საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევა ქართველ ემიგრანტებზე გერმანიაში

მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

 

ქარ­თვე­ლი ემ­იგ­რან­ტე­ბის იდ­ენ­ტო­ბის და ინ­ტეგ­რა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ები გერ­მა­ნი­აში — ეს გახ­ლავთ კვლე­ვის ზო­გა­დი თე­მა, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­აში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ეკ­ატ­ერ­ინე ფირ­ცხა­ლა­ვა აწ­არ­მო­ებს. ეკ­ატ­ერ­ინე ფირ­ცხა­ლა­ვამ გერ­მა­ნი­ის აკ­ად­ემი­ური გაც­ვლი­თი სამ­სა­ხუ­რის (DAAD) და შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვი­თი გრან­ტი — ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ის­თვის — მო­იპ­ოვა და 2021 წლის ივ­ლი­სი­დან გერ­მა­ნი­აში, მარ­ბურ­გის ფი­ლი­პეს სა­ხე­ლო­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ახ­ორ­ცი­ელ­ებს კვლე­ვას. იგი უკ­ვე შეხ­ვდა ქარ­თველ ემ­იგ­რან­ტებს, რო­მელ­თა­გა­ნაც სიღ­რმი­სე­ულ ინ­ტერ­ვიუებს იწ­ერს. კვლე­ვის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბაა: „ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტე­ბი გერ­მა­ნი­აში: ჯგუფ-ში­და და ჯგუფ­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი — კონ­ფლიქ­ტი, აღ­ქმე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი“. ეკ­ატ­ერ­ინე ფირ­ცხა­ლა­ვა ბო­ლო ორი კვლე­ვი­თი სტი­პენ­დი­ის ფარ­გლებ­ში, 2016-2017 წლებ­ში, მსგავს თე­მა­ზე პორ­ტუ­გა­ლი­ასა და საფ­რან­გეთ­ში მუ­შა­ობ­და. მი­სი მი­ზა­ნია, გერ­მა­ნი­აში კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს სტა­ტია, სა­დაც მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­აში, საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­აში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემ­იგ­რან­ტე­ბის ად­აპ­ატ­აცი­ისა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის მსგავ­სე­ბა — გან­სხვა­ვე­ბის ან­ალ­იზი.

 

თარიღი: 24/09/2021