საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 2021 წლამდე

მაია ტო­რა­ძე

 

„კავ­კა­სია XIX სა­უკ­უნ­ის მე­ორე ნა­ხევ­რი­დან 2021 წლამ­დე“ – ასე ჰქვია სა­ლექ­ციო კურ­სს, რო­მე­ლიც თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ჯო­ნი კვი­ცი­ან­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მეშ­ვე­ობ­ით წელს დას­ტამ­ბა.

 

რო­გორც წი­ნა­სიტყვა­ობ­აშია ნათ­ქვა­მი, ეს არ­ის მე­ორე ნა­წი­ლი სას­წავ­ლო კურ­სი­სა – „კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ის­ტო­რია“ (2017 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ამ კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ას­ახ­ავ­და რე­გი­ონ­ის ის­ტო­რი­ას უძ­ვე­ლე­სი დრო­იდ­ან XIX სა­უკ­უნ­ის მე­ორე ნა­ხევ­რამ­დე).

 

ნაშ­რომ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბის ის­ტო­რია რუ­სე­თი­სა და საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ებ­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, სა­დაც მა­თი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის იგ­ნო­რი­რე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი და ეკ­ონ­ომ­იკ­ური თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის ხარ­ჯზე, „ზე­მო­დან“ ზე­წო­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ჯერ რუ­სულ ერ­თი­ან სო­ცი­უმ­ში (ცა­რიზ­მის დროს), შემ­დგომ კი, „საბ­ჭო­თა ხალ­ხში“ გათ­ქვე­ფის პო­ლი­ტი­კა. სა­ლექ­ციო კურ­სში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბო­და კავ­კა­სი­აში ხალ­ხთა ერ­ოვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ერ­ებ­ის ზრდას. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 1970–80-იან წლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ­მა პრაქ­ტი­კამ, გან­სა­კუთ­რე­ბით – სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხე­ლი შე­უწყო სა­ზო­გა­დო­ებ­აში საპ­რო­ტექ­სტო პო­ტენ­ცი­ალ­ის დაგ­რო­ვე­ბას და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად იქ­ონია სა­თა­ნა­დო გავ­ლე­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის პრო­ცეს­ზე.

 

„ნაშ­რო­ში დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა კავ­კა­სი­აში 1918 – 1921 წწ–ში სა­ქარ­თვე­ლოს, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის, სომ­ხე­თის პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ულო რეს­პუბ­ლი­კის და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის მთი­ელ­თა და­მო­უკ­იდ­ებ­ელი რეს­პუბ­ლი­კის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ას და მა­თი მთავ­რო­ბე­ბის კავ­კა­სი­ურ პო­ლი­ტი­კას. ავ­ტო­რი ხაზს უს­ვამს, რომ ამ­ჟა­მად, XXI სა­უკ­უნ­ეში, კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ული რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გაღ­რმა­ვე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ით, ას­ევე, ტრა­დი­ცი­ული და მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სინ­თე­ზი­რე­ბით, შე­საძ­ლოა, მიღ­წე­ულ იქ­ნეს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა“, – ნათ­ქვა­მია წიგ­ნის წი­ნა­სიტყვა­ობ­აში, რო­მელ­სც ხელს აწ­ერ­ენ რე­დაქ­ტო­რი ნი­ნო ჩი­ქო­ვა­ნი და რე­ცენ­ზენ­ტი მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე.

 

ლექ­ცი­ებ­ის კურ­სი გან­კუთ­ვნი­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის კავ­კა­სი­ოლ­ოგი­ის ინ­სტი­ტუ­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის და მო­მიჯ­ნა­ვე სპე­ცი­ალ­ობ­ებ­ის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, ას­ევე კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თათ­ვის.

თარიღი: 16/04/2022