საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევა მესინას უნივერსიტეტში

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­ჯა­რო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტრან­ტი მე­რაბ დო­ბორ­ჯგი­ნი­ძე იტ­ალი­ის მე­სი­ნას უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვა­ზე — „ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თლის უზ­ენა­ეს­ობა ევ­რო­კავ­ში­რის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლოს პრე­ცე­დენ­ტულ სა­მარ­თალ­ში“ — მუ­შა­ობს. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი მე­სი­ნას უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ერ­ას­მუ­სის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბა და კვლე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­ის­წავ­ლის სა­კითხებს შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით: რე­ლი­გია და სა­მარ­თა­ლი ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კა­ში, ევ­რო­პუ­ლი და ტრან­სნა­ცი­ონ­ალ­ური სის­ხლის სა­მარ­თა­ლი, ევ­რო­პუ­ლი და იტ­ალი­ური ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული სა­მარ­თა­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის საქ­მი­ან­ობა.

 

„ცოდ­ნის გარ­და, რა­საც ამ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას ვი­ღებ, ეს არ­ის ახ­ალი კონ­ტაქ­ტე­ბი უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან — ზო­გა­დად, ერ­ას­მუ­სის პროგ­რა­მე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი დატ­ვირ­თვა ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაც არ­ის. მე­სი­ნას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რას და სტუ­დენ­ტებ­საც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა, გვაქ­ვს გან­ხილ­ვე­ბი და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ები. ევ­რო­კავ­ში­რის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლოს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი სა­მარ­თლით აქ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად ის­წავ­ლე­ბა, თუმ­ცა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს გე­ზი ევ­რო­კავ­ში­რის­კენ აქ­ვს აღ­ებ­ული, ვფიქ­რობ, ამ სა­კითხს აუც­ილ­ებ­ლად უნ­და ვსწავ­ლობ­დეთ და ვიკ­ვლევ­დეთ. ამ­ას­თა­ნა­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ დღი­თიდღე უფ­რო აქ­ტუ­ალ­ური ხდე­ბა სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თა­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის სა­კითხი“, — აცხა­დებს მე­რაბ დო­ბორ­ჯგი­ნი­ძე.

თარიღი: 06/12/2021