ას­ის­ტენ­ტი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცე­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­არო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახ­ალ­გაზ­რდებს და პი­რი­ქი­თაც — ღირ­სე­ულ­ად წარ­ვად­გი­ნო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცე­ში“, — აცხა­დებს ქე­თე­ვან მაღ­რა­ძე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ სკო­ლის ას­აკ­იდ­ან არ­ის ჩარ­თუ­ლი რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ას­ევე, ერ­ოვ­ნუ­ლი დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გერ­მა­ნი­ის გიმ­ნა­ზი­აში მი­სი სწავ­ლა და შემ­დგომ გერ­მა­ნუ­ლის ოლ­იმ­პი­ად­აზე და ფორ­მა­ლუ­რი დე­ბა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩემ­პი­ონ­ატ­ში გა­მარ­ჯვე­ბა. „ამ გა­მოც­დი­ლე­ბებ­მა და­მა­ნა­ხა, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, იქ­ნე­ბო­და ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ, აუც­ილ­ებ­ლად უნ­და მო­მეხ­მა­რე­ბი­ნა ჩე­მი ქვეყ­ნის­თვის. სწო­რედ ამ­იტ­ომ, ეკ­ონ­ომ­იკ­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის დრო­საც ვცდი­ლობ — ჩა­ვერ­თო ის­ეთ აქ­ტი­ვო­ბებ­სა თუ პრო­ექ­ტებ­ში, რაც ხელს შე­უწყობს ამ­ის რე­ალ­იზ­ებ­ას“, — აღ­ნიშ­ნავს ქე­თი, რო­მე­ლიც, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ფუნ­და­მენ­ტუ­რად ეც­ნო­ბა ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მდგო­მა­რე­ობ­ას და მის სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვებს. ერ­ოვ­ნულ ბან­კში სტა­ჟი­რე­ბა მას აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას — არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­იყ­ენ­ოს.

 

კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, „ახ­ალ­გაზ­რდა ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი" სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ ბან­კში, სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ან­აზღა­ურ­ებ­ადი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან. მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა — და­ეს­წრონ მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებს, გა­იღ­რმა­ვონ ცოდ­ნა და, ამ­ას­თა­ნა­ვე, მი­იღ­ონ შე­სა­ბა­მი­სი რჩე­ვე­ბი ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­ის­გან. უშუ­ალ­ოდ მა­თი დახ­მა­რე­ბით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ მკა­ფი­ოდ ჩა­მო­აყ­ალ­იბ­ონ სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მის მი­ზა­ნი და ამ­ოც­ან­ები. ორ­ივე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კი გა­და­იღ­ებს ვი­დეო-პრო­ფილს, სა­დაც ის­ინი ისა­უბ­რე­ბენ თა­ვი­ან­თი ნაშ­რო­მის შე­სა­ხებ.

თარიღი: 23/05/2022