საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლინიკურ მედიცინაში ნაყოფის ზრდის შეფერხების სინდრომის ახალი კვლევის შედეგები დაინერგა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პე­დი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დოქ­ტო­რან­ტმა, კლი­ნი­კა „პი­ნე­ოს“ ნე­ონ­ატ­ოლ­ოგი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­კა ჭიღ­ლა­ძემ, თსუ-ის მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხი მო­იპ­ოვა. ნაშ­რო­მი — „ნე­ონ­ატ­ალ­ური ად­აპ­ტა­ცი­ის კლი­ნი­კუ­რი, პრო­ან­თე­ბი­თი და იმ­უნ­ოლ­ოგი­ური მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ახ­ალ­შო­ბი­ლებ­ში“ — თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ან­ობ­ისა და პე­რი­ნა­ტო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი რთუ­ლი პრობ­ლე­მის — ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის კვლე­ვას მო­იც­ავს. კვლე­ვის სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი რუ­სუ­დან ქარ­სე­ლა­ძეა. ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბა მცი­რე ზო­მის ჩვი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობაა, ამ სინ­დრო­მის შემ­თხვე­ვა­ში ნა­ყო­ფი ვერ აღ­წევს გე­ნე­ტი­კუ­რად გან­საზღვრულ პო­ტენ­ცი­ურ ზო­მას და გა­ნა­პი­რო­ბებს ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­არ­ობ­ისა და პოს­ტნა­ტა­ლუ­რი პე­რი­ოდ­ის პა­თო­ლო­გი­ურ მიმ­დი­ნა­რე­ობ­ას. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის გავ­რცე­ლე­ბა აზი­აში 31.1 %-ს, ამ­ერ­იკ­აში — 10-15%-ს, რუ­სეთ­ში — 2,7%-ს შე­ად­გენს. პა­თო­ლო­გია მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა და შე­სა­ბა­მი­სად სა­მე­დი­ცი­ნო სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში აქ­ტუ­ალ­ურ კვლე­ვით მი­მარ­თუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

 

„ექ­იმ მა­კა ჭიღ­ლა­ძის სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მი — „ნე­ონ­ატ­ალ­ური ად­აპ­ტა­ცი­ის კლი­ნი­კუ­რი, პრო­ან­თე­ბი­თი და იმ­უნ­ოლ­ოგი­ური მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ახ­ალ­შო­ბი­ლებ­ში“ — არ­ის ორ­იგ­ინ­ალ­ური ინ­ტეგ­რა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის პრო­დუქ­ტი და აქ­ვს უდა­ოდ მა­ღა­ლი სა­მეც­ნი­ერო პო­ტენ­ცი­ალი და პრაქ­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იქ­ედ­ან, რომ ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბა წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ან­ობ­ის და პე­რი­ნა­ტო­ლო­გი­ის ერთ-ერთ რთულ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც დღემ­დე რჩე­ბა ახ­ალ­შო­ბილ­თა ავ­ად­ობ­ის და ლე­ტა­ლო­ბის წამ­ყვან მი­ზე­ზად. სინ­დრო­მი ას­ახ­ავს ნა­ყო­ფის კვე­ბის ქრო­ნი­კულ მოშ­ლას, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ფი­ზი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნა, ორ­გა­ნო­ებ­ის და სის­ტე­მე­ბის ფუნ­ქცი­ური უმ­წიფ­რო­ბა, იმ­უნ­ოლ­ოგი­ური რე­აქ­ტი­ულ­ობ­ის დაქ­ვე­ით­ება და მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, მა­კა ჭიღ­ლა­ძის დი­სერ­ტა­ცი­ის სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნელ­მა რუ­სუ­დან ქარ­სე­ლა­ძემ.

 

მა­კა ჭიღ­ლა­ძის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მე­დი­ცი­ნის დარ­გის მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, მათ შო­რის არ­ის: „Global Pediatric Health“, „ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა“, „Georgian Medical News“ და „სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სი­ახ­ლე­ები“. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვას და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­ურ­ება და აღი­არ­ება მოჰ­ყვა ამ­ერ­იკ­ული ჟურ­ნა­ლის „Global Pediatric Health“ სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის­აგ­ან, რად­გან ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ახ­ალ პო­ზი­ცი­ებს სთა­ვა­ზობს. ნაშ­რომ­ში მო­ცე­მუ­ლია ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის სინ­დრო­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და მი­სი მარ­თვის მე­თო­ლო­გია.

 

„ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზე­ბი მრა­ვალ­ფაქ­ტო­რუ­ლია: არ­აბ­ალ­ან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ცხოვ­რე­ბის არ­ად­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, ჰი­პო­დი­ნა­მია, ძი­ლის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა, ფსი­ქო-ემ­ოცი­ური გა­და­ძაბ­ვა, ჭარ­ბი წო­ნა, გას­ტრო­ენ­ტო­რო­ლო­გი­ური და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ური პა­თო­ლო­გი­ები. ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ორ­სუ­ლებ­ში მშო­ბი­არ­ობა მიმ­დი­ნა­რე­ობს მთე­ლი რი­გი გარ­თუ­ლე­ბე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ხდე­ბა სა­ნა­ყო­ფე გარ­სის მთლი­ან­ობ­ის დარ­ღვე­ვა, სამ­შო­ბი­არო მოქ­მე­დე­ბის სი­სუს­ტე, პლა­ცენ­ტის აც­ლა და მშო­ბი­არ­ობ­ის შემ­დგო­მი სის­ხლდე­ნა. ამ სინ­დრო­მის მქო­ნე ახ­ალ­შო­ბი­ლებს პოს­ტნა­ტა­ლურ პე­რი­ოდ­ში უვ­ლინ­დე­ბათ ქრო­ნი­კუ­ლი ჰი­პოქ­სია, ჰი­პოტ­რო­ფია, ცნს ფუნ­ქცი­ური დარ­ღვე­ვე­ბი, პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია, სუნ­თქვი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, შე­შუ­პე­ბა და ან­ემია. მა­თი ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი ჩა­მორ­ჩე­ბა პი­რო­ბი­თად ჯან­მრთე­ლი ახ­ალ­შო­ბი­ლე­ბის ან­თრო­პო­მეტ­რულ პა­რა­მეტ­რებს“, — აღ­ნიშ­ნავს კვლე­ვის ავ­ტო­რი.

 

მა­კა ჭიღ­ლა­ძის ნაშ­რომ­ში მო­ცე­მუ­ლი სინ­დრო­მის მარ­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ები კლი­ნი­კურ მე­დი­ცი­ნა­ში უკ­ვე და­ნერ­გი­ლია.

 

„პრაქ­ტი­კუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ები სამ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­იც­ავს: და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ახ­ალ­შო­ბი­ლე­ბი ად­რე­ული ნე­ონ­ატ­ალ­ური პე­რი­ოდ­ის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის (თერ­მო­ლა­ბი­ლო­ბა, ჰი­პოგ­ლი­კე­მია, კვე­ბის სირ­თუ­ლე, ინ­ფექ­ცი­ური პა­თო­ლო­გი­ის მა­ღა­ლი რის­კი, ცნს დარ­ღვე­ვე­ბი) თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად სა­ჭი­რო­ებ­ენ ექ­იმ­თან მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფის გაძ­ლი­ერ­ებ­ულ ყუ­რადღე­ბას; მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ახ­ალ­შო­ბილ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­მო­ტო­რო­ული გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ტრო­ლი პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში; ცენ­ტი­ლუ­რი ცხრი­ლე­ბის ნორ­მა­ტი­ული მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა ყო­ველ ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ შემ­თხვე­ვა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თმო­მენ­ტი­ანი შე­ფა­სე­ბა, ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის ხა­რის­ხის და ფორ­მის გან­საზღვრა“, — გან­მარ­ტავს მა­კა ჭიღ­ლა­ძე.

 

„სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ონ­ატ­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს პე­დი­ატ­რთა ას­ოცი­აცი­ის მი­ერ აღი­არ­ებ­ული და უკ­ვე და­ნერ­გი­ლია კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ები, კერ­ძოდ, ის, რომ და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტი­დან­ვე ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ახ­ალ­შო­ბი­ლე­ბი ად­რე­ული ნე­ონ­ატ­ალ­ური პე­რი­ოდ­ის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად სა­ჭი­რო­ებ­ენ ექ­იმ­თა მულ­ტის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ჯგუ­ფის გაძ­ლი­ერ­ებ­ულ ყუ­რადღე­ბას, ას­ევე ის, რომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ახ­ალ­შო­ბილ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­ური კონ­ტრო­ლი პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ას­ოცი­აცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე ხაზ­გას­მით აღ­ინ­იშ­ნა, რომ ყვე­ლა ნე­ონ­ატ­ალ­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლოს რე­კო­მენ­და­ცი­აზე, რომ აუც­ილ­ებ­ელია ცენ­ტი­ლუ­რი ცხრი­ლე­ბის ნორ­მა­ტი­ული მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა ყო­ველ ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ შემ­თხვე­ვა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თმო­მენ­ტი­ანი შე­ფა­სე­ბა, ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის ხა­რის­ხის და ფორ­მის გან­საზღვრა,“ — აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა რუ­სუ­დან ქარ­სე­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ამ­ავ­დრო­ულ­ად სა­ქარ­თვე­ლოს პე­დი­ატ­რთა ას­ოცი­აცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტია.

 

კვლე­ვა — „ნე­ონ­ატ­ალ­ური ად­აპ­ტა­ცი­ის კლი­ნი­კუ­რი, პრო­ან­თე­ბი­თი და იმ­უნ­ოლ­ოგი­ური მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ახ­ალ­შო­ბი­ლებ­ში“ — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის, კლი­ნი­კა „პი­ნე­ოს“, კლი­ნი­კა „ენ­მე­დი­ცის“ და „ნიუ-ჰოს­პი­ტა­ლის“ ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. კვლე­ვით პრო­ცეს­ში ნა­ყო­ფის ზრდის შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე 108 ორ­სუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

თარიღი: 31/10/2021