საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევები აქტუალურ საკითხებზე და კონფერენციის გამარჯვებულები

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

 

25-26 ნო­ემ­ბერს თბი­ლი­სის სახ­ლმწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით სტუ­დენ­ტთა 81-ე სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია გა­იმ­არ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ გა­ერ­ოს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია (UNWomen) და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის რე­სურ­სცენ­ტრი (JRC).

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე სამ­მა სექ­ცი­ამ იმ­უშ­ავა: „სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სა­ში­ნაო/სა­გა­რეო სო­ცი­ალ­ური, ეკ­ონ­ომ­იკ­ური, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“; „არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში: ის­ტო­რი­ული და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა“; „ქა­ლი — მშვი­დო­ბა და უს­აფ­რთხო­ება“.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 50-მდე მოხ­სე­ნე­ბა; მას­ში 80-ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტმა მი­იღო მო­ნა­წი­ლე­ობა.

 

სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სა­ში­ნაო/სა­გა­რეო სო­ცი­ალ­ური,

ეკ­ონ­ომ­იკ­ური, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი

 

პირ­ველ სექ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­თა შო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­სა­ხელ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის – მა­რი­ამ უბ­ირი­ას და ანა ღვამ­ბე­რი­ას მოხ­სე­ნე­ბა: „ემ­იგ­რან­ტთა ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მა­თი ეკ­ონ­ომ­იკ­ური შე­დე­გე­ბი“ (ხელ­მძღ. რე­ვაზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე). მოხ­სე­ნე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო დას­კვნე­ბი ემ­იგ­რან­ტე­ბის ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის დი­ნა­მი­კის შეს­წავ­ლის შე­დე­გად. გან­ხი­ლუ­ლი იყო გზავ­ნი­ლე­ბის გავ­ლე­ნა რო­გორც მო­სახ­ლე­ობ­ის სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური ცხოვ­რე­ბის დო­ნე­ზე, ას­ევე ქვეყ­ნის მთლი­ან ეკ­ონ­ომ­იკ­აზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის პუბ­ლი­კა­ცი­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის ემ­პი­რი­ულ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის, ას­ევე, სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მის ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე მკვლევ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ გზავ­ნი­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ში­ნა­მე­ურ­ნე­ობ­ის დო­ნე­ზე. მა­თი მთა­ვა­რი მიგ­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, კვლე­ვი­სას არ გა­მო­იკ­ვე­თა მკა­ფიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმ­ისა, რომ ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი პირ­და­პირ უწყობს ხელს ეკ­ონ­ომ­იკ­ის ზრდას.

 

ამ­ავე სექ­ცი­აზე სა­ყუ­რადღე­ბოდ იქ­ნა მიჩ­ნე­ული სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის გე­გი ჩარ­კვი­ან­ისა და გი­ორ­გი ფა­ჩუ­აშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა: „აშშ-ს გას­ვლა ავ­ღა­ნე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი“ (ხელ­მძღ. კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძე). მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ აშშ-ს ავ­ღა­ნე­თი­დან გა­მოს­ვლამ საკ­მაო სივ­რცე და­ტო­ვა ძა­ლის თვალ­საზ­რი­სით, რა­მაც გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა რო­გორც რე­გი­ონ­ზე, ას­ევე, მას­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თულ აქ­ტო­რებ­ზე, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ზე. კონ­ტენტ-ან­ალ­იზ­ისა და მე­ორე­ული წყა­რო­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის, თავ­დაც­ვი­თი რე­ალ­იზ­მის თე­ორი­ულ ჩარ­ჩო­ზე დაყ­რდნო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მიგ­ნე­ბაა, რომ „არ­სე­ბუ­ლი საფ­რთხე­ებ­ის ფონ­ზე აშშ-ს მხრი­დან ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მართ შემ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც რე­გი­ონ­თან კავ­შირ­ში მყოფ სატ­რან­ზი­ტო და სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში ჩარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, მნიშ­ვნე­ლო­ბას აკ­ნი­ნებს და მის რუ­სე­თის პო­ლუს­ზე მოხ­ვედ­რის საფ­რთხეს ზრდის".

 

სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცენ­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტის ბე­ქა ირ­ომ­აშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა: „სა­ქარ­თვე­ლო-ჩი­ნე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ური და პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი“ (ხელმ. თორ­ნი­კე თურ­მა­ნი­ძე). მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო: „ჩი­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკ­ან­ას­კნე­ლი ათ­წლე­ულ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­ურ­ად ვი­თარ­დე­ბა. ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გარ­და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ეკ­ონ­ომ­იკ­ური პერ­სპექ­ტი­ვე­ბი­სა, ამ­ავე დროს, გუ­ლის­ხმობს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ და პო­ლი­ტი­კურ რის­კებ­საც. კვლე­ვა ეყ­რდნო­ბო­და შემ­თხვე­ვის შეს­წავ­ლი­სა და პირ­ვე­ლა­დი და მე­ორე­ული წყა­რო­ებ­ის ან­ალ­იზს. შე­დე­გად ჩი­ნე­თის სხვა ქვეყ­ნებ­თან ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და — ჩი­ნე­თი სტრა­ტე­გი­ული მნიშ­ვნე­ლო­ბის სექ­ტო­რებ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის იყ­ენ­ებს. სა­ქარ­თვე­ლო კი ას­იმ­ეტ­რი­ული სარ­გებ­ლის მქო­ნე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის, ჩი­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და ჩი­ნე­თის მი­ერ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, ის­ევე, რო­გორც შემ­დგომ­ში, ზე­წო­ლის რის­კის წი­ნა­შეა. ამ ყვე­ლა­ფერს კი და­მა­ტე­ბი­თი, თან­მდე­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ური და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბი მოს­დევს".

 

სო­ცი­ალ­ური მუ­შა­ობ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის — ლე­ლა ქო­როღ­ლიშ­ვი­ლი­სა და მა­რი­ამ ქარ­ქა­შა­ძის ნაშ­რომ­ში „არ­ას­რულ­წლო­ვან შშმ პირ­თა დე­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი (თბი­ლი­სის მა­გა­ლით­ზე)“ (ხელ­მძღ. თა­მარ მა­ხა­რა­ძე), გა­ან­ალ­იზ­ებ­ული იყო, თუ რა გა­მოწ­ვე­ვებ­თან უწ­ევთ გამ­კლა­ვე­ბა შშმ ბავ­შვე­ბის დე­დებს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის, რე­ლე­ვან­ტუ­რი კვლე­ვე­ბი­სა და თბი­ლი­სის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუების სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა სო­ცი­ალ­იზ­აცი­ის, სტიგ­მე­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ სა­ჭი­რო­ებ­ებ­ზე მორ­გე­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

 

სექ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­თა შო­რის ყუ­რადღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძი­სა და გი­ორ­გი ხა­ჩი­ძის კვლე­ვამ, რო­მე­ლიც შე­ეხ­ებ­ოდა ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბის ფე­ნო­მე­ნის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბის კვლე­ვას ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში (ხელ­მძღ. შო­თა კა­კა­ბა­ძე). კვლე­ვის მი­ზანს სწო­რედ იმ სო­ცი­ალ­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გან­საზღვრა წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლე­ბიც გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ და აძ­ლი­ერ­ებ­ენ ან­ტი­ვაქ­სე­რულ მოძ­რა­ობ­ებს ქარ­თულ სო­ცი­უმ­ში. მა­თი შე­ფა­სე­ბით, გა­მოვ­ლინ­და ის­ეთი ას­პექ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა იმ­უნ­იზ­აცი­ის კამ­პა­ნი­ის არა­ეფ­ექ­ტი­ან­ობა, ვაქ­ცი­ნა­ცი­აზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის სირ­თუ­ლე ას­აკ­ოვ­ანი მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის, საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის სპე­ცი­ფი­კა, ას­აკი, და­საქ­მე­ბა, რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია და სხვა, რომ­ლე­ბიც აძ­ლი­ერ­ებ­ენ ვაქ­ცი­ნი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის ხა­რის­ხს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­აში.

 

არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში: ის­ტო­რი­ული და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა

კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ორე სექ­ცი­აში ორი გა­მაჯ­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და.

 

პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის — სო­ფიო კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი­სა და დი­მიტ­რი შავ­ლო­ხაშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა­ში: „აბ­სენ­ტიზ­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი 2012-2021 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ებ­ის შე­და­რე­ბი­თი ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე“ (ხელ­მძღ. სან­დრო ტა­ბა­ტა­ძე) ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ავ­ტო­რებ­მა, რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი და თვი­სებ­რი­ვი მე­თო­დე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ითა და და­უნ­სის რა­ცი­ონ­ალ­ური არ­ჩე­ვა­ნის თე­ორი­ულ ჩარ­ჩო­ზე დაყ­რდნო­ბით, შე­ის­წავ­ლეს — თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას სა­არ­ჩევ­ნო აბ­სენ­ტიზ­მის თვალ­საზ­რი­სით. მა­თი თქმით, ძი­რი­თა­დი ამ­ხსნე­ლი ფაქ­ტო­რე­ბია: ში­და და გა­რე მიგ­რა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნე, გან­სახ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ეთ­ნი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი.

 

ამ­ავე სექ­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის — ნუ­ცი­კო ძან­ძა­ვა­სა და გი­ორ­გი ხა­ჩი­ძის კვლე­ვის — „2021 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი: პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი“ (ხელ­მძღ. კა­ხა ქეც­ბაია) — მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და 2021 წლის არ­ჩევ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ონ­ებ­ში ამ­ომ­რჩევ­ლის სა­არ­ჩევ­ნო ქცე­ვის შე­ფა­სე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­ის ან­გა­რი­შებ­სა და ცეს­კოს მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რნდო­ბით, კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და ის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში არ­ად­ომ­ინ­ან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბით წარ­მოდ­გე­ნილ რე­გი­ონ­ებ­ში მრა­ვალ­გვა­რი დარ­ღვე­ვის არ­სე­ბო­ბას. ეს­ენია: პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ებ­ის ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლი­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, რე­გი­ონ­ებ­ის პე­რი­ფე­რი­ზა­ცია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა — კი­დევ უფ­რო გა­აძ­ლი­ერ­ოს ნი­ჰი­ლიზ­მი და თა­ვად ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რი­ყუ­ლო­ბის ში­ში.

 

სექ­ცი­აზე გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ინ­იშ­ნა კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში პირ­ველ­სე­მეს­ტრე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობა. გა­მო­იკ­ვე­თა მათ შო­რის სა­უკ­ეთ­ესო მოხ­სე­ნე­ბა. ავ­ტო­რე­ბის – სა­ბა სა­მუ­ში­ასა და ლა­შა სი­ჭი­ნა­ვას კვლე­ვა შე­ეხო 1919 წლის სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ას­ახ­ვის სა­კითხს ქარ­თულ პრე­სა­ში. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის, აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე შექ­მნი­ლი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის შეს­წავ­ლი­თა და სარ­ტო­რის თე­ორი­ულ ჩარ­ჩო­ზე დაყ­რდნო­ბით, ავ­ტო­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს და გააანალიზეს იმ­დრო­ინ­დე­ლი ძი­რი­თა­დი პარ­ტი­ებ­ის პლა­კა­ტე­ბი, ლო­ზუნ­გე­ბი და ლექ­სე­ბი.

 

ას­ევე პირ­ველ სე­მეს­ტრე­ლებ­მა მა­რი­ამ ვაჭ­რი­ძემ და კე­სო გო­გი­ტაშ­ვილ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს მოხ­სე­ნე­ბა „თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი: სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პარ­ტი­ული გან­წყო­ბე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის მი­მართ“ (ხელ­მძ. სან­დრო ტა­ბა­ტა­ძე). კვლე­ვა შე­ეხო 2012-2021 წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ებ­ისა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბე­ბის ცვლი­ლე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის მი­მართ, რაც, პრე და პოსტ-სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ის ცვლა­დე­ბით იყო შეს­წავ­ლი­ლი. კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბა ისაა, რომ პოსტ-სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ევ­რო­კავ­ში­რი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა მცი­რე­დით სუს­ტდე­ბო­და, ამ მხრივ კი გა­მო­ნაკ­ლი­სი 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია.

 

ქა­ლი — მშვი­დო­ბა და უს­აფ­რთხო­ება

 

მე­სა­მე სექ­ცი­აზე, რო­მე­ლიც გა­ერ­ოს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ისა (UNWomen) და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის რე­სურ­სცენ­ტრის (JRC) მხარ­და­ჭე­რით გა­იმ­არ­თა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვი­სა და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი სო­ფიო ნა­რი­მა­ნი­ძე და ირ­მა ჩხე­იძე მოხ­სე­ნე­ბით: „პოს­ტკონ­ფლიქ­ტურ პე­რი­ოდ­ში ქალ­თა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გაძ­ლი­ერ­ებ­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში: 2010-2020 წლე­ბის ან­ალ­იზი“ (ხელ­მძღ. სა­ლო­მე დუნ­დუა). თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დით — სიღ­რმი­სე­ული ინ­ტერ­ვიუებისა და მო­ნა­ცემ­თა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ან­ალ­იზ­ის წყა­ლო­ბით, ავ­ტო­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს — თუ რა რო­ლი ჰქონ­დათ სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რებს ქალ­თა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გაძ­ლი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კის ტრან­სფორ­მა­ცი­აზე. სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბის მი­ერ ინ­იც­ირ­ებ­ული პროგ­რა­მე­ბი­სა და მა­თი ან­გა­რი­შე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ავ­ტო­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ 2010-20 წლებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კამ პო­ზი­ტი­ური ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და, თუმ­ცა ქალ­თა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გაძ­ლი­ერ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს არ გა­აჩ­ნია ერ­თი­ანი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზას კი სექ­ტორ­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს.

 

ამ­ავე სექ­ცი­ის მე­ორე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია სო­ცი­ოლ­ოგი ლე­ლა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თე­მით — „ფე­მი­ცი­დის გა­შუ­ქე­ბის პრაქ­ტი­კა ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მე­დი­აში“ (ხელ­მძღ. ლია წუ­ლა­ძე). კვლე­ვა ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მე­დი­აში ფე­მი­ცი­დის გა­შუ­ქე­ბის პრაქ­ტი­კას ეხ­ება. თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ მო­ცე­მუ­ლი თე­მა­ტი­კის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­შუ­ქე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტურ სტან­დარ­ტებს ნაკ­ლე­ბად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, გენ­დე­რუ­ლო­ბა — დე­გენ­დე­რუ­ლო­ბის ზღვარ­ზე დგას და პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცი­ას ხელს არ უწყობს. ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გა­შუ­ქე­ბას ტე­ლე­ვი­ზი­ები ვერ ახ­ერ­ხე­ბენ. ხო­ლო, ამ­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­ან­ალ­იზ­ებ­ის­ას ექ­სპერ­ტე­ბის ხმა საკ­მა­რი­სად არ ის­მის. თუმ­ცა, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით პროგ­რე­სი აშ­კა­რაა და სა­მო­მავ­ლოდ მეტ ყუ­რადღე­ბას სა­ჭი­რო­ებს.


 

თარიღი: 06/12/2021